მომხმარებლის განხილვა:ჯეო

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თუ თქვენ მომწერეთ, მაშინ გიპასუხებთ ამ გვერდზე.
თუ მე მოგწერეთ, მაშინ მე, კიდევ რამდენიმე დღე, თვალყურს ვადევნებ თქვენი განხილვის გვერდს.
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემ პირად გვერდზე!!!
მოძრაობა და მარტო მოძრაობა არის, ჩემო თერგო, ქვეყნის ღონისა და სიცოცხლის მიმცემი!

—ილია ჭავჭავაძე

ვცდილობ განვახორციელო პრინციპი: როცა არ მოგწონს სხვის მიერ გაკეთებული საქმე, შეეცადე შენ თვითონ გააკეთო უკეთესად. კამათში დაღლას შრომით დაღლა მირჩევნია.

—ზაალ სამადაშვილი



გამარჯობა! ბოლოს სიახლეებიდან რასაც ამოიღებ უნდა მოათავსო შესაბამისი წლის და თარიღის მოვლენებში, რაც ბოლოს შენ არ გაგიკეთებია. გააკეთე. --Mehman 97 20:48, 22 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]

@Mehman97: გაკეთდა----ჯეო2007განხილვაწვლილი 07:03, 23 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]
გარდა ამისა გაითვალისწინე ის ცვლილება, რაც მე განვახორციელე მაგ თარგში. --Wiki - ჯაბა 07:15, 23 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]

თარგის შიგთავსი[წყაროს რედაქტირება]

თარგის შიგთავსს როცა ქმნი, გაითვალისწინე ეს ცვლილება. თარგის სათაური რაცაა ზუსტად ის უნდა გეწეროს თარგის შიგთავსშიც. --Wiki - ჯაბა 09:20, 24 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა. თუ ხვდები რომ რედაქტირების კონფლიქტს აკეთებ შენი ამ ქმედებით? სტატია რამდენიმე თვის წინ გავმართე. ის რაც ,,პირად ცხოვრებაში” გიწერია სტატიაში გაცილებით ვრცლად მაქვს აღწერილი და რამდენჯერმე მისი უადგილოდ გამეორება ამახინჯებს სტატიას და არასერიოზულს ხდის. თუ არ შეწყვეტ მსგავს ქმედებას უკვე გაფრთხილებაზე გადავალ და იძულებული გავხდები ვანდალიზმის თარგი ჩავსვა. გთხოვ ეს შენიშვნა მიიღო კონსტრუქციულად და სტატიაში დააბრუნო ცვლილება, რომელიც მე განვახორციელე. გმადლობთ.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 13:31, 1 მარტი 2021 (UTC)[უპასუხე]

ალექსანდროვკა (მელეუზის რაიონი)[წყაროს რედაქტირება]

ალექსანდროვკა (მელეუზის რაიონი) ჯეო, გადახედე წინა ორ სტატიას ინფოდაფაში უწერია 2010 წელი თავის წყაროს მითითებით. ამ სტატიაში არ არის. სხვა სტატიაშიც რომადანოვკა (მელეუზის რაიონი) არ არის. გთხოვ ყველა სტატიას გადახედო. --ცანგალა/ 18:41, 7 მარტი 2021 (UTC)[უპასუხე]

ალექსანდროვკა (მელეუზის რაიონი) ვნახე, ჩაგისვია, მაგრამ დაარქივებული უნდა იყოს, რომ გვერდზე გადახვიდე. სამწუხაროდ, მე ვერ ვასწორებ. იქნებ შენ გააკეთო. მადლობა.--ცანგალა/ 15:29, 8 მარტი 2021 (UTC)[უპასუხე]

გაფრთხილება[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა. ამ სტატიაში გქონდა დაუშვებელი შეცდომა, რომლის გამოც, ახლა სოციალურ ქსელში მთელ ქართულ ვიკის ლანძღავენ. თუ საკითხში ვერ ერკვევი, სჯობს საერთოდ არ მოკიდო ხელი ან დაეკითხო სხვებს! — Mikheil მიწერა 17:00, 16 მარტი 2021 (UTC)[უპასუხე]

გაუმართავი ტექსტი[წყაროს რედაქტირება]

შეწყვიტე გაუმართავი ტექსტების ჩასმა წლების სტატიებში. ძვ. წ. 917 — წლების რაოდენობა ქრისტესშობამდე. რას ნიშნავს იქნებ მითარგმნო გამართული ენით?--დათო1010 06:51, 15 აპრილი 2021 (UTC)[უპასუხე]

@David1010: ტექსტი მე არ შემიდგენია, ყურში არ მომხვდა მაგრამ რამდენიმე შემოწმებულ სტატიაში იყო ჩასმული და ვიფიქრე რომ პრობლემა არ შეიქმნებოდა, თუ საჭიროა შევცვლი----ჯეო2007განხილვაწვლილი 06:52, 15 აპრილი 2021 (UTC)[უპასუხე]
მაგ ფორმით ძალიან გაუმართავია და აღარ გააგრძელო. ასევე მხოლოდ მაგ წინადადების ჩასმით სტატიიდან უტექსტოს თარგის ამოღება არაა სწორი.--დათო1010 06:54, 15 აპრილი 2021 (UTC)[უპასუხე]

სალამი. ან დაასრულე, ან მუშავდება ჩაუსვი. — Mikheil მიწერა 17:13, 19 აპრილი 2021 (UTC)[უპასუხე]

@MIKHEIL: კიბატონო, მივხედავ----ჯეო2007განხილვაწვლილი 17:22, 19 აპრილი 2021 (UTC)[უპასუხე]
@MIKHEIL: დავასრულე----ჯეო2007განხილვაწვლილი 17:41, 19 აპრილი 2021 (UTC)[უპასუხე]

ნიკოლ ფაშინიანი[წყაროს რედაქტირება]

ნიკოლ ფაშინიანი — წყარო? გიო ოქრო 14:36, 25 აპრილი 2021 (UTC)[უპასუხე]

@გიო ოქრო: ჩავუსვი----ჯეო2007განხილვაწვლილი 16:03, 25 აპრილი 2021 (UTC)[უპასუხე]
კარგია. სანდო მომხმარებლად ითვლები და არ უნდა გჭირდებოდეს შეხსენება. გიო ოქრო 16:05, 25 აპრილი 2021 (UTC)[უპასუხე]
@გიო ოქრო: ახალი გავრცელებული იყო (1 საათიც არ იყო გასული) და ცოტა ავჩქარდი :), შემდეგში არ დამჭირდება :)----ჯეო2007განხილვაწვლილი 16:09, 25 აპრილი 2021 (UTC)[უპასუხე]

წყარომ უნდა დაადასტუროს მთლიანი ინფორმაცია და უნდა იყოს შესაბამისი ენციკლოპედიასთან. წინააღმდეგ შემთხვევაში თარგის ამოღება არ შეიძლება. თავის მოსატყუებლად ხომ არ ჩავუსვავთ წყაროებს? გიო ოქრო 20:08, 26 აპრილი 2021 (UTC)[უპასუხე]

საინტერესოა, სტატიებს რეალურ წყაროებს რატომ არ უთითებ? აქედან არ არის ინფორმაცია გადმოტანილი აქ? და კიდევ სხვა სტატიებშიც? გიო ოქრო 17:31, 1 მაისი 2021 (UTC)[უპასუხე]

თარგი:ინფოდაფა პარლამენტი[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა. არსებობს {{ინფოდაფა პარლამენტი}}. თუ გამოიყენებ კარგი იქნება. --Wiki - ჯაბა 09:17, 8 მაისი 2021 (UTC)[უპასუხე]

როდესაც რომელიმე წყარო ინფორმაციას სრულად არ აკმაყოფილებს, შესაბამის თარგს ნუ იღებ. ეგ თარგი სილამაზისთვის არუზის. გიო ოქრო 03:15, 1 ივნისი 2021 (UTC)[უპასუხე]

გილოცავთ! თქვენ მიერ ნომინირებულმა სტატიამ „ჰაქიმ ზიეში“ მოიპოვა რჩეულის სტატუსი და ქართული ვიკიპედიის მთავარ გვერდზე გამოჩნდება!
მადლობა, რომ მნიშვნელოვანი წვლილი შეგაქვთ კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი თავისუფალი ენციკლოპედიის შექმნაში.

5 ივლისის მოვლენები[წყაროს რედაქტირება]

აბა თუ მიხვდები რა შეცდომა დაუშვი. Mehman 97 14:28, 11 ივლისი 2021 (UTC)[უპასუხე]

სტრიგოლნიკები[წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურიდან მოსაშორებელია წითელი ბმულები და არარსებული თარგები, ასევე მკვდარი გარე ბმულები. მარტო მითითებით საქმე არ კეთდება. გიო ოქრო 13:04, 19 ივლისი 2021 (UTC)[უპასუხე]

წყაროდ მიუთითე ის, რომელიც შეეფერება. სხვა ვიკიპედიიდან გადმოტანა და მერე უბრალოდ სადმე ჩასმა არ არის კარგი საქმე და საქციელი. ეს არის ტყუილის გავრცელება და ვანდალიზმი. მსგავსს გწერ უკვე არ ვიცი მერამდენედ. გააჩერე ამგვარი საქმიანობა. გიო ოქრო 13:12, 19 ივლისი 2021 (UTC)[უპასუხე]

არაპროფესიონალური[წყაროს რედაქტირება]

გთხოვ, შემდეგში ასეთი არაპროფესიონალური ჩანაწერებისაგან თავი შეიკავე. გიო ოქრო 18:06, 28 ივლისი 2021 (UTC)[უპასუხე]

წინასწარი გაფრთხილება[წყაროს რედაქტირება]

შემოვედი გვერდზე და ვნახე უკვე გიორგის მოუწერია. მეტი ყურადღება გმართებს სტატიების წერისას, უნდა გაითავისო რომ ენციკლოპედიას ქმნი. სტატიების წერისას ყურადღება მიაქციე ელემენტარულ წესებს. წინააღმდეგ შემთხვევაში შემდეგი მესიჯი იქნება გაფრთხილების თარგი. --Wiki - ჯაბა 05:31, 29 ივლისი 2021 (UTC)[უპასუხე]

გაფრთხილება ვანდალიზმის შესახებ[წყაროს რედაქტირება]

გაფრთხილება!
თქვენი მოქმედება ეწინააღმდეგება ვიკიპედიის წესებს და წარმოადგენს ვანდალიზმს. თუ წესებს სისტემატურად დაარღვევთ, თქვენი წვდომა შეიზღუდება, ვიკიპედიაში რედაქტირების აკრძალვისა ან ბლოკირების სახით. გირჩევთ, საფუძვლიანად გადახედოთ ვიკიპედიის წესებსა და დახმარების გვერდებს.

შენიშვნა: ამ გაფრთხილების წაშლა არ შეიძლება. ესეც ვიკიპედიის წესების დარღვევად ჩაითვლება.

Wiki - ჯაბა 20:25, 29 ივლისი 2021 (UTC)[უპასუხე]

განმეორებითი გაფრთხილება ვანდალიზმის შესახებ

გაფრთხილება!
ვანდალიზმის განმეორების შემთხვევაში თქვენი ანგარიში ან IP (ინტერნეტ მისამართი) დაიბლოკება.
გთხოვთ, გაეცანით ვიკიპედიის წესებსა და დახმარების გვერდებს!

ჯერ კიდევ 2018 წელს გაგაფრთხილეს მსგავს ცვლილებებზე. როგორც ჩანს არ ითვალისწინებ, მოგდევ და შენს სტატიებში ვასწორებ. მითითებების გაუთვალისინებლობის გამო იმსახურებ ამ თარგს და ალბათ იცი ამას რა მოჰყვება. ამასთანავე გაიხსენე, რომ უკვე ექვსჯერ ხარ ბლოკირებული. მე ვფიქრობ შენს მიმართ ლოიალურები უკვე ვეღარ ვიქნებით. დროა ისწავლო წერა. წინააღმდეგ შემთხვევაში მესამე, ბლოკის თარგს, ჩავსვამ. — Wiki - ჯაბა 19:17, 31 ივლისი 2021 (UTC)[უპასუხე]

ისევ სიახლეებზე[წყაროს რედაქტირება]

უნდა მომეწერა მაგრამ აგერ უკვე მოუწერიათ და შენ კიდევ არ ითვალისწინებ. ყურადღებით იყავი, ერთიდაიგივეს გამეორება ნუ გჭირდება ყოველ რედაქტირებაზე. --Wiki - ჯაბა 05:38, 5 აგვისტო 2021 (UTC)[უპასუხე]

ოლიმპიადის მონაწილე ქვეყნები[წყაროს რედაქტირება]

2020 წლის ოლიმპიადის მონაწილე ქვეყნების შესახებ სტატიებს რომ წერ ტექსტი წარსულში გადაიყვანე, რადგან უკვე დამთავრდა და შენ გიწერია აქედან აქამდე გაიმართებაო. დათო1010 11:49, 22 აგვისტო 2021 (UTC)[უპასუხე]

@David1010: რათქმაუნდა, მივხედავ----ჯეო2007განხილვაწვლილი 12:48, 22 აგვისტო 2021 (UTC)[უპასუხე]

სტატიის წერის ხარვეზები[წყაროს რედაქტირება]

ეს გაითვალისწინე, რომელიც მოგწერეს ჯერ კიდევ 2019 წლის 17 მარტს. რაც დრო გადის სტატიების წერას აუარესებ, რაც ვიკიპედიელს არ ეპატიება. --Wiki - ჯაბა 02:49, 23 აგვისტო 2021 (UTC)[უპასუხე]

წინადადებები გამართე[წყაროს რედაქტირება]

სტატიაში გიორგი მარგველაშვილი ეს წინადადება გასამართია: 2013 წლის ოქტომბრის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელების გამო, საკუთარი სურვილით დატოვა თანამდებობა. --Wiki - ჯაბა 15:38, 26 აგვისტო 2021 (UTC)[უპასუხე]

კეთილი ადამიანი სულ მუშაობს[წყაროს რედაქტირება]

იგი სულ კითხულობს და მუშაობს და მისი ქვეყნისთვის სიკეთეს აკეთებს მას ქვია უცნაური სახელი, და მისი სახელია ემმა მას ეძახიან წიგო იცით რატომ იმიტომ რომ ის სულ წიგნებს კითხულობს და წიგნის წინა ორი ასოა(წი) და გო იმიტომ წერია რომ გოგონაა(გო) და გამოვიდა "წიგო" ამიტომ ეძახიან "წიგო-ს". იგი იყო 10 წლის და სიმაღლით კი 126 სმ.

 მას იმდენი წიგნი ჰქონდა მის სახლში რომ შეხვიდოდი ბიბლიოთეკა გეგონებოდა,

და ყველა წიგნს ჩუქნიდა, და ასე გაგრძელდა.

გიყვარდეს კითხვა
გოგონა

ამას წყარო სჭირდება. ამის შეხსენება არ უნდა გჭირდებოდეს. დროა ვიკიპედიაში მუშაობა ისწვალო. --Wiki - ჯაბა 06:48, 21 ნოემბერი 2021 (UTC)[უპასუხე]

Wiki - ჯაბა 19:45, 6 დეკემბერი 2021 (UTC)[უპასუხე]

@Jaba1977: პირველ რიგში სალამი :) თემის სათაურის დანახვისთანავე „ჩამოსქროლვის“ გარეშე მივხვდი რომ ავტორი თქვენ იქნებოდით :) ერთ წელზე მეტი ხნის მანძილზე ფაქტობრივად შეუსვენებლად, ყოველდღიურ რეჟიმში ვარ, ვიყავი და ვიქნები ვიკიპედიის ცხოვრების ნაწილი კიდევ დიდხანს <3 მესმის რამაც გამოიწვია თქვენი გულწრფელი ბრაზი და გულისწყრომა, ამ ყველაფერს არც თუ ისე მცირე შესავალი ნაწილი ჰქონდა. ვაღიარებ რომ ჩემი შეცდომა იყო ყოველ მხრივ განვრცობის სურვილი, განსაკუთრებით ბოლო ერთ თვეში, „ვიკის უყვარს კავკასიის“ შემდეგ ერთიანად დამაწვა სასკოლო საქმეც, რაც ხშირად აღარ მაძლევდა პროექტში დიდხანს შემოსვლის დროს, მეთანხმებით რომ ასეთ დროს შეცდომების დაშვების ალბათობა ნამდვილად არსებობს, მაგრამ მათი გამოსწორება არ წარმოადგენს შეუძლებელ საქმეს არც ჩემთვის და არც ნებისმიერი აქ მყოფისთვის, 2-3 ან 4 დღე ამ დროს პრობლემური არ/ვერ იქნება. ამ შემთხვევაში უნდა აღიაროთ რომ 2020 წელი და 2021 წელი ჩემი წვლილის მხრივაც მრავალფეროვანი იყო და ვერც იმას ვიტყვით რომ რაიმე სახის პროგრესი არ მქონია, თუ ასეთი პრობლემურია ჩემს მიერ წამიერად დაშვებული, შემდეგ თუნდაც გამოსწორებული შეცდომები, მზად ვარ გარკვეული პერიოდულობით მხოლოდ ერთ, ჩემთვის მოსახერხებელ თემაზე ვკონცეტრირდე და შევეშვა იმ საკითხებს, რომლებშიც ნაკლები გამოცდილება მაქვს ან ხელი მხოლოდ მის გარშემო მასალის სიმწირის გამო მოვკიდე. მესმის რომ თქვენი ეს გაფრთხილება საბოლოო, უკანასკნელი სტადიაა, სწორედ ამიტომ ვთვლი რომ ჩემგან მართებული იქნება სრულიად გააზრებულად შევეშვა იმას რასაც ბოლო ერთი თვის მანძილზე ვაკეთებდი და სრულიად ახალი ფურცელი გადავშალო, რომლითაც შედარებით ნაკლებად ორიენტირებული ვიქნები რაოდენობაზე და ბევრად უფრო ორიენტირებული ვიქნები სტატიების ხარისხი (დამერწმუნებით რომ ერთი სტატიის გარშემო დიდხანს „ტრიალის“ შემთხვევაში ეს შემიძლია), ნამდვილად არ მსურს იძულებითი „არდადეგები“ სწორედ ამიტომ გიყენებთ ამ ვარიანტს, რითც ჩემი სახით „თავისტკივილს“ მოიშორებთ, ყველა ჩემს მიერ „დასამუშავებლის“ თარგით მონიშნული სტატია უკვე მზადაა მინიმუმ ელემენტარულ დონეზე, მაგრამ თუ ასეთი გულწრფელად რომ ვაღიარო ერთვიანი პასიური რედაქტირება პრობლემურია, მზად ვარ ჩემი ნებით შევეშვა ამას, და ორიენტაცია სრულიად გადავიტანო არა რაოდენობრივ, არამედ ხარისხობრივ საკითხზე, რაც უახლოეს პერიოდში ნათლად გამოიხატება ჩემს რედაქტირების ჟურნალშიც, რაც შეეხება ვანდალიზმის დიდ ისტორიას ამას უკომენტაროდ ვტოვებ, 2-3 წლის წინ პატარა ბავშვის მიერ გაუცნობიერებლად, ინტერესით, სურვილითა თუ ცნობისმოყვარეობით განხორციელებული რედაქტირებებს :) ღრმა პატივისცემით.----ჯეო2007განხილვაწვლილი 11:13, 7 დეკემბერი 2021 (UTC)[უპასუხე]
ამდენი რომ სტატიაში წერო და თან წყაროების დართვით, პრეტენზია ნამდვილად არ მექნება. Wiki - ჯაბა 15:12, 7 დეკემბერი 2021 (UTC)[უპასუხე]
@Jaba1977: თუ დასაბლოკის თარგის ამარა არ დავრჩები გპირდებით რომ აუცილებლად დავწერ :)----ჯეო2007განხილვაწვლილი 15:08, 8 დეკემბერი 2021 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა. თუ უახლოეს დღეებში არ გამოასწორებ ზემოთ მითითებულ შენიშნვებს, დაიბლოკები. — Mikheil მიწერა 19:34, 9 დეკემბერი 2021 (UTC)[უპასუხე]

6 დეკემბერს მიცემული შენიშვნა განხილვა:მაჰამადუ ბავუმია დღესაც გამოსასწორებელია და რომ აპირებდეს შეცდომების გასწორებას გაასწორებდა უკვე. ასე რომ მე ახლაც ვთვლი რომ დასაბლოკია. ამას ბოლო შანსი ათასჯერ ქონდა და არ გამოუყენებია. ჩათვალოს პირველივე შეცდომაზე კვლავ მის დაბლოკვას მოვითხოვ. Wiki - ჯაბა 04:09, 10 დეკემბერი 2021 (UTC)[უპასუხე]
სამწუხაროდ, ჯაბას გარდა ქართულ ვიკიპედიაში ხმის ამოღების უფლება სხვა მომხმარებლებს არ გვაქვს — გვბლოკავთ განსხვავებული აზრის მქონე მომხმარებლებს. განხილვა:მაჰამადუ ბავუმია თუ წასაშლელია — წაშალეთ და მორჩება საქმე ან შეასწორეთ და მომავალში გაითვალისწინებს შეცდომებს და უვარგის სტატიას აღარ შემოიტანს. კვლავ შემოიტანს — კვლავ წაშალეთ მაგ. ნიკოლაე ჩუკე. ერთპიროვნულად ამ ბლოკებით დაშინება სადამდე უნდა გაგრძელდეს ქართულ ვიკიპედიაში? ისედაც თითებზე დასათვლელია აქტიურ მომხმრებელთა რაოდენობა ქართულ ვიკიპედიაში (კონკურსებში მონაწილეებს არ ვგულისხმობ). პატივისცემით --ცანგალა განხილვაწვლილი 13:20, 10 დეკემბერი 2021 (UTC)[უპასუხე]

ბოდიში, მაგრამ ვერ მივხვდი, რას ერჩით ამ მომხმარებელს. ან ნიშნისმოგებით ლაპარაკი როდიდანაა მიღებული ვიკიპედიაში, ან დაშინება, ან ყველა რედაქტირებაზე დევნა და პასუხისმგებლობის დაკისრება, თითქოს "მისი" სტატია იყოს რომელიმე და არა — ვიკიპედიის. როდიდან შემოვიღეთ სტატიებზე ავტორობა? ამ მომხმარებლის რედაქტირებები ვანდალიზმი არ არის. შეიძლება იდეალურად არ შეესაბამებოდეს ვიკიპედიის სტანდარტებს, მაგრამ მაგასა და ვანდალიზმს შორის ძალიან დიდი სხვაობაა. რაიმეს თუ ვიკიფიცირება, წერტილ-მძიმის დამატება, თარგის ჩასმა, გრამატიკულად გამართვა და ა.შ. სჭირდება, ამ დროს ან ჩვენით ვასწორებთ ან ვსვამთ შესაბამის თარგს, რომ ესა და ეს ამ სტატიაში გასასწორებელია, მაგრამ ასეთი რაღაცების გამო მომხმარებლებს არ ვბლოკავთ. „მიდი ახლა და ეს გაასწორე“ არ არის არც ვიკიპედიის პოლიტიკა და არც რომელიმე მომხმარებლის უფლება ან ვალდებულება.--შოთა (განხილვა) 15:43, 10 დეკემბერი 2021 (UTC)[უპასუხე]

ანტონი ლოპეში[წყაროს რედაქტირება]

ანტონი ლოპეში, სტატია ასე არ იწერება. მითითებული ლინკი არ იხსნება, ხომ შეიძლება ინგლისურენოვან სტატიაში შეხვიდე და იქიდან ლინკები დააკოპირო? დროა სტატიების წერა ისწავლო და ვიკიპედიის უხარისხო და უწყაროო სტატიებით შევსებას შეეშვა. --Wiki - ჯაბა 20:06, 10 დეკემბერი 2021 (UTC)[უპასუხე]

--OTOGI Messages 11:47, 14 დეკემბერი 2021 (UTC)[უპასუხე]

მცირე კომენტარი[წყაროს რედაქტირება]

მომხმარებელი:ჯეო — მიმდინარე ბლოკირებამდე 6-ჯერ იყო დაბლოკილი სხვადასხვა ვანდალური და დესტრუქციული ქმედებების გამო. მიმდინარე ბლოკი არის რიგით მე-7. რომელიმე თქვენთაგანი დაინტერესებული რომ ყოფილიყო ამ მომხმარებლის ბედ-იღბალით იგი 7-ჯერ არ იქნებოდა დაბლოკილი. აქ არაფრის წერა არ არის საჭირო. ამდენი, სტატიების ფარგლებში რომ დაგვეწერა მომხმარებელი არ იქნებოდა დაბლოკილი. - OTOGI Messages 11:47, 14 დეკემბერი 2021 (UTC)[უპასუხე]

მუხანათური ვანდალიზმი[წყაროს რედაქტირება]

განმეორებითი გაფრთხილება ვანდალიზმის შესახებ

გაფრთხილება!
ვანდალიზმის განმეორების შემთხვევაში თქვენი ანგარიში ან IP (ინტერნეტ მისამართი) დაიბლოკება.
გთხოვთ, გაეცანით ვიკიპედიის წესებსა და დახმარების გვერდებს!

OTOGI Messages 15:44, 19 მაისი 2022 (UTC)[უპასუხე]

აქ კარგად ჩანს მუხანათური ვანდალიზმი. ჩავთვალოთ ბოლო გაფრთხილებად. ამ ეტაპზე სანდო მომხმარებლის სტატუსი ჩამოგერთმევად, ვინაიდან არ მჯერა, რომ ამ ტიპის რედაქტირება შემთხვევითობაა. - OTOGI Messages 15:48, 19 მაისი 2022 (UTC)[უპასუხე]

თენგრი მისახედია, ტექნიკური ხარვეზებია და ვიკიფიცირება უნდა. -ზურა 6446 09:31, 1 აგვისტო 2022 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა ჯეო.! თქვენ გამოიყენეთ {{მუშავდება}} სტატიაში „ენდრიკ ფელიპე“, დიდი მადლობა თქვენი წვლილისთვის ამ სტატიის გასაუმჯობესებლად! გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეს თარგი სტატიაში მხოლოდ 7 დღის განმავლობაში შეიძლება დარჩეს, რადგანაც ვიკიპედია თავისუფალი, მოხალისეობრივი პროექტია და სტატიების რედაქტირება ყველას უნდა შეეძლოს.
საუკეთესო სურვილებით,-~ბ.ბ.~ (მომწერეთ აქ!) 06:38, 10 იანვარი 2023 (UTC)[უპასუხე]

კატეგორია:„ქართული ოცნების“ წევრები[წყაროს რედაქტირება]

კატეგორია:„ქართული ოცნების“ წევრები — ქართული ოცნების სიით ან მაჟორიტარად გასვლა პირდაპირ არ ნიშნავს, რომ პარტიის წევრია. თუკი წყარო არ მოიძებნება წევრობის შესახებ, ამოსაღებია. მაგ., ვასილ ჩიგოგიძე — 2020 წლის ცესკოს სიის მიხედვით პარტიის წევრი არ იყო. გიო ოქრო 14:33, 10 იანვარი 2023 (UTC)[უპასუხე]

გაბრიელ სიგუა[წყაროს რედაქტირება]

გაუმარჯოს. გაბრიელ სიგუა ნამდვილად საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ნახევარმცველია, როგორც შენ წერ? — Mikheil მიწერა 07:19, 30 ივნისი 2023 (UTC)[უპასუხე]

სალამი, ეროვნულ ნაკრებში შეხვედრა ჩატარებული აქვს, სანაკრებო კარიერაც მიმდინარეა. თუ არ ითვლება საკმარის კრიტერიუმად გავითვალისწინებ----ჯეო2007განხილვაწვლილი 05:42, 7 ივლისი 2023 (UTC)[უპასუხე]

ვლადიმერ პუტინი[წყაროს რედაქტირება]

ვლადიმერ პუტინი — ტავტოლოგია გასასწორებელია. გიო ოქრო 19:48, 13 იანვარი 2024 (UTC)[უპასუხე]

ბიორგაფიული სტატიები[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა. სრულიად ზედმეტია ვიკიპედიის ბიოგრაფიულ სტატიაში ასეთი ცნობები.— Mikheil მიწერა 10:39, 11 თებერვალი 2024 (UTC)[უპასუხე]