შინაარსზე გადასვლა

შუქია აფრიდონიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შუქია აფრიდონიძე
დაბ. თარიღი 25 აპრილი, 1940(1940-04-25)
დაბ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდ. თარიღი 28 მაისი, 2022(2022-05-28) (82 წლის)
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა ფილოლოგი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი
ჯილდოები საქართველოს ღირსების ორდენი

შუქია აფრიდონიძე (დ. 25 აპრილი, 1940, თბილისი — გ. 28 მაისი, 2022[1]) — ქართველი ენათმეცნიერი, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერიტუს-პროფესორი. ღირსების ორდენის კავალერი (2018).

1963 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.

შუქია აფრიდონიძემ წვლილი შეიტანა ქართული ენის მეცნიერული აღწერისა და სწავლების, ასევე ქართულ და უცხოურ საგანმანათლებლო სივრცეში ქართული ენის პოპულარიზაციის საქმეში. წლების განმავლობაში იგი იკვლევდა საქართველოს ტოპონიმიის, ლექსიკოლოგიის, ლექსიკოგრაფიისა და ქართული ენის სტილისტიკის უმნიშვნელოვანეს საკითხებს. არის არაერთი განმარტებითი და ორენოვანი ლექსიკონის შემდგენელი.

შუქია აფრიდონიძემ აღზარდა ქართველ და უცხოელ ენათმეცნიერთა თაობები და დიდი წვლილი შეიტანა უცხოური ქართველოლოგიის განვითარებაში. სხვადასხვა დროს შუქია აფრიდონიძე მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი ქართული ენის კათედრასთან არსებულ ტოპონიმიკის ლაბორატორიასა და არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში. 2006 წლიდან იგი იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ქართული ენის სწავლებისა და კვლევის მიმართულების ხელმძღვანელი და აკადემური საბჭოს წევრი.

ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი, სადისერტაციო თემაა „სიტყვათგანლაგება ახალ ქართულში“ (XIX-XX საუკუნეების პროზაული მასალის მიხედვით), დაიცვა 1972 წელს.

  • საქართველოს ტოპონიმია, ქვემო იმერეთი : ლექსიკონი ინვერსიული ლექსიკონითა და რუკებით (შემდგენელი). - თბილისი, თსუ, 2003. - 678გვ.
  • ჟურნალისტის სტილისტიკური ცნობარი (თანარედაქტორი). - თბილისი, ჟურნალისტთა საერთ.ცენტრი, 2002. - 270გვ.
  • ჩვენი ენა ქართული (ავტორი). - თბილისი, არჩილ სულაკაურის გამომცემლობა, 2002. - 168გვ.. - ISBN: 99928-52-78-X
  • ტესტები ქართულ ენაში (მასწავლებელთა ატესტაციისათვის) (შემდგენელი). - თბილისი, 1997. - 39გვ.
  • საბჭოთა კავშირის გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი (რედაქტორი). - თბილისი, ქართული საბჭ.ენციკლოპ.მთ.სამეცნ რედაქცია, 1987. - 250გვ.
  • სიტყვათგანლაგება ახალ ქართულში : ენათმეცნიერება (ავტორი). - თბილისი, მეცნიერება, 1986. - 150გვ.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. „ფილოლოგი და ენათმეცნიერი შუქია აფრიდონიძე გარდაიცვალა“. kvira.ge. 28 მაისი, 2022. ციტირების თარიღი: 29 მაისი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)