მღვიმე: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1: ხაზი 1:
{{მუშავდება|1=[[სპეციალური:Contributions/Giga Doguzovi|Giga Doguzovi]]|2=2019 წლის 27 ოქტომბერი}}
{{მუშავდება|1=[[სპეციალური:Contributions/Giga Doguzovi|Giga Doguzovi]]|2=2019 წლის 27 ოქტომბერი}}
[[ფაილი:CaveoftheMounds.jpg|მინი|მღვიმე]]
[[ფაილი:CaveoftheMounds.jpg|მინი|მღვიმე]]
[[ფაილი:Kumistavi cave (39).jpg|მინი|პრომეთეს (ყუმისთავის) მღვიმე საქართველოში]]
[[ფაილი:Burger OtokKriznaJama.jpg|მინი|ტბა კარსტულ მღვიმეში, [[სლოვენია]]]]
[[ფაილი:Burger OtokKriznaJama.jpg|მინი|ტბა კარსტულ მღვიმეში, [[სლოვენია]]]]
'''მღვიმე''' — ვრცელი სიღრუე [[დედამიწის ქერქი]]ს ზედა ფენაში, მიწის ზედაპირზე გამოდის ხვრელებით. წარმოიქმნება [[წყალი|წყალში]] ხსნადი ნაპრალოვანი ქანების ([[კირქვა]], [[დოლომიტი]], [[თაბაშირი]] და სხვ.) გამოტუტვითა და გადარეცხვით, აგრეთვე სუფოზიური, აბრაზიული, ეოლური და სხვა პროცესების შედეგად. მღვიმეთმცოდნეობის შემსწავლელ მეცნიერებას [[სპელეოლოგია]] ეწოდება, [[შვეიცარია|შვეიცარიელი]] მღვიმეთმცოდნის [[ალფრედ ბიოგლი]]ს თქმით, სპელეოლოგია მეცნიერების დამოუკიდებელი დარგია და [[გეოგრაფია]]ს ენათესავება.

ხაზი 29: ხაზი 28:
==კარსტული მღვიმეების წარმოშობა-განვითარების პირობები და პროცესები==
==კარსტული მღვიმეების წარმოშობა-განვითარების პირობები და პროცესები==

[[ფაილი:Kumistavi cave (39).jpg|მინი|პრომეთეს (ყუმისთავის) მღვიმე საქართველოში]]
ყველაზე დიდი ზომის მღვიმეებია კარსტული მღვიმეები, ისინი ყველგან არ ვითარდება. მათი წარმოშობა-განვითარებისთვის საჭიროა განსაზღვრული პირობები. გ. მაქსიმოვიჩის გაანგარიშებით, კარსტვად ქანებს ჩვენი პლანეტის ხმელეთის დაახლოებით მესამედი, 50 მილიონი მ² უჭირავს. ამას უნდა დაემატოს ოკეანეებისა და ზღვების ფსკერქვეშ არსებული კარსტვადი უბნები, რომელთა ფართობი ჯერჯერობით უცნობია. იმისათვის რომ წარმოიქმნას კარსტული მღვიმე, საჭიროა შემდეგი პირობები:

ხაზი 41: ხაზი 41:
სპელეოპროცესების გავრცელების არეალს წარმოადგენს ეგრედ წოდებული ''კარსტროსფერო'' - [[დედამიწა|დედამიწის]] ([[სტრატოსფერო]]ს) ქერქის ის ნაწილი, რომელიც კარსტვადი ქანებითაა აგებული და მოიცავს არამარტო კონტინენტებისა და კუნძულების, არამედ ოკეანეებისა და ზღვების ფსკერის ნაწილებსაც. კარსტოსფერო არის გეოიდური მოყვანილობის წყვეტილი გარსი, რომლითაც დაფარულია დედამიწის მთელი ფართობის დაახლოებით 25%.

სპელეოპროცესებს შორის მთავარი როლი ეკუთვნის [[კოროზია]]ს, წყლის მიერ ქიმიურად გახსნას. ამ პროცესის მონაწილეობის გარეშე კარსტი არ წარმოიშვება. კოროზია მღვიმის განვითარების საწყის სტადიებში განვითარების ერთადერთ ფაქტორს წარმოადგენს. ვიწრო ნაპრალების გაფართოებით იგი ქმნის მნიშვნელოვან სიღრუეებს და იწვევს ამ უკანასკნელში წყლის მნიშვნელოვანი ნაკადების წამოშობას. ამის შემდეგ კოროზია მიმდინარეობს მის მიერ გამოწვეული ეროზიული და ნგრევითი პროცესების თანხლებით და აღწევს მღვიმური ციკლის ბოლო სტადიამდე.

==კარსტვის პროცესი==

კარსტვადი ქანები, წყალში იხსნება სხვადასხვა ინტენსივობით, როგორც თვით ქანის ქიმიური შედგენილობის, ასევე გარემოს პირობების მიხედვით. ხსნადობის მიხედვით პირველ ადგილზეა ქვამარილი, შემდეგ თაბაშირი, კირქვა და ბოლოს დოლომიტი. კირქვის როგორც კარსტწარმომქმნელი ქანის უპირატესობა სხვა კარსტვად ქანებთან შედარებით გამოწვეულია საკმაოდ მაღალი ხსნადობის, დიდი გეოგრაფიული გავრცელების და სიმძლავრის თანაწყობით.
კირქვის გახსნაში მონაწილეობას იღებს [[ნახშირორჟანგი]], რომელიც ბუნებრივ წყლებში თითქმის ყველგან და ყოველთვის არის. კირქვის გახსნის პროცესს შემდეგი სახე აქვს:
[[ფაილი:კირქვის გახსნის ქიმიური პროცესი.png|frameless|ცენტრი]]
კალციუმის ბიკარბონატი გაცილებით უკეთესად იხსნება წყალში, ვიდრე მონოკარბონატი. ზემოთ მოყვანილი რეაქცია უკუქცევადია, ესე იგი ფიზიკურ-ქიმიური ვითარების შეცვლისას კალციუმის ბიკარბონატი ისევ იშლება [[მონოკარბონატი|მონოკარბონატად]], [[წყალი|წყლად]] და [[ნახშირორჟანგი|ნახშირორჟანგად]].

ქიმიურად სუფთა დესტილირებულ წყალში, რომელიც არ შეიცავს თავისუფალ ნახშირორჟანგს, კირქვის ხსნადობა სუსტია. ერთ ლიტრ წყალში იხსნება 12-15 მილიგრამი კალციუმის მონოკარბონატი. იმ შემთხვევაში, როდესაც წყალი ნახშირორჟანგის შემცველობის მიხედვით ჰაერთანაა გაწონასწორებული, [[კალციუმის მონოკარბონატი]]ს ხსნადობა იზრდება 50-60 მილიგრამამდე. დადგენილია, რომ ნახშირორჟანგის რაოდენობა ბუნებრივ წყალში ჩვეულებრივად გაცილებით მეტია იმ წყალთან შედარებით, რომელიც ატმოსფეროსთანაა გაწონასწორებული. ამიტომაც კარსტული პროცესის დროს კირქვა შედარებით ინტენსიურად იხსნება წყალში.
წყალში გახსნილი თავისუფალი ნახშირორჟანგის ჭარბ რაოდენობას, რომელსაც გააჩნია კალციუმის მონოკარბონატთან რეაქციის უნარი, აგრესიული ნახშირორჟანგი ეწოდება.
თაბაშირის ხსნადობა გაცილებით მეტია კირქვისაზე. დედამიწის ხმელეთის ფარგლებში თაბაშირით აგებულია 7 მილიონი კმ² ფართობი. ბუნებრივი მიწისქვეშა წყლების ტემპერატურულ ვითარებაში თაბაშირი 5-9-ჯერ მეტი რაოდენობით იხსნება, ვიდრე კირქვა ნახშირორჟანგით გაჯერებულ წყალში. 20° ტემპერატურის დროს ერთ ლიტრ ქიმიურად სუფთა წყალში იხსნება 2.05 გრამი CaSO4. კიდევ უფრო ძლიერია წყლის გამხსნელობითი უნარი მარილის NaCl-ის მიმართ. ქვამარილს და სხვა მარილებს კონტინენტებისა და კუნძულების ზედაპირზე უკავიათ 4 მილიონი კმ².

==ეროზია==
მნიშვნელოვან მღვიმეთწარმომქმნელ ფაქტორს წარმოადგენს ეროზია. ესეიგი მდინარე წყლის მექანიკური ზემოქმედება ქანზე. ეროზიის მსვლელობისათვის საჭიროა წყლის ნაკადი. მოძრავი წყლის ეროზიული უნარი (ცოცხალი ძალა) დამოკიდებულია წყლის მასაზე და მისი მოძრაობის (დინების) სიჩქარეზე. ეროზია მღვიმეში იწყება მას შემდეგ, რაც კოროზია გააფართოებს ნაპრალებს და წყლის მოძრაობა მიიღებს მნიშვნელოვან სიჩქარეს განსაკუთრებით ინტენსიურად წარმოებს ეროზია ნგრეულ ქანებში - კონგლომერატებში და კირქვებში. ეს დაკავშირებულია ამ ქანების გახსნის შედეგად ქანის მექანიკურ დაშლასა და ამის შედეგად მღვიმური ნაკადისთივის ადვილად გადასაზიდი მასალის დამზადებასთან. ეროზია მიისწრაფვის მღვიმის ფსკერის გასწვრივი პროფილის გაწონასწორებისაკენ, ესე იგი ნაკადის დინების მიმართულებით სუსტად დახრილი, დამრეცი პროფილის გამომუშავებისაკენ.

მსოფლიოს უგრძესი მღვიმური სისტემებია: [[მამონტ-ფლინტ-რიჯი]] — (გამოკვლეული ნაწილის სიღრმე - 587 კმ) ([[აშშ]]), [[ჰელოხი]] — 194 კმ ([[შვეიცარია]]), [[ოპტიმისტური]] — 230 კმ ([[უკრაინა]]), [[ახალი ათონის მღვიმე]] — 3,3 კმ ([[საქართველო]]). ზოგიერთი მღვიმე ციცაბოდ ეშვება მიწის სიღრმეში და ე. წ. უფსკრულს წარმოქმნის. უღრმესი უფსკრულებია: [[კრუბერის გამოქვაბული]] ([[საქართველო]]) - 2190 მ, [[თოვლიანი უფსკრული]] — 1753 მ ([[საქართველო]], [[ბზიფის ქედი]]), [[ლამპრეჰტსოფენი]] - 1632 მ ([[ავსტრია]]), [[ჟან-ბერნარი]] — 1602 მ ([[საფრანგეთი]]), [[ტორკა-დელ-სიერა]] 1589 მ ([[ესპანეთი]]), [[პიერ-სენ-მარტენი]] — 1342 მ, ([[საფრანგეთი]]), გვხვდება მრავალსართულიანი მღვიმეებიც (მაგ. [[ცუცხვათის მღვიმე]]).

16:48, 28 ოქტომბერი 2019-ის ვერსია

{{subst:ET|თარგის გამოყენების შეცდომა! ეს თარგი გამოიყენება subst-ის მეშვეობით. პრობლემის აღმოსაფხვრელად ჩაანაცვლეთ თარგი {{მუშავდება}} თარგით {{subst:მუშავდება}}.}}{{მუშავდება/ძირი|[[სპეციალური:Contributions/{{subst:REVISIONUSER}}|{{subst:REVISIONUSER}}]].|{{subst:CURRENTDAY}}|{{subst:CURRENTMONTH}}|{{subst:CURRENTYEAR}}}}

მღვიმე
ტბა კარსტულ მღვიმეში, სლოვენია

მღვიმე — ვრცელი სიღრუე დედამიწის ქერქის ზედა ფენაში, მიწის ზედაპირზე გამოდის ხვრელებით. წარმოიქმნება წყალში ხსნადი ნაპრალოვანი ქანების (კირქვა, დოლომიტი, თაბაშირი და სხვ.) გამოტუტვითა და გადარეცხვით, აგრეთვე სუფოზიური, აბრაზიული, ეოლური და სხვა პროცესების შედეგად. მღვიმეთმცოდნეობის შემსწავლელ მეცნიერებას სპელეოლოგია ეწოდება, შვეიცარიელი მღვიმეთმცოდნის ალფრედ ბიოგლის თქმით, სპელეოლოგია მეცნიერების დამოუკიდებელი დარგია და გეოგრაფიას ენათესავება.

მღვიმეთა ზოგადი კლასიფიკაცია

მღვიმეთა კლასიფიკაციას საფუძვლად უდევს მათი წარმომშობი ფაქტორები. ამ ნიშნის მიხედვით გამოიყოფა მღვიმეთა ტიპები, ქვეტიპები, სახესხვაობანი და ასე შემდეგ. სხვადასხვა ბუნებრივი ფაქტორების ზემოქმედებით გაჩენილი მღვიმეები ერთიანდებიან „ბუნებრივი მღვიმეების ჯგუფში“, რომლებიც უპირისპირდებიან ერთადერთი ტიპით შედგენილ ხელოვნურ მღვიმეთა (გამოქვაბულთა) ჯგუფს.

ბუნებრივი მღვიმეები

კარსტული მღვიმეები - მიწისქვეშა წყლების, უმთავრესად, ქიმიური მოქმედებით წარმოქმნილი მღვიმეები. მისი ქვეტიპებია: კირქვული და დოლომიტური, თაბაშირული, ქვამარილის, ნგრეული ქანების (კონგლომერატების, ქვიშაქვების).

ვულკანური მღვიმეები - დედამიწის ზედაპირზე ამონთხეული ლავების გაციებისას წარმოქმნილი მღვიმეები. მისი ქვეტიპებია: ლავური გვირაბები (გამაგრებული ქერქის შიგნიდან თხიერი ლავის გამოდინებით გაჩენილი), გაზის ბუშტებისგან გაჩენილი.

სუფოზიური - თიხების, ლიოსის და სხვა ფხვიერი ნალექების ეროზიით გაჩენილი ფსევდოკარსტული მღვიმე.

აბრაზიული - ზღვის ტალღების მექანიკური ენერგიით წარმოქმნილი მღვიმეები.

ნაირგვაროვან წყებებში, გამოფიტვით წარმოქმნილი მღვიმეები.

თოვლმყინვარული - მყინვარული გვირაბები; ნაზვავთა გვირაბები.

ხელოვნური მღვიმეები

გამოქვაბულები

კარსტული მღვიმეების წარმოშობა-განვითარების პირობები და პროცესები

პრომეთეს (ყუმისთავის) მღვიმე საქართველოში

ყველაზე დიდი ზომის მღვიმეებია კარსტული მღვიმეები, ისინი ყველგან არ ვითარდება. მათი წარმოშობა-განვითარებისთვის საჭიროა განსაზღვრული პირობები. გ. მაქსიმოვიჩის გაანგარიშებით, კარსტვად ქანებს ჩვენი პლანეტის ხმელეთის დაახლოებით მესამედი, 50 მილიონი მ² უჭირავს. ამას უნდა დაემატოს ოკეანეებისა და ზღვების ფსკერქვეშ არსებული კარსტვადი უბნები, რომელთა ფართობი ჯერჯერობით უცნობია. იმისათვის რომ წარმოიქმნას კარსტული მღვიმე, საჭიროა შემდეგი პირობები:

1. კარსტული მღვიმის გაჩენის მთავარ პირობას წარმოადგენის ადვილადხსნადი ქანის მნიშვნელოვანი მთლიანი მასის არსებობა. წყალში ბევრი ქანი მეტ-ნაკლებად იხსნება, მაგრამ კარსტული პროცესები ისეთი მასშტაბით როგორიც მღვიმის გაჩენისთვის არის საჭირო, მიმდინარეობს მხოლოდ მეტად ხსნად ქანებში - ქვამარილში, თაბაშირში, კირქვაში, დოლომიტში, კარბონატული ცემენტის მქონე ნგრეულ ქანებში, ტრავერტინებში. თითოეული მათგანი კარსტვადი ქანებია. კარსტვადი ქანის მიერ დაკავებული სივრცის სიდიდე - ფართობი და სისქე, გავლენას ახდენს კარსტული ფორმების განზომილებაზე; რაც უფრო მეტია სივრცე, მით მეტია მსხვილი, ზედაპირული და მიწისქვეშა კარსტული ფორმებიც.

2. კარსტული პროცესისა და მღვიმეთწარმოქმნისთვის, გარდა ლითოლოგიური პირობებისა; საჭიროა სტრუქტურულ-გეოლოგიური პირობებიც: ქანის შრეებრიობის, შრეთა წოლის და ნაპრალოვნების განსაზღვრული ხასიათი. სქელი შრეები უფრო ხელშემწყობია კარსტისათვის, ვიდრე თხელშრიანი წყობა. შრეთა ჰორიზონტალური ან ზომიერად დახრილი წოლა უფრო უწყობს ხელს დაკარსტვას, ვიდრე ციცაბოდ ან ვერტიკალურად დაქანებული შრეები. კარსტვადი წყობისთვის აგრეთვე სავალდებულოა პირველადი ნაპრალოვნება, ანუ ისეთ ნაპრალთა სისტემა რომელიც წამოიშობა ნალექი ქანის გამოშრობა-გამაგრებისა და გამოფიტვის პროცესში.

3. კარსტის განვითარებისთვის აუცილებელია წყლის რეგულარულად დენა ატმოსფერული ნალექის, ლანქერის ან ზედაპირული მდინარის სახით. წყალში გახსნილი ნახშირმჟავა აჩქარებს ქანის ქიმიურ გახსნას, ამიტომ რაც უფრო მეტი რაოდენობითაა იგი წყალში, მით უფრო სწრაფად ხდება კარსტვის პროცესი. წყლის დენასთნ ერთად აუცილებელია წყლის მუდმივი ცირკულაცია. ცირკულაციას ხელს უწყობს ნაპრალთა სისტემის წყლისგან განტვირთვა მდინარეთა ხეობებში, ზღვის ნაპირზე. კარსტული პროცესი და კერძოდ, მიწისქვეშა სიღრუვეების გამომუშავება ხდება არა მარტო ზედაპირზე გაშიშვლებულ, არამედ არაკარსტვადი ქანებით დაფარულ ხსნად წყობებშიც.

კარსტი ადვილად ხსნად ქანებში მიმდინარე პროცესების ერთობლიობა და მათ შედეგად წარმოქმნილი ბუნებრივი ფორმებია. კარსტული პროცესების შემადგენელ მოვლენებს, რომლებიც მიწის ქვეშ წარმოებს და იწვევს მღვიმეთა წარმოშობა-განვითარებას და გადაგვარება-მოსპობას, სპელეოპროცესები ეწოდება.

სპელეოპროცესების გავრცელების არეალს წარმოადგენს ეგრედ წოდებული კარსტროსფერო - დედამიწის (სტრატოსფეროს) ქერქის ის ნაწილი, რომელიც კარსტვადი ქანებითაა აგებული და მოიცავს არამარტო კონტინენტებისა და კუნძულების, არამედ ოკეანეებისა და ზღვების ფსკერის ნაწილებსაც. კარსტოსფერო არის გეოიდური მოყვანილობის წყვეტილი გარსი, რომლითაც დაფარულია დედამიწის მთელი ფართობის დაახლოებით 25%.

სპელეოპროცესებს შორის მთავარი როლი ეკუთვნის კოროზიას, წყლის მიერ ქიმიურად გახსნას. ამ პროცესის მონაწილეობის გარეშე კარსტი არ წარმოიშვება. კოროზია მღვიმის განვითარების საწყის სტადიებში განვითარების ერთადერთ ფაქტორს წარმოადგენს. ვიწრო ნაპრალების გაფართოებით იგი ქმნის მნიშვნელოვან სიღრუეებს და იწვევს ამ უკანასკნელში წყლის მნიშვნელოვანი ნაკადების წამოშობას. ამის შემდეგ კოროზია მიმდინარეობს მის მიერ გამოწვეული ეროზიული და ნგრევითი პროცესების თანხლებით და აღწევს მღვიმური ციკლის ბოლო სტადიამდე.

კარსტვის პროცესი

კარსტვადი ქანები, წყალში იხსნება სხვადასხვა ინტენსივობით, როგორც თვით ქანის ქიმიური შედგენილობის, ასევე გარემოს პირობების მიხედვით. ხსნადობის მიხედვით პირველ ადგილზეა ქვამარილი, შემდეგ თაბაშირი, კირქვა და ბოლოს დოლომიტი. კირქვის როგორც კარსტწარმომქმნელი ქანის უპირატესობა სხვა კარსტვად ქანებთან შედარებით გამოწვეულია საკმაოდ მაღალი ხსნადობის, დიდი გეოგრაფიული გავრცელების და სიმძლავრის თანაწყობით. კირქვის გახსნაში მონაწილეობას იღებს ნახშირორჟანგი, რომელიც ბუნებრივ წყლებში თითქმის ყველგან და ყოველთვის არის. კირქვის გახსნის პროცესს შემდეგი სახე აქვს:

კალციუმის ბიკარბონატი გაცილებით უკეთესად იხსნება წყალში, ვიდრე მონოკარბონატი. ზემოთ მოყვანილი რეაქცია უკუქცევადია, ესე იგი ფიზიკურ-ქიმიური ვითარების შეცვლისას კალციუმის ბიკარბონატი ისევ იშლება მონოკარბონატად, წყლად და ნახშირორჟანგად.

ქიმიურად სუფთა დესტილირებულ წყალში, რომელიც არ შეიცავს თავისუფალ ნახშირორჟანგს, კირქვის ხსნადობა სუსტია. ერთ ლიტრ წყალში იხსნება 12-15 მილიგრამი კალციუმის მონოკარბონატი. იმ შემთხვევაში, როდესაც წყალი ნახშირორჟანგის შემცველობის მიხედვით ჰაერთანაა გაწონასწორებული, კალციუმის მონოკარბონატის ხსნადობა იზრდება 50-60 მილიგრამამდე. დადგენილია, რომ ნახშირორჟანგის რაოდენობა ბუნებრივ წყალში ჩვეულებრივად გაცილებით მეტია იმ წყალთან შედარებით, რომელიც ატმოსფეროსთანაა გაწონასწორებული. ამიტომაც კარსტული პროცესის დროს კირქვა შედარებით ინტენსიურად იხსნება წყალში. წყალში გახსნილი თავისუფალი ნახშირორჟანგის ჭარბ რაოდენობას, რომელსაც გააჩნია კალციუმის მონოკარბონატთან რეაქციის უნარი, აგრესიული ნახშირორჟანგი ეწოდება. თაბაშირის ხსნადობა გაცილებით მეტია კირქვისაზე. დედამიწის ხმელეთის ფარგლებში თაბაშირით აგებულია 7 მილიონი კმ² ფართობი. ბუნებრივი მიწისქვეშა წყლების ტემპერატურულ ვითარებაში თაბაშირი 5-9-ჯერ მეტი რაოდენობით იხსნება, ვიდრე კირქვა ნახშირორჟანგით გაჯერებულ წყალში. 20° ტემპერატურის დროს ერთ ლიტრ ქიმიურად სუფთა წყალში იხსნება 2.05 გრამი CaSO4. კიდევ უფრო ძლიერია წყლის გამხსნელობითი უნარი მარილის NaCl-ის მიმართ. ქვამარილს და სხვა მარილებს კონტინენტებისა და კუნძულების ზედაპირზე უკავიათ 4 მილიონი კმ².

ეროზია

მნიშვნელოვან მღვიმეთწარმომქმნელ ფაქტორს წარმოადგენს ეროზია. ესეიგი მდინარე წყლის მექანიკური ზემოქმედება ქანზე. ეროზიის მსვლელობისათვის საჭიროა წყლის ნაკადი. მოძრავი წყლის ეროზიული უნარი (ცოცხალი ძალა) დამოკიდებულია წყლის მასაზე და მისი მოძრაობის (დინების) სიჩქარეზე. ეროზია მღვიმეში იწყება მას შემდეგ, რაც კოროზია გააფართოებს ნაპრალებს და წყლის მოძრაობა მიიღებს მნიშვნელოვან სიჩქარეს განსაკუთრებით ინტენსიურად წარმოებს ეროზია ნგრეულ ქანებში - კონგლომერატებში და კირქვებში. ეს დაკავშირებულია ამ ქანების გახსნის შედეგად ქანის მექანიკურ დაშლასა და ამის შედეგად მღვიმური ნაკადისთივის ადვილად გადასაზიდი მასალის დამზადებასთან. ეროზია მიისწრაფვის მღვიმის ფსკერის გასწვრივი პროფილის გაწონასწორებისაკენ, ესე იგი ნაკადის დინების მიმართულებით სუსტად დახრილი, დამრეცი პროფილის გამომუშავებისაკენ.

მსოფლიოს უგრძესი მღვიმური სისტემებია: მამონტ-ფლინტ-რიჯი — (გამოკვლეული ნაწილის სიღრმე - 587 კმ) (აშშ), ჰელოხი — 194 კმ (შვეიცარია), ოპტიმისტური — 230 კმ (უკრაინა), ახალი ათონის მღვიმე — 3,3 კმ (საქართველო). ზოგიერთი მღვიმე ციცაბოდ ეშვება მიწის სიღრმეში და ე. წ. უფსკრულს წარმოქმნის. უღრმესი უფსკრულებია: კრუბერის გამოქვაბული (საქართველო) - 2190 მ, თოვლიანი უფსკრული — 1753 მ (საქართველო, ბზიფის ქედი), ლამპრეჰტსოფენი - 1632 მ (ავსტრია), ჟან-ბერნარი — 1602 მ (საფრანგეთი), ტორკა-დელ-სიერა 1589 მ (ესპანეთი), პიერ-სენ-მარტენი — 1342 მ, (საფრანგეთი), გვხვდება მრავალსართულიანი მღვიმეებიც (მაგ. ცუცხვათის მღვიმე).

დასავლეთ საქართველოს კარსტის სპელეოლოგიურ თავისებურებას განსაზღვრავს ცალკეული მასივების გეოლოგიური სტრუქტურა და გეომორფოლოგიური თავისებურება, ასევე ატმოსფერული ნალექების რაოდენობა და სხვ. საქართველოში 1500 მ-დე მღვიმეა (მრავალი მათგანი შესწავლილია). კარსტული რელიეფი ძირითადად დასავლეთ საქართველოშია, აღმოსავლეთ საქართველოში კარსტი სპორადულადაა განვითარებული და წარმოდგენილია თრუსოს ხეობაში, მდ. ქსნის სათავეში, ასევე გომბორის ქედზე და ა.შ. საქართველოში ფართოდ გვხვდება კლასტოკარსტი. მისი გავრცელების უდიდესი რაიონებია ცენტრალური სამეგრელო და აფხაზეთი. კლასტოკარსტი დაკავშირებულია კარბონატული ცემენტის მქონე ნგრეულ ქანებთან - ეს ქანებია ქვიშაქვა, კონგლომერატი და ბრექჩია.

საქართველოს მღვიმეები მდიდარია აგრეთვე მიწისქვეშა წყლებითა და ტბებით. გვხვდება ისეთი მდინარეებიც რომლებიც იკვებებიან ზედაპირული წყლებით მაგრამ მიწისქვეშეთში გაედინებიან. ასეთ მდინარეებს კარსტულ მდინარეებს უწოდებენ. ამის მაგალითია კელასურ-ბასლას კარსტული მდინარე, ასევე ამტყელის მიწისქვეშა დინება, თურჩუ-ტობი და სხვ. საქართველოს მღვიმეებში ბევრია ტბებიც. ზოგი მათგანი შეგუბებული ტიპისაა, ზოგიც კი ჩანჩქერის ვარდნის ადგილზეა გაჩენილი.

საქართველოს მღვიმეებში არის ასევე სტალაქტიტები და სტალაგმიტები. ფართოდ გვხვდება სტალაქტიტები, რომელიც მრავალ მღვიმეშია მიკვლეული. სტალაქტიტები სხვადასხვს ფორმისა არიან - არის ფირფიტისებრი, წვრილმილისებრი, კონუსისებრი და სხვა ფორმის სტალაქტიტები. გიგანტური სტალაქტიტები გვხვდება ახალი ათონის, აბრსკილისა და სხვ. მღვიმეებში.

ჩვენს მღვიმეებში გვხვდება აგრეთვე სტალაგმიტები. უფრო გავრცელებულია კონუსისებრი, გუმბათისებრი და გიგანტური სანთლისებრი სტალაგმიტები. მათი სიდიდე მერყეობს რამდენიმე სმ-იდან რამდენიმე მ-მდე.

საქართველოს მღვიმეებში გვხვდება ასევე რთული ექსცენტრული წარმონაქმნები როგორებიცაა - ჰელიქტიტები, ჰელიგმიტები, სტალაგნატები და სხვ. მათგან უფრო გავრცელებულია ჰელიქტიტები, რომელიც საქართველოს რამდენიმე მღვიმეში გვხვდება, მ.შ. ახალი ათონის, აბრსკილისა, მთისკალთის, სათაფლიისა და სხვა მღვიმეებში.

მღვიმეებში სპეციფიკური მიკროკლიმატი და ფაუნაა. ქვის ხანაში მღვიმეებში ადამიანები ცხოვრობდნენ. მღვიმეებს ახლა ფართოდ იყენებენ წყალმომარაგებისათვის, მაცივარ-სათავსოებად, სამკურნალო, ტურიზმისა და სხვა მიზნით.

ლიტერატურა

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 236.
  • მარუაშვილი ლ., მღვიმეთმცოდნეობის საფუძვლები, თბ., 1973.
  • ბლიაძე ნ., მღვიმეთმცოდნეობის საფუძვლები (სალექციო კურსი), ქუთაისი, 2016.