ჰელოხი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჰელოხი
Hölloch

Speleo 2407.jpg
სპელეოლოგების სვლა ჰელოხის მღვიმეში

ჰელოხი მდებარეობა შვეიცარია

Gfi-set01-cave.svg

კოორდინატები: 46°58′35″ ჩ. გ. 8°47′18″ ა. გ. / 46.976639° ჩ. გ. 8.788389° ა. გ. / 46.976639; 8.788389

ქვეყანა შვეიცარიის დროშა შვეიცარია
ტერიტორიული ერთეული შვიცის კანტონი
სიგრძე 200.421 მ
სიღრმე 938.6 მ
აღმოჩენის წელი 1875
კეთილმოწყობილი იქნა 1906 წელს
შესასვლელთა რაოდენობა 2
ამგებელი ქანები კირქვა
საიტი ოფიციალური საიტი

ჰელოხი (გერმ. Hölloch) — კარსტული მღვიმე შვეიცარიაში, შვიცის კანტონში. ევროპის ერთ-ერთი უგრძესი მღვიმე. გააჩნია ორი შესასვლელი. საერთო სიგრძე დაახლოებით 200 კმ-მდე, სიღრმე 939 მ. ევროპის მღვიმეებს შორის სიგრძით მეორე ადგილზეა.[1] ქმნის მიწისქვეშა ხვრელების მრავალსართულიან რთულ სისტემას. გამომუშავებულია გლარნის ალპების ჩრდილოეთ შტოქედების ცარცულ კირქვებში, მუოტის ხეობაში.

მოიპოვება სტალაქტიტები, სტალგმიტები. დამახასიათებელია შესასვლელები და ჩაღრმავებები ელიფსოიდურ ჭრილში. მღვიმე ჰელოხი ცნობილია 1875 წლიდან. პირველ გამოკვლევებს ხელმძღვანელობდა ალოიზ ულრიხი. 1970 წლამდე ითვლებოდა მსოფლიოს უდიდეს მღვიმურ კომპლექსად. 1952 წელს მღვიმის გამოკვლეული ნაწილის სიგრძე უტოლდებოდა მხოლოდ 25 კილომეტრს, ხოლო 1968 წლისათვის გამოკვლეული ნაწილის სიგრძემ შეადგინა 100 კილომეტრი. დღეისათვის ჰელოხის საერთო სიგრძე უტოლდება 200 კმ-ს.

2010 წელს მღვიმეში აღმოაჩინეს ცოცხალი ორგანიზმი.[2] განვითარებულია ტურიზმი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Bob Gulden. Worlds longest caves. Geo2 Committee on Long and Deep Caves. National Speleological Society.
  2. NZZ, Suche nach unterirdischem Leben, abgerufen am 25. April 2011