კლასტოკარსტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

კლასტოკარსტი (ბერძ. klastikos – დამსხვრეული და კარსტი) — რელიეფის ზედაპირული და მიწისქვეშა ფორმების ერთობლიობა, რომელიც წააგავს კარსტს. წარმოიქმნება ნატეხი ქანების (კონგლომერატები, ქვიშაქვები, თიხები და სხვ.) შემაცემენტებელი ხსნადი კომპონენტების ეროზიისა და გახსნის შედეგად. კლასტოკარსტი მიეკუთვნება ფსევდოკარსტს. იგი აერთიანებს მღვიმეებს, ძაბრებს, ქვაბულებსა და სხვა რელიეფის ფორმებს. საუკეთესოდ გამოხატულია აღმოსავლეთ ციმბირში და დასავლეთ საქართველოში (ცენტრალური სამეგრელო, აფხაზეთი).

ტერმინი კლასტოკარსტი მეცნიერებაში დაამკვიდრა სპელეოლოგმა გ. მაქსიმოვიჩმა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]