შინაარსზე გადასვლა

კონცხი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნორდკინის კონცხი

კონცხიზღვაში, ტბაში ან მდინარეში შეჭრილი ხმელეთის სანაპიროს ნაწილი. აგებულია მკვრივი ქანებით ან ნატანით.

მათი წარმოშობა როგორც წესი დაკავშირებულია ეროზიულ პროცესებთან. კონცხის წარმოქმნას ხელ უწყობს სანაპირო ზონაში არსებული რბილი და მყარი ქანების ერთობლიობა. რბილი ქანები, როგორიცაა ქვიშა, ტალღების ზეგავლენით გაცილებით სწრაფად იმსხვრევა, ვიდრე მყარი ქანი, რის შედეგად წარმოიქნება კონცხი. სწორედ კონცხზე გაივლება ამა თუ იმ კონტინენტის უკიდურესი დასავლეთი, აღმოსავლეთი, ჩრდილოეთი და სამხრეთი წერტილები.

მაგ., : ევროპის უკიდურესი ჩრდილოეთი კონცხია ნორდკინი, სამხრეთის — მაროკის კონცხი, ხოლო დასავლეთისა — როკის კონცხი.