ტბორი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მცირე ზომის ტბორი

ტბორი ან ტბორე — ხელოვნური წყალსატევი, რომელიც განკუთვნილია წყალმომარაგებისათვის, სარწყავად, თევზის გამრავლებისთვის, ფრინველებისათვის და ასევე სანიტარული და სპორტული მოთხოვნილებებისათვის.

პირობითად, ხელოვნური წყალსატევი, რომლის წყლის მოცულობა შეადგენს 1 მლნ. კუბურ მეტრს — ტბორი ეწოდება, ხოლო მილიონზე მეტი მოცულობისას კი — წყალსაცავი. ტბორი შეიძლება საზრდოობდეს გრუნტისა და წვიმის წყლებით, ასევე მასში ზოგჯერ მცირე ნაკადულებიც ჩაედინება.

სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიებზე ტბორებს ქმნიან სარწყავად, გაწყლოვანებისათვის, წყალმომარაგებისათვის, იქთიოფაუნისა და წყალზემოცურავე ფრინველების გამრავლებისათვის. ტბორის წყალი გამოიყენება აგრეთვე სარეცხად და საბანაოდ.

საქალაქო და დასვენების ზონებში ტბორი თევზჭერისა და სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებების ჩატარების ობიექტია. ტბორი ხშირად გარშემორტყმულია ხე-მცენარეულობით, რის შედეგადაც ქმნის საკმაოდ კარგ დასასვენებელ ადგილს. ტბორი როგორც წყლის ობიექტი, შეადგენს ჰიდროლოგიურ ელემენტს.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]