კრომლეხი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სვინსაიდის ინგლისური კრომლეხი

კრომლეხი — ნეოლითის დროინდელი მეგალითური ნაგებობა, ქვის ფილების წრიული ან კვადრატული ფორმის ნაგებობა. გავრცელებულია ბევრგან, განსაკუთრებით ჩრდილოეთ საფრანგეთსა და ინგლისში, გვხვდება ამიერკავკასიაშიც[1]. საქართველოში აგრძელებს დოლმენების არქეოლოგიურ კულტურას. ორი კრომლეხი აღმოჩენილია სოხუმის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშერაში.

კრომლეხის ძირითადი ნაწილია ცენტრალური მოედანი ანუ პირველი წრის შუაგული, რომელიც ზემოდან იფარებოდა დიდი ზომის ფილებით. სწორედ აქ ხდებოდა მიცვალებულის დაკრძალვა. ძვლებთან და კბილებთან ერთად ინვენტარი აღმოჩნდა წრეებს შორის და კრომლეხის გარეთაც. აღმოჩენილია შემდეგი სახის მასალა: პატარა ტოლჩები ჰორიზონტალური ყურით და შევრონისებრი ორნამენტით, მინიატურული ცრუყურიანი სასმისები, ქუსლგამოყვანილი ვარდისებრსარჩულიანი ნაძვისებრორნამენტიანი ქოთნები, ბრინჯაოს ფოთლისებრი და ალისებრი სატევრები, ბრინჯაოს ისრიპირები, შუბისპირები, რკინის სამკაპა ისრისპირი, რკინის კვერთხისპირი, რკინის დანა–ხანჯალი, ჭვირული სფეროსებრი დაფანჯრული სამკუთხა ფორმის, თავკვერიანი და წყვილი ცხვრის სტილიზებული გამოსახულებიანი საკინძეები, ბრინჯაოს ღუზისებრი ნივთი, მრგვალი და ოვალური ფორმის სასაფეთქლე რგოლები, ბრინჯაოს ბეჭდები და სხვა.

კრომლეხი დროის დიდ მონაკვეთზე გამოიყენებოდა ადამიანის მიერ როგორც დასაკრძალი ადგილი. ქვედა ზღვარი მისი არსებობისა არის ძვ. წ. II ათასწლეულის I ნახევარი, ხოლო ზედა ზღვარი კი გვიანი ბრინჯაოს ადრეული საფეხურია. ძვ. წ. I ათასწლეულის I ნახევარში კრომლეხი წყვეტს არსებობას.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ფხაკაძე გ., დასავლეთ საქართველოს ადრე ბრინჯაოს ხანისა და მაიკოპური კულტურის ურთიერთობის საკითხები, თბ., 1985
  • ფხაკაძე გ., ენეოლითი და ადრე ბრინჯაოს ხანა დასავლეთ საქართველოში, საქართველოს არქეოლოგია II, თბ., 1992

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]