პედიმენტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰენრის მთები (აშშ), რომლის აღნაგობაშია მთისპირა ვაკე-პედიმენტები

პედიმენტი (ინგლ. pediment — საფუძველი; < ლათ. pes, ნათ. ბრ. pedis — ფეხი, მთისძირი) — მთისპირა სუსტად დახრილი დენუდაციური ვაკე, რომელიც გამომუშავებულია მკვიდრ ქანებში და დაფარულია ფხვიერი ნალექების თხელი ფენით. პედიმენტი წარმოიქმნება უმთავრესად არიდული და ნახევრად არიდული ჰავის პირობებში წარეცხვის შედეგად ციცაბო ფერდობების პარალელული უკანდახევის დროს. იგი სუსტად არის დახრილი, ნაგებია მკვიდრი ქანებით, რომლებიც ზედაპირზე დაფარულია სუსტი სიმძლავრის მქონე ფხვიერი ფენების დანალექებით.[1]

დამახასიათებელია მთიან-ფიქლოვანი რელიეფისათვის. წარმოადგენს პოლიგენეტური ტიპის მთისპირა დახრილ ვაკეს, რომელსაც ხშირად საფეხურებისებრი პროფილი გააჩნია. პედიმენტის წარმოქმნისა და შემდგომ განვითარებას პედიმენტაცია ეწოდება.[2]

1877 წელს ამერიკელი გეოლოგი გროვ კარლ ჯილბერტი დაკვირვებებს ატარებდა პედიმენტებზე ჰენრის მთებში (აშშ, იუტა). მან ისინი აღწერა როგორც ბორცვიან-დახრილი ვაკეები. შემდგომში ფერდობთა ფორმირებათა და მოსწორების ზედაპირთა წარმოქმნამ განაპირობა პედიმენტთან დაკავშირებით სხვადასხვა შეხედულებების წარმოშობა. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი კვლევები ეკუთვნით ალბრეხტ პენკს, ვალტერ პენკს, უილიამ მორის დეივისს, ლესტერ ჩარლზ კინგს.[3]

პედიმენტი წარმოქმნის შესახებ სხვადასხვა შეხედულებები არსებობს. ზოგს მიაჩნია, რომ პედიმენტი მშრალი კლიმატის პირობებში ინტენსიური გამოფიტვის შედეგია, ზოგი კი მის წარმოქმნას მდინარეთა გვერდით ეროზიას უკავშირებს (რომლებიც მთებიდან ჩამოედინებიან); ზოგსაც კი მიაჩნია, რომ პედიმენტი აზიდული ვაკეა, რომელიც ზედაპირზე მოკლებულია ფხვიერ დანალექებს.[1]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Криштофович А.Н. (ред.) Геологический словарь. Москва., 1955 год. 446 стр.
  2. გეომორფოლოფიური ლექსიკონი, გამომცემლობა ნეკერი, თბილისი, 1996.
  3. Easterbrook, Don J. (1999) Surface Processes and Landforms, New Jersey, Prentice Hall