საჭადრაკო ოლიმპიადა 1962
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|საჭადრაკო ოლიმპიადა 1962}} |
16 სექტემბერი - 10 ოქტომბერი 1962 ვარნა, ბულგარეთი
1960 წლის ფიდეს ლეიფციგის კონფერენციამ გადაწყვიტა მომდევნო ოლიმპიადა ბულგარეთში ჩაეტარებინა. საქვეყნოდ ცნობილი კურორტი საგანგებოდ მოემზადა ოლიმპიადისათვის. სპეციალურად აშენდა სასახლე, რომელსაც არქიტექტორებმა ,,კაისას ტაძარი’’ უწოდეს. სწორედ აქ მიმდინარეობდა ოლიმპიური საჭადრაკო ბატალიები. ტურნირზე ფიდეს გადაწყვეტილებით შემოღებული იქნა საყაიმო ცენზი, რაც იმაში მდგომარეობდა, რომ მოჭადრაკეებს 30 სვლამდე მთავარი არბიტრის გარეშე ყაიმზე შეთნხმების უფლება არ ჰქონდათ. აქვე ვიტყვით, რომ ამან ყაიმების რიცხვი ვერ შეამცირა და მომავალ ოლიმპიდაზე ეს წესი გაუქმებულ იქნა.
ქვეჯგუფებში მოულოდნელი არაფერი მომხდარა. ფავორიტებმა ყველგან იოლად გაიკაფეს გზა ფინალისაკენ, მხოლოდ მესამე ჯგუფში გამძფრდა ბრძოლა მეორე-მესამე ადგილებისათვის (პირველზე უკონკურენციოდ გავიდა იუგოსლავია). საბოლოოდ ნიდერლანდებისა და ჩეხოსლოვაკიის გუნდებმა მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლებით აჯობეს პოლონეთს.
ფინალი საბჭოთა გუნდმა ოდნავ შენელებული ტემპით დაიწყო და ოთხი ტურის შემდეგ იუგოსლავიის და დასავლეთ გერმანიის გუნდებთნ ერთად 10 ქულით ლიდერობდა. მეხუთე ტურიდან დაწყებული კი საბჭოელებმა თანდათანობით დაიწყეს სხვაობის გაზრდა. მთავარი ბრძოლა მეორე ადგილისათვის წარიმართა. ბოლო ტურში ერთმანეთს ამ ადგილის მთავარი პრედენდენტები, იუგოსლავია და აშშ ხვდებოდნენ ერთმანეთს. იუგოსლავიელებს 25 ქულა ჰქონდათ, ამერიკელებს - 24. დაძაბული მატჩი ევროპელებმა 3-1 მოიგეს (გლიგორიჩმა მოუგო ფიშერს) და მეორე ადგილიც დაიბევეს. ამ შედეგით კარგად ისარგებლეს არგენტინელებმა, რომლებმაც ასევე 3-1 მოუგეს ნიდერლანდელებს და მესამე ადგილზე მოკალათდნენ. არგენტინელთა შორის ტონს იძლეოდნენ მიგელ ნაიდორფი და რაულ სანგინეტი. კარგად თამაშობდა ოსკარ პანოც. როგორც შემდგომში გაირკვა ეს არგენტინელთა ბოლო წარმატება იყო ოლიმპიადებზე (შემდგომში ისინი მხოლოდ ორჯერ მოხვდნენ ხუთეულში). სამხრეთამერიკელთა ეს სახელოვანი თაობა ნელ-ნელა ჩამოშორდა ჭადრაკს, მათი შემცვლელი კი ფეხბურთის ქვეყანაში აღარ აღმოჩნდა.
ტექნიკური შედეგები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მონაწილეობდა 37 ქვეყნის 38 ნაკრები გუნდი (მეორე ეტპიდან მესამე ფინალურ ჯგუფში დაემატა ბულგარეთის მეორე გუნდი). ტურნირი ჩატარდა ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე გუნდები ოთხ ქვეჯგუფში არკვევდნენ ფინალისტთა ვინაობას. ქვეჯგუფებში პირველ-მესამე ადგილებზე გასული გუნდები თამაშობდნენ მთავარ ფინალში (I-IX ადგილები). დანარჩენები B და C ფინალურ ტურნირებში იბრძოდნენ XIII-XIV და XXVI-XXVII ადგილებისათვის. ორივე ეტაპზე ტურნირი ჩატარდა წრიული სისტემით.
პირველი ეტაპი
- I ჯგუფი: 1. სსრკ - 27,5 2. გდრ - 21,5 3. გერმანია - 21 4. შვედეთი - 17 5. ბელგია - 16 6. ესპანეთი - 16 7. ნორვეგია - 13 8. თურქეთი - 7,5 9. საბერძნეთი - 4,5
- II ჯგუფი: 1. აშშ - 24 2. ბულგარეთი - 20 3. რუმინეთი - 20 4 ისრაელი - 13 5. მონღოლეთი - 11 6. შვეიცარია - 10 7. პუერტო-რიკო - 7,5 8. ტუნისი - 6,5
- III ჯგუფი: 1. იუგოსლავია - 27,5 2. ნიდერლანდები - 25 3. ჩეხოსლოვაკია - 25 4. პოლონეთი - 25 5. ისლანდია - 21 6. ფინეთი - 19,5 7. საფრანგეთი - 17 8. ურუგვაი - 12 9. ლუქსემბურგი - 6,5 10. კვიპროსი - 1,5
- IV ჯგუფი: 1. არგენტინა - 29,5 2. უნგრეთი - 28 3. ავსტრია - 21 4. დანია - 19,5 5. კუბა - 19 6. ინგლისი - 19 7. ინდოეთი - 14,5 8. ალბანეთი - 14,5 9. ირანი - 8,5 10. ირლანდია - 6,5
მეორე ეტაპი
- XXV-XL ადგილები
25. ნორვეგია - 32,5 ბულგარეთი-2 - 29,5 26. ალბანეთი - 28,5 27. ტუნისი - 28,5 28. ინდოეთი - 26,5 29. ირანი - 25 30. საფრანგეთი - 23,5 31. პუერტო-რიკო - 22,5 32. ურუგვაი - 22 33. საბერძნეთი - 18,5 34. ლუქსემბურგი - 18 35. თურქეთი - 17 36. ირლანდია - 14,5 37. კვიპროსი - 1,5
- XIII-XXIV ადგილები
13. ესპანეთი - 26,5 14. ინგლისი - 26,5 15. ისრაელი - 25 16. კუბა - 22,5 17. შვედეთი - 22,5 18. პოლონეთი - 22,5 19. ბელგია - 22 20. ფინეთი - 20,5 21. მონღოლეთი - 20 22. შვეიცარია - 20 23. ისლანდია - 19 24. დანია - 17
I-XII ადგილები
- 1. სსრკ - 31,5
- 2. იუგოსლავია - 28
- 3. არგენტინა - 26
- 4. აშშ - 25
- 5. უნგრეთი - 23
- 6. ბულგარეთი - 21,5
- 7. გერმანია - 21
- 8. გდრ - 20,5
- 9. რუმინეთი - 20,5
- 10. ჩეხოსლოვაკია - 18,5
- 11. ნიდერლანდები - 18
- 12. ავსტრია - 10,5
ჩემპიონის და პრიზიორების შემადგენლობა და შედეგები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მიხეილ ბოტვინიკი 8 (+5=6-1), ტიგრან პეტროსიანი 10 (+8=4-0), ბორის სპასკი 11 (+8=6-0), პაულ კერესი 9,5 (+6=7-0), ეფიმ გელერი 10,5 (+10=1-1), მიხეილ ტალი 10 (+7=6-0)
სვეტოზარ გლიგორიჩი 12 (+8=8-1), პეტარ ტრიფუნოვიჩი 9 (+4=10-1), ალექსანდრ მატანოვიჩი 8,5 (+5=7-3), ბორისლავ ივკოვი 13,5 (+11=5-0), ბრუნო პარმა 5,5 (+3=5-0), დრაგოლუბ მინიჩი 7 (+5=4-0).
მიგელ ნაიდორფი 12,5 (+9=7-1), ხულიო ბოლბოჩანი 10 (+5=10-2), ოსკარ პანო 9,5 (+7=5-2), პაულ სანგინეტი 13,5 (+12=3-1), ჰექტორ დეკიუ როსეტო 5 (+4=2-4), ალბერტო ფოგელმანი 5 (+4=2-0)
საუკეთესო შედეგები დაფების მიხედვით
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პირველი დაფა | ქვეყანა | ქ | პ | % |
---|---|---|---|---|
ფრედერიკ ოლაფსონი | ისლანდია | 14 | 18 | 77,8 |
ჯონათან პენროუსი | ინგლისი | 12,5 | 17 | 73,5 |
მიგელ ნაიდორფი | არგენტინა | 12,5 | 17 | 73,5 |
მეორე დაფა | ქვეყანა | ქ | პ | % |
---|---|---|---|---|
ტიგრან პეტროსიანი | სსრკ | 10 | 12 | 83,3 |
პალ ბენკო | აშშ | 8 | 12 | 66,7 |
ხესუს დიას დელ კორალი | ესპანეთი | 10,5 | 16 | 66,7 |
მესამე დაფა | ქვეყანა | ქ | პ | % |
---|---|---|---|---|
ბორის სპასკი | სსრკ | 11 | 14 | 78,6 |
იშტვან ბილეკი | უნგრეთი | 10 | 14 | 71,6 |
ვლასტიმილ ჰორტი | ჩეხოსლოვაკია | 12 | 17 | 70,6 |
მეოთხე დაფა | ქვეყანა | ქ | პ | % |
---|---|---|---|---|
ბორისლავ ივკოვი | იუგოსლავია | 12,5 | 16 | 84,4 |
ეაულ სანგინეტი | არგენტინა | 13,5 | 16 | 84,4 |
პაულ კერესი | სსრკ | 9,5 | 13 | 73,1 |
პირველი სათადარიგო დაფა | ქვეყანა | ქ | პ | % |
---|---|---|---|---|
ეფიმ გელერი | სსრკ | 10,5 | 12 | 87,5 |
დონალდ ბირნი | აშშ | 9,5 | 12 | 79,2 |
ლევენტ ლენდიელი | უნგრეთი | 8,5 | 12 | 70,8 |
მეორე სათადარიგო დაფა | ქვეყანა | ქ | პ | % |
---|---|---|---|---|
მიხეილ ტალი | სსრკ | 10 | 13 | 76,9 |
ბიორნ ბრინსკ-კლაუსენი | დანია | 9 | 13 | 75,0 |
რობერტ გრეჰემ ვეიდი | ინგლისი | 6 | 12 | 50,0 |
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Ю. Авербах, Б. Туров Шахматные олимпиады. Москва. изд. ,,ФиС’’ 1974
- Шахматы. Энциклопедический словарь. Москва. изд. ,,Советская Энциклопедия’’ 1990
- Шахматная Энциклопедия. Москва. 2004.
- Ханамирян Г. Всемирные шахматные Олимпиады. 1927-2006. Ереван: 2006
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|