ბანგლადეშის საგარეო ურთიერთობები
ბანგლადეშის საგარეო ურთიერთობები საერთაშორისო საზოგადოებასთან ბანგლადეშის შერჩეულ პოლიტიკას ასახავს. ბანგლადეში ზომიერ საგარეო პოლიტიკას მიჰყვება და დიდადაა დამოკიდებული მრავალეროვნულ დიპლომატიაზე, განსაკუთრებით გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციასთან. ბანგლადეში მიუმხრობლობის მოძრაობის წევრია და ცდილობს, არცერთი მთავარი ძალის მხარე დაიჭიროს. ცივი ომის დასრულების შემდეგ ქვეყანამ მეტწილად უკეთესი ურთიერთობები დაამყარა რეგიონის სახელმწიფოებთან.
ბანგლადეშის მთავრობამ საგარეო პოლიტიკის დანერგვა დაიწყო, რომელიც ქვეყნის სამხრეთ აზიაში რეგიონულ ეკონომიკურ ინტეგრაციას და ბანგლადეშის, როგორც აზიაში ტრანზიტული ვაჭრობის რეგიონული ჰაბის სახით ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად.
საგარეო პოლიტიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბანგლადეშის საგარეო პოლიტიკა მოიცავს იმ სტრატეგიებს, რომლებიც ქვეყნის კონსტიტუციითაა განსაზღვრული ეროვნული ინტერესების დაცვისა და საერთაშორისო ურთიერთობებში მისი მიზნების მისაღწევად. საგარეო საქმეთა მინისტრი ბანგლადეშის კონსტიტუციის შესაბამისი სექციის მიხედვით აყალიბებს და ახორციელებს საგარეო პოლიტიკას.[1]
ბანგლადეშის ფუნდამენტური საგარეო პოლიტიკა ბანგლადეშის კონსტიტუციის 25-ე პარაგრაფის მიხედვითაა განსაზღვრული:[2]
მრავალეროვნულ ორგანიზაციებში მონაწილეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ერთა თანამეგობრობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1947 წლამდე ბანგლადეში ბრიტანეთის ინდოეთის ნაწილი იყო. ქვეყანამ დამოუკიდებლობა 1971 წელს მოიპოვა და მოდევნო წელს ერთა თანამეგობრობაში გაწევრიანდა.[3] ბანგლადეში აქტიურად მონაწილეობს მთავრობის მეთაურთა კონფერენციაში, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ იმართება.
გაერთიანებული ერები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბანგლადეში გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში 1974 წელს გაწევრიანდა[4] და 1978-1980 წლებში,[5] შემდეგ კი ხელახლა 2000-2002 წლებში უშიშროების საბჭოს წევრად იყო არჩეული. 1986 წელს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის 41-ე პრეზიდენტი ბანგლადეშის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰუმაიუნ რაშიდი იყო.
ბოლო წლებში ბანგლადეში საერთაშორისო სამშვიდობო საქმიანობაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. სამშვიდობო ოპერაციებში ზღვისიქითა ქვეყნის გარეთ 10 000 ბანგლადეშელი სამხედრო მონაწილეობს. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით ბანგლადეშელი ჯარები მსახურობენ სომალში, რუანდაში, მოზამბიკში, ქუვეითში, ბოსნია-ჰერცოგოვინასა და ჰაიტში. 1994 წელს ბანგლადეში სწრაფად უპასუხა აშშ-ის პრეზიდენტის, ბილ კლინტონის მოწოდებას და ჰაიტიში ჯარები გაგზავნა, რომელიც არაამერიკული კონტინგენტიდან უმსხვილესი იყო. 2021 წლის დეკემბრისთვის ბანგლადეშს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მშვიდობისმყოფელთა ჯარში ყველაზე მეტი სამხედრო ჰყავს, რომელთაო რაოდენობაც 6 608 ადამიანს უდრის (მეორე ადგილზე რუანდაა 6 335 სამხედროთი).[6]
მიუმხრობლობის მოძრაობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბანგლადეში მიუმხრობლობის მოძრაობის წევრია და დიდი ძალების მხარეს თითქმის არასდროს იკავებს. მიუმხრობლობის პრინციპს ცოტათი გადაუხვია, როდესაც 2008 წლის დეკემბერში გაერთიანებული ერების სხდომაზე იაპონიის გავლენით ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ მისცა ხმა.
ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1974 წელს ბანგლადეშის პრემიერ-მინისტრი შეიხ მუჯიბურ რაჰმანი ბანგლადეშის დელეგაციას გაუძღვა ისლამური კონფერენციის ორგანიზაციის საერთაშორისო შეხვედრაზე, რომელიც ლაჰორში ტარდებოდა. დელეგაციაში ქამალ ჰოსაინი, ენაიეთ ქარიმი, ათაურ რაჰმან ხანი, ტაჰერუდინ თაქური, თოფაილ აჰმედი და შაჰ აზიზ რაჰმანი შედიოდნენ.[7] ამ შეხვედრის შემდეგ ბანგლადეში ორგანიზაციაში მიიღეს. 1977 წელს პრეზიდენტი ზიაურ რაჰმანის თანხმობით ბანგლადეშის კონსტიტუციაში დამატება შევიდა, რომლის მიხედვითაც „სახელმწიფომ მუსლიმურ სახელმწიფოებთან ისლამურ სოლიდარობაზე დაფუძნებული ძმური ურთიერთობების კონსოლიდაციას, შენარჩუნებასა და გაძლიერებას უნდა შეუწყოს ხელი“.[8] მას შემდეგ ბანგლადეშის საგარეო პოლიტიკის გამორჩეული მიზანია ისლამურ სახელმწიფოებთან ახლო ურთიერთობების დამყარება. 1983 წელს ბანგლადეშმა დაკაში ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის საგარეო მინისტრთა შეხვედრას უმასპინძლა.
მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბანგლადესი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის აქტიური წევრია. 1990-იანი წლების შუა ხანებიდან მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის მრავალეროვნულ სავაჭრო სისტემასთან დაკავშირებული საკითხების მოსაგვარებლად ბანგლადეშის მუდმივი მისია ჟენევაში მდებარეობს.
მსოფლიო საბაჟო ორგანიზაცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბანგლადეში მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის აქტიური წევრია. ქვეყანას ორგანიზაციაში მუდმივი წარმომადგენლობა ჰყავს, რომლის შტაბ-ბინაც ბრიუსელში მდებარეობს.
ორმხრივი ურთიერთობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ავღანეთი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ავღანეთსა და ბანგლადეშს შორის კავშირები საუკუნეების წინ იწყება, როდესაც სახელმწიფოთა თანამედროვე საზღვრები ჯერ კიდევ არ იყო დადგენილი და ქვეყნები ისტორიულ, კულტურულ და სავაჭრო ურთიერთობებს იზიარებდნენ. 1971 წელს ავღანეთის სამეფო თურქეთთან, მალაიზიასთან და ინდონეზიასთან ერთად ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო იყო, რომელმაც ბანგლადეშის დამოუკიდებლობა აღიარა.
ბჰუტანი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ინდოეთთან ერთად ბანგლადეში იმ ორ სახელმწიფოთა შორისაა, რომელთაც ბჰუტანში საელჩო აქვთ. 1971 წლიდან მოყოლებული ბანგლადეშშა და ბჰუტანს შორის ურთიერთობები ყოველთვის დადებითი იყო. ბჰუტანი პირველი სახელმწიფო იყო, რომელმაც ბანგლადეშის დამოუკიდებლობა აღიარა.[9][10][11][12]
ნეპალი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბანგლადეშსა და ნეპალს კარგი ურთიერთობები აქვთ, რამდენადაც ნეპალისთვის ბანგლადეში ზღვაზე წვდომის მთავარი საშუალებაა, რაც პოტენციური ტრანზიტიცა და სავაჭრო ობიექტების განვითარებისა და ინდოეთსა და ჩინეთზე დამოკიდებულების შემცირების შესაძლებლობას იძლევა. ნეპალმა ბანგლადეშის დამოუკიდებლობა 1972 წლის იანვარში აღიარა.[13]
ჩინეთი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჩინეთსა და ბანგლადეშს შორის ადრეული ურთიერთობები საკმაოდ ცივი იყო, რაც ჩინეთის მიერ გაეროს უშიშროების საბჭოში გაეროში ბანგლადეშის გაწევრიანებაზე ვეტოს დადებით იყო განპირობებული. მოგვიანებით ჩინეთმა დიდი ძალისხმევით ბევრ მეზობელ სახელმწიფოსთან გააუმჯობესა ურთიერთობები. 2006 წელს აზია-წყნარი ოკეანის სავაჭრო შეთანხმების ფარგლებში ჩინეთთან ვაჭრობის დონემ რეკორდულ დონეს მიაღწია. ორ სახელმწიფოს შორის სავაჭრო ბალანსი ჩინეთის მხარესაა. ჩინეთი ოფიციალურად დათანხმდა ბანგლადეშს ბირთვული ელექტროსადგურის განვითარებაში დახმარებას. ბანგლადეშმა ხელი მოაწერა Apsco-ს შეთანხმებას სხვა 6 სახელმწიფოსთან ერთად, რომელიც ჩინეთთან ერთად კოსმოსის გამოკვლევის შესახებ პაქტის ფორმირებას გულისხმობს.[14]
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დამატებითი საკითხავი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Choudhury, G.W. India, Pakistan, Bangladesh, and the Major Powers: Politics of a Divided Subcontinent (1975), relations with US, USSR and China.
- The Maritime Boundary Dispute Between Bangladesh and Myanmar: Motivations, Potential Solutions, and Implications by Jared Bissinger (Asia Policy, ივლისი, 2010)
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Ministry of Foreign Affairs, Dhaka. Government of the People's Republic of Bangladesh. ციტირების თარიღი: 2 September 2016
- ↑ Part II - Fundamental Principles of State Policy. Government of the People's Republic of Bangladesh. ციტირების თარიღი: 27 January 2022
- ↑ „Bangladesh Joins Commonwealth“. Edmonton Journal. Edmonton, Alberta, Canada. 19 April 1972 – წარმოდგენილია Google News-ის მიერ.
- ↑ „United Nations: Palestinian Position Becomes Critical Issue“. The Citizen. Ottawa, Ontario, Canada. 18 September 1974 – წარმოდგენილია Google News-ის მიერ.
- ↑ „Bangladesh Elected to Security Council“. Toledo Blade. Toledo, Ohio, US. 10 November 1978 – წარმოდგენილია Google News-ის მიერ.
- ↑ https://peacekeeping.un.org/sites/default/files/02-country_ranking_36_mar2021.pdf March 2021, Contributions by Country (Ranking)
- ↑ Sheikh Mujibur Rahman with Shah Azizur Rahman to his right at Lahore. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-02-25. ციტირების თარიღი: 2022-11-05.
- ↑ Ahamed, Emajuddin (2012). „Rahman, Shahid Ziaur“, Banglapedia: National Encyclopedia of Bangladesh, Second, Asiatic Society of Bangladesh.
- ↑ „Bhutanese King keens to export hydroelectric power“ (პრეს-რელიზი). Bangladesh Sangbad Sangstha. 18 თებერვალი 2013. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 სექტემბერი 2015. ციტირების თარიღი: 19 დეკემბერი 2018.
- ↑ Bangladesh-Bhutan Relations. Embassy of Bangladesh in Bhutan. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 ივლისი 2011. ციტირების თარიღი: 25 September 2010
- ↑ Lal Babu Yadav (1996). Indo-Bhutan relations and China interventions. Anmol Publications Pvt. Ltd., გვ. 198. ISBN 978-81-7488-218-9.
- ↑ Narendra Kr. Singh (2003). Encyclopaedia of Bangladesh. Anmol Publications Pvt. Ltd., გვ. 151–156. ISBN 978-81-261-1390-3.
- ↑ „Bangladesh Gains in Favor“. Sarasota Herald-Tribune. Sarasota, Florida, US. United Press International. 17 January 1972 – წარმოდგენილია Google News-ის მიერ.
- ↑ Bangladesh, Pakistan Team Up With China on Space Cooperation. ციტირების თარიღი: 19 February 2015