Resident Evil (2002 წლის ვიდეო თამაში)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Resident Evil
Resident Evil 2002.jpg
თამაშის ჩრდილოეთ ამერიკული გამოცემის გარეკანის ფოტო
დეველოპერ(ებ)ი Capcom
გამომცემელი Capcom
სერია Resident Evil
პლატფორმ(ებ)ი GameCube, Wii, Microsoft Windows, PlayStation 3, PlayStation 4, Xbox 360, Xbox One
გამოსვლის თარიღი
ჟანრ(ებ)ი Survival horror
რეჟიმ(ებ)ი ერთმოთამაშიანი
რეჟისორ(ებ)ი სინძი მიკამი
პროდიუსერ(ებ)ი ჰიროიუკი კობაიასი
დიზაინერ(ებ)ი
  • კოჯი კაკაე
  • ჯოესუკე კაჯი
  • სიგენორი ნიშიკავა
პროგრამისტ(ებ)ი ჰიდეაკი მოტოცუკა
მხატვარი
  • ნაოკი კატაკაი
  • კენიჩი უედა
  • შიმაკო სატო
კომპოზიტორი
  • სუსაკი უტიამა
  • მაკოტო ტომოზავა
  • მისაო სენბონგი

Resident Evil, იაპონიაში ცნობილი როგორც Biohazardsurvival horror-ის ჟანრის ვიდეო თამაში შექმნილი და გამოცემული კომპანია Capcom-ის მიერ. თავდაპირველად გამოვიდა GameCube-ისთვის 2002 წელს და წარმოადგენს 1996 წელს გამოსული თამაშის, Resident Evil-ის რიმეიკს (რიგით პირველი თამაში Resident Evil-ის სერიიდან).

სიუჟეტი მიმდინარეობს 1998 წელს ამერიკის გამოგონილ ქალაქ რაკუნ-სიტში, სადაც მოთამაშე აკონტროლებს ორ პერსონაჟს, ჯილ ვალენტაინსა და კრის რედფილდს — S.T.A.R.S-ის სახელით ცნობილი ელიტარული რაზმის წევრები, რომლებიც იძიებენ მათი ჯგუფის წევრების გაუჩინარების საქმეს.

თამაში შეიქმნა Capcom-სა და Nintendo-ს ექსკლუზიური თანხმობის ფარგლებში. პროექტის რეჟისორია სინძი მიკამი, რომელიც ასევე იყო ორიგინალი Resident Evil-ის რეჟისორი და დიზაინერი. მასზე მუშაობა ჯერ კიდევ 2001 წელს დაიწყო და გახდა კომპანიის ერთ-ერთი პირველი თამაში გამოსული GameCube პლატფორმაზე.[2][3] ის თავისთავში მოიცავს თანამედროვე ვიზუალურ ეფექტებს, გაუმჯობესებულ გრაფიკას, თავსატეხებს და ასევე გეიმპლეის უამრავ ახალ ელემენტს და სხვადასხვა დეტალებს; სინძი მიკამიმ განაცხადა, რომ აღნიშნული თამაში 70 %-ით განსხვავდება ორიგინალისგან.

გამოსვლის შემდეგ, Resident Evil-ს წილად ჰხვდა მაღალი შეფასებები ვიდეო თამაშების კრიტიკოსებისგან. მათ ძირითადად შეაქეს გრაფიკა[4][5][6] და გაუმჯობესებული გეიმპლეი ორიგინალ თამაშთან შედარებით. მას ხშირად მოიხსენიებენ, როგორც ერთ-ერთ საუკეთესო, საშიშ და ვიზულურად შთაბეჭდავ თამაშად Resident Evil-ის სერიიდან. საერთო განხილვების საიტ Metacritic-ზე რეიტინგები ასე გამოიყურება: GameCube 91/100, PC 82/100,[7] PS4 83/100,[8] Wii 76/100,[9] XONE 82/100.[10] მიუხედავად ამისა, ის კომერციულად წარუმატებელი აღმოჩნდა (GameCub-ის ვერსია საერთო ჯამში გაიყიდა 1.35 მილიონი ასლის ოდენობით). ამან აიძულა Capcom-ს შეეცვალა სერიის მიმართულება და გაეერთიანებინა მასში მოქმედებითი ჟანრის ელემენტები. 2008 წელს პორტირებული იქნა Wii-ზე, რომელშიც გამოყენებულია მართვის ახალი სისტემა.[11] 2015 წელს თამაში მაღალი გარჩევადობით გამოვიდა შემდეგ პლატფორმებზე: Microsoft Windows, PlayStation 3, PlayStation 4, Xbox 360 და Xbox One,[12] რასაც თან მოჰყვა დადებითი შეფასებები და კომერციული წარმატება.[13]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. "Biohazard". NGC Magazine (Future plc) (68): 8–16. ივნისი, 2002.
  2. Capcom Brings the Evil to Cube. IGN (5 სექტემბერი, 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან - 30 აპრილი, 2015. წაკითხვის თარიღი: 30 აპრილი, 2015.
  3. Shinji Mikami X Tatsuya Minami, Hyper Capcom Special 2002 Summer, 5 ივლისი, 2002
  4. Resident Evil Review. GameSpot. დაარქივებულია ორიგინალიდან - 1 აპრილი, 2014. წაკითხვის თარიღი: 9 მაისი, 2015.
  5. Resident Evil. GamePro. დაარქივებულია ორიგინალიდან - 17 აპრილი, 2010. წაკითხვის თარიღი: 17 აპრილი, 2010.
  6. Resident Evil Review. Game Revolution. დაარქივებულია ორიგინალიდან - 21 დეკემბერი, 2010. წაკითხვის თარიღი: 14 მაისი, 2015.
  7. Resident Evil HD Remaster. Metacritic. დაარქივებულია ორიგინალიდან - 23 იანვარი, 2015. წაკითხვის თარიღი: 11 მაისი, 2015.
  8. Resident Evil HD Remaster. Metacritic. დაარქივებულია ორიგინალიდან - 23 იანვარი, 2015. წაკითხვის თარიღი: 11 მაისი, 2015.
  9. Resident Evil Archives: Resident Evil. Metacritic. დაარქივებულია ორიგინალიდან - 8 იანვარი, 2015. წაკითხვის თარიღი: 11 მაისი, 2015.
  10. Resident Evil HD Remaster. Metacritic. დაარქივებულია ორიგინალიდან - 8 იანვარი, 2015. წაკითხვის თარიღი: 11 მაისი, 2015.
  11. Resident Evil Set for Wii. IGN (24 სექტემბერი, 2008). დაარქივებულია ორიგინალიდან - 9 იანვარი, 2015. წაკითხვის თარიღი: 11 მაისი, 2015.
  12. "Resident Evil Remake Coming to Xbox 360, Xbox One, PS3, PS4, and PC. GameSpot (5 აგვისტო, 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან - 26 აგვისტო, 2014. წაკითხვის თარიღი: 11 მაისი, 2015.
  13. "Capcom Releases Lifetime Sales Numbers. IGN (23 მაისი, 2008). დაარქივებულია ორიგინალიდან - 29 დეკემბერი, 2014. წაკითხვის თარიღი: 18 იანვარი, 2015.