Resident Evil Survivor

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Resident Evil Survivor
Resident Evil Survivor-ის გარეკანი.jpg
დეველოპერ(ებ)ი Tose
გამომცემელი Capcom
Eidos Interactive (ევრ)
სერია „Resident Evil“
გამოსვლის თარიღი იაპ 27 იანვარი, 2000
ევრ 31 მარტი, 2000
ჩრდ.ამ. 30 აგვისტო, 2000
ჟანრ(ებ)ი სინათლის იარაღის შუტერი
რეჟიმ(ებ)ი ერთმოთამაშიანი
რეჟისორ(ებ)ი ჰიროიუკი კაი
პროდიუსერ(ებ)ი ტაცუია მინამი
სცენარისტი ნობურუ სუგიმურა
ნაოიუკი საკაი
კომპოზიტორი სირო კოჰმოტო

Resident Evil Survivor, იაპონურად ცნობილი, როგორც Biohazard Gun Survivor (იაპონ. バイオハザード ガンサバイバー ბიოჰაზარდო გან საბაიბა?) — სინათლის იარაღის შუტერის ჟანრის ვიდეო თამაში, რომელიც შეიმუშავა კომპანია Tose Co., Ltd-მა და გამოუშვა Capcom-მა. იაპონიაში PlayStation-ისთვის გამოვიდა 2000 წლის 27 იანვარს, ევროპაში 2000 წლის 31 მარტს, ხოლო ჩრდილოეთ ამერიკაში 200 წლის 30 აგვისტოს. Microsoft Windows-ის ვერსია გამოსცეს მხოლოდ ტაივანში. ეს არის ვიდეო თამაშების სერიის, „Resident Evil“-ის სპინოფი.

თამაშის სიუჟეტი მიმდინარეობს შინას კუნძულზე. მთავარ გმირს, ტომპსონს ემართება ამნეზია, გამოწვეული ავიაკატასტროფაში მიღებული თავის ტრავმის შედეგად. კუნძულის მცხოვრებლები ინფიცირებულები არიან T-ვირუსით და ამ დროს ტომსონის მთავარი მიზანს წარმოადგენს კუნძულიდან თავის დახწევა.

გეიმპლეი არის პირველი პირის ხედვით, სადაც პერსონაჟს აქვს შეზღუდული ინვენტარი და მოთამაშის მუდმივ მიზანს წარმოადგენს ზობებისა და მონსტრების განადგურება და ასევე, სხვადასხვა საგნების, მაგალითად, ტყვია-წამლისა და გადაუდებელი პერველადი აფთიაქის მოძიება.

„Resident Evil Survivor“-ს წილად ხვდა უარყოფითი შეფასებები კრიტიკოსებისგან. საერთო განხილვის საიტებზე, Metacritic-სა და GameRankings-ზე თამაშის საშუალო ქულა შეადგენს 39%-ს (ცხრა მიმოხილვაზე დაყრდნობით)[1] და 42.11%-ს (ათ მიმოხილვაზე დაყრნობით).[2]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Resident Evil: Survivor Reviews. Metacritic. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2012-11-20. წაკითხვის თარიღი: 2010-01-08.
  2. Resident Evil: Survivor Reviews. GameRankings. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2012-11-20. წაკითხვის თარიღი: 2010-01-08.