Resident Evil 2
Resident Evil 2 | |
---|---|
PlayStation ვერსიის ჩრდილოეთ ამერიკული გამოცემის გარეკანის ფოტო | |
დეველოპერ(ებ)ი | Capcom |
გამომცემელი |
Capcom
|
სერია | Resident Evil |
პლატფორმ(ებ)ი | PlayStation, Microsoft Windows, Nintendo 64, Dreamcast, GameCube |
გამოსვლის თარიღი |
21 იანვარი, 1998
|
ჟანრ(ებ)ი | Survival horror |
რეჟიმ(ებ)ი | ერთმოთამაშიანი |
რეჟისორ(ებ)ი | ჰიდეკი კამია |
პროდიუსერ(ებ)ი | სინძი მიკამი |
პროგრამისტ(ებ)ი | იასუჰირო ანპო |
მხატვარი |
|
სცენარისტი | ნობორუ სუგიმურა |
კომპოზიტორი |
|
Resident Evil 2 (ქართ. ბოროტების სავანე 2), იაპონიაში ცნობილი, როგორც Biohazard 2[1] — survival horror-ის ჟანრის ვიდეო თამაში, რიგით მეორე თამაში Resident Evil-ის სერიიდან, რომელიც შექმნა და გამოსცა იაპონურმა კომპანია Capcom-მა. თავდაპირველად გამოვიდა PlayStation-ზე 1998 წელს.
სიუჟეტი ვითარდება პირველი ნაწილის მოვლენებიდან ორი თვის შემდეგ,[2] ამერიკის გამოგონილ ქალაქ რაკუნ-სიტში, რომლის მოსახლეობაც T-ვირუსის შედეგად გადაიქცა საშინელ ზომბებად — ბიოლოგიური იარაღი, რომელიც შექმნა ფარმაცევტულმა კომპანია Umbrella-მ.[3] თამაშის პროტაგონისტები ლეონ სკოტ კენედი და კლერ რედფილდი ცდილობენ დატოვონ ქალაქი. გზადაგზა ისინი ნახულობენ სხვა გადარჩენილებს და ხვდებიან G-ვირუსის (T-ვირუსის უფრო მძლავრი სახეობა) შემქმნელს, უილიამ ბირკინს, რომელიც გადაიქცა მუტანტად.
Resident Evil 2-ის გეიმპლეი მოიცავს ტერიტორიის გამოკვლევას, თავსატეხების გადაჭრასა და მტერთან შებრძოლებას.[4] მასში გაერთიანებულია survival horror-ის ჟანრის ძირითად ელემენტები, როგორიც არის ტყვია-წამლის ნაკლებობა და თამაშის პროცესის შენახვის ლიმიტი. თამაში იქმნებოდა 40-50 კაცისგან შემდგარი ჯგუფის მიერ ერთი წლისა და 9 თვის განმავლობაში. პროექტის ხელმძღვანელი იყო ჰიდეკი კამია, ხოლო პროდიუსერი — სინძი მიკამი.
Resident Evil 2-მა მიიღო უმაღლესი შეფასებები კრიტიკოსებისგან, რომლებმაც შეაქეს თამაშის ატმოსფერო, გრაფიკა და აუდიო ეფექტები. თუმცა გააკრიტიკეს მართვის სისტემის, პერსონაჟების გახმოვანებისა და ინვენტარის სისტემის გამო, ასევე ზოგიერთ კრიტიკოსს არ მოეწონა თავსატეხებიც. Resident Evil 2 ფართოდ არის აღიარებული ერთ-ერთ საუკეთესო ვიდეო თამაშად რაც კი ოდესმე შექმნილა. საერთო განხილვების საიტებზე შედეგები ამგვარად გადანაწილდა: GameRankings; PlayStation: (PS): 93%,[5] Windows 9x: 80%,[6] Nintendo 64 (N64): 87%,[7] Dreamcast: 80%,[8], GameCube (GCN): 63%, Dreamcast: 80%,[9] Metacritic; PS: 89/100,[10] N64: 89/100,[11] DC: 77/100,[12] GCN: 59/100. [13] ის ასევე წარმატებული აღმოჩნდა კომერციულადაც; დღეის მონაცემით გაყიდული არის PlayStation ვერსიის 4.96 მილიონი ასლი.[14] გარკვეული ხნის შემდეგ, თამაში პორტირებული იქნა Microsoft Windows, Nintendo 64, Dreamcast, GameCube-სა და Game.com-ზე. 1999 წელს Capcom-მა გამოუშვა სიკველი სახელწოდებით Resident Evil 3: Nemesis. 2015 წელს დაანონსდა Resident Evil 2-ის რიმეიკი, რომელიც შემუშავების სტადიაშია.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Resident Evil
- Resident Evil (2002)
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ოფიციალური საიტი (იაპონური)
- Resident Evil 2 MobyGames-ზე
- „Biohazard 2“ — კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა (ინგლისური)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Biohazard 2 (იაპონ. バイオハザード2 Baiohazādo Tsū?)
- ↑ Resident Evil 2, Capcom Co., Ltd, Capcom Entertainment, Inc., 21 იანვარი, 1998, Marvin Branagh: About two months ago, there was this incident involving zombies in a mansion located in the outskirts of this city
- ↑ (9 ნოემბერი, 2005) Resident Evil Archives. BradyGames Publishing, გვ. 253. ISBN 0-7440-0655-4.
- ↑ Mac Donald, Ryan. (28 იანვარი, 1998) Resident Evil 2 Review for PlayStation. GameSpot. ციტირების თარიღი: 31 ოქტომბერი, 2010.
- ↑ Resident Evil 2 for PlayStation. GameRankings. CBS Interactive Inc. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-07-17. ციტირების თარიღი: 28 იანვარი, 2009.
- ↑ Resident Evil 2 for PC. GameRankings. CBS Interactive Inc. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-18. ციტირების თარიღი: 28 იანვარი, 2009..
- ↑ Resident Evil 2 for Nintendo 64. GameRankings. CBS Interactive Inc. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-10. ციტირების თარიღი: 28 იანვარი, 2009..
- ↑ Resident Evil 2 for Dreamcast. GameRankings. CBS Interactive Inc. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-15. ციტირების თარიღი: 28 იანვარი, 2009..
- ↑ "Resident Evil 2 for GameCube. GameRankings. CBS Interactive Inc. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-25. ციტირების თარიღი: 28 იანვარი, 2009..
- ↑ Resident Evil 2 for PlayStation. Metacritic. CBS Interactive Inc. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-06-12. ციტირების თარიღი: 20 ნოემბერი, 2013.
- ↑ Resident Evil 2 for N64. Metacritic. CBS Interactive Inc. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 თებერვალი, 2008. ციტირების თარიღი: 20 ნოემბერი, 2013.
- ↑ Resident Evil 2 for Dreamcast. Metacritic. CBS Interactive Inc. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 მაისი, 2008. ციტირების თარიღი: 20 ნოემბერი, 2013.
- ↑ Resident Evil 2 for Dreamcast. Metacritic. CBS Interactive Inc. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 ივნისი, 2009. ციტირების თარიღი: 20 ნოემბერი, 2013.
- ↑ Business Strategies & IR Data: Platinum Titles. Capcom Co., Ltd (2010-09-30). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-04. ციტირების თარიღი: 2010-11-02.
|
- 1998 წლის ვიდეო თამაშები
- მოქმედებითი-სათავგადასავლო თამაშები
- Sega Saturn-ის გაუქმებული თამაშები
- Dreamcast-ის თამაშები
- Game.com-ის თამაშები
- GameCube-ის თამაშები
- Nintendo 64-ის თამაშები
- PlayStation-ის თამაშები
- PlayStation Network-ის თამაშები
- Resident Evil-ის თამაშები
- ერთმოთამაშიანი ვიდეო თამაშები
- ვიდეო თამაშების გაგრძელებები
- ვიდეო თამაშები შემუშავებული იაპონიაში
- 1998 წელს მიმდინარე ვიდეო თამაშები
- აშშ-ში მიმდინარე ვიდეო თამაშები
- Virgin Interactive-ის თამაშები
- Windows-ის თამაშები