შინაარსზე გადასვლა

Resident Evil Gaiden

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Resident Evil Gaiden

ჩრდილოეთ ამერიკული გამოცემის გარეკანის ფოტო
დეველოპერ(ებ)ი Capcom
გამომცემელი
სერია Resident Evil
პლატფორმ(ებ)ი Game Boy Color
გამოსვლის თარიღი PAL 14 დეკემბერი, 2001
იაპ 29 მარტი, 2002[1]
ჩრდ.ამ. 3 ივნისი, 2002
ჟანრ(ებ)ი მოქმედებითი-სათავგადასავლო
რეჟიმ(ებ)ი ერთმოთამაშიანი
დიზაინერ(ებ)ი ტიმ ჰალი
ჰიროკი კატო
პროგრამისტ(ებ)ი კიერონ ვილერი
მხატვარი სტეფან ბარნეტი
სცენარისტი ჰიროკი კატო
კომპოზიტორი შაჰიდ აჰმადი

Resident Evil Gaiden, იაპონიაში ცნობილია, როგორც Biohazard Gaiden (იაპონ. バイオハザード外伝?) — მოქმედებითი-სათავგადასავლო ვიდეო თამაში, რომელიც შექმნა Capcom-მა კომპანია M4-თან თანამშრომლობით,[2] პლატფორმა Game Boy Color-ისთვის. იაპონიაში გამოვიდა 2001 წლის 14 დეკემბერს, ჩრდილოეთ ამერიკაში 2002 წლის 29 მარტს, ხოლო PAL-რეგიონისთვის — იმავე წლის 3 ივნისს.

თამაშში წარმოდგენილია სამი მოთამაშე პერსონაჟი: ლეონ სკოტ კენედი, ბარი ბერტონი, ლუსია და მოიცავს ტერიტორიების გამოკვლევას, ნივთების შეგროვებას და მოწინააღმდეგეების, ზომბებისა და სხვადასსხვა სახის მონსტრების განადგურებას.[3]Resident Evil“-ის სერიის სხვა თამაშებისგან განსხვავებით, Gaiden არის ზემოდან-ქვემოთ პერსპექტივით, რაც გულისხმობს იმას, რომ, პერსონაჟის მოძრაობისას ვირტუალური კამერა თამაშს დაჰყურებს ზემოდან, ხოლო როდესაც ის უახლოვდება მტერს ვირტუალური კამერა გადადის პირველი პირის ხედვის რეჟიმში და ამ ვითარებაში უწევს მოთამაშეს ბრძოლა მტრის წინააღმდეგ.

მოქმედება ვითარდება 2000 წელს, კორპორაცია „Umbrella“-ს საზღვაო ლაინერზე „Starlight“. მასზე განთავსებულია საიდუმლო ლაბორატორია, სადაც მიმდინარეობდა „T“ ტიპის ვირუსზე მუშაობა. ავარიის შედეგად ხომალდის ყველა წევრი დაინფიცირდა და გადაიქცა მუტანტად. მთავარ გმირებს, ლეონ კენედის და და ბარი ბერტონს, აშშ-ს მთავრობისგან დავალებული აქვთ ხომალდზე მოხვედრა და საქმის გამოძიება.

Gaiden“-ს წილად ჰხვდა უარყოფითი შეფასებები სათამაშო პრესისგან. მათ ძირითადად გააკრიტიკეს გრაფიკა,[4] თუმცა შეაქეს ბრძოლის სისტემა.[4] ჟურნალმა “Retro Gamer“ თამაში შეიყვანა Game Boy Color-ის ათი საუკეთესო თამაშის სიაში.[5] საერთო განხილვების საიტ GameRankings-ზე ფლობს 56.46%-ს.[6]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 全作品一覧. Capcom Co., Ltd.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-02-21. ციტირების თარიღი: 24 იანვარი, 2009.
  2. Games. M4 Limited (7 June 2002). დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 აგვისტო 2002. ციტირების თარიღი: 24 იანვარი, 2010.
  3. Harris, Craig. (26 ივნისი, 2002) Resident Evil Gaiden Review. IGN. IGN Entertainment, Inc.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-06-13. ციტირების თარიღი: 24 იანვარი, 2010.
  4. 4.0 4.1 Skittrell, Lee. (31 დეკემბერი, 2001) Resident Evil Gaiden Review. ComputerAndVideoGames.com. Dennis Publishing Limited. ციტირების თარიღი: 1 სექტემბერი, 2010.
  5. Top 10 Game Boy Color Games Retro Gamer, 3 დეკემბერი, 2013
  6. Resident Evil Gaiden for Game Boy Color. GameRankings. CBS Interactive Inc.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-01-05. ციტირების თარიღი: 24 იანვარი, 2010.