Biohazard 4D-Executer
| „Biohazard 4D-Executer“ | |
|---|---|
![]() | |
| ჟანრი | საშინელება |
| რეჟისორი | კოიტი ოჰატა |
| პროდიუსერი |
კეინძი იოსიდა ნაოიკი მიიატი |
| სცენარის ავტორი | დაისუკე ოკამოტო |
| როლებში |
მასაკი აიძავა ჰიროტო ტორიჰიტა ჰიდეტო ებიჰარა ტადასუკე ომიძუ იოსიიუკი კანეკო იურიკა ჰინო |
| მუსიკა | იოსიჰირო იკე |
| მწარმოებელი კომპანია | Visual Science Laboratory |
| დისტრიბუტორი | Digital Amuse |
| გამოსვლის თარიღი | ნოემბერი, 2000 |
| ხანგრძლივობა | 20 წუთი |
| ქვეყანა | იაპონია |
| ენა | იაპონური |
„Biohazard 4D-Executer“ — 2000 წლის იაპონური 3D ანიმაციური საშინელებათა ფილმი, დაფუძნებული „Resident Evil“-ის ვიდეო თამაშების სერიაზე. ის შეიქმნა Capcom-ის მიერ, კომპანია Visual Science Laboratory-ისთან თანამშრომლობით, ხოლო დისტრიბუცია გაუწია Digital Amuse-მა. ფილმის რეჟისორია კოიტი ოჰატა, პროდიუსერი — დაისუკე ოკამოტო. „Biohazard 4D-Executer“ არის მოკლემეტრაჟიანი და გრძელდება 20 წუთის განმავლობაში.
ფილმის კონცეფცია თავდაპირველად ჩაიფიქრა ანიმეს რეჟისორმა იასუჰირო იმაგავამ, რომელმაც მისი იდეა წარუდგინა Capcom-ს.[1] ანონსი შედგა 1999 წლის ოქტომბერში სახელწოდებით „Biohazard 4D-Horror“. ფილმი პირველად ნაჩვენები იქნა ტოკიოს ფენტეზის საერთაშორისო კინოფესტივალზე, 2000 წლის 27 ოქტომბერს.[2]
სიუჟეტი მიმდინარეობს სამხედრო ჯგუფის გარშემო, რომელსაც სპეციალური მისიით აგზავნიან ზომბებით შეპყრობილ ქალაქ რაკუნ-სიტიში, დოქტორი კემერონის ადგილმდებარეობის დასადგენად — მეცნიერი ქალი, რომელიც ატარებს კვლევებს ახალი ტიპის ვირუსის შექმნაზე.
იხიელეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 新しいスリルと恐怖!『Biohazard 4D Horror』(仮称) Japanese. Goo Net Channel 5: Games. NTT Publishing Co., Ltd (11 ნოემბერი, 1999). დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 თებერვალი, 2000.
- ↑ ja:バイオハザードの映像アトラクションがお披露目 Japanese. GameSpot Japan. Softbank Publishing Inc (19 ოქტომბერი, 2000). დაარქივებულია ორიგინალიდან — თებერვალი 12, 2003. ციტირების თარიღი: მაისი 28, 2017.
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
- ფილმები ანბანის მიხედვით
- იაპონურენოვანი ფილმები
- 2000 წლის ფილმები
- 2000 წლის საშინელებათა ფილმები
- Resident Evil-ზე დაფუძნებული ფილმები
- იაპონური 3D ფილმები
- 2000 წლის ანიმე
- იაპონური ფილმები
- მოკლემეტრაჟიანი ანიმეები
- იაპონური საშინელებათა ფილმები
- 2000 წლის მოკლემეტრაჟიანი ფილმები
- Capcom-ის ვიდეო თამაშებზე დაფუძნებული ნამუშევრები
- ფილმები Resident Evil-ზე
- საშინელებათა ანიმე და მანგა
- ვიდეო თამაშებზე დაფუძნებული ანიმე ფილმები
