ბოროტების სავანე: წყევლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„ბოროტების სავანე: წყევლა“

ფილმის პოსტერი
რეჟისორი მაკოტო კამია
პროდიუსერი ჰიროიუკი კობაიასი
სცენარის ავტორი სოტარუ სუგა
ეფუძნება Capcom„Resident Evil“
მუსიკა
  • რეი კუნდოჰი
  • სუსაკუ უჩიამა
მწარმოებელი კომპანია Digital Frontier
დისტრიბუტორი Sony Pictures Entertainment Japan
გამოსვლის თარიღი
  • 27 ოქტომბერი, 2012 (2012-10-27)
ხანგრძლივობა 100 წუთი
ქვეყანა იაპონია
ენა
შემოსავალი 2.32 მილიონი აშშ დოლარი

„ბოროტების სავანე: წყევლა“ (ინგლ. Resident Evil: Damnation, იაპონ. バイオハザード ダムネーション) — 2012 წლის ბიოპანკური ანიმაციური საშინელებათა ფილმი, შექმნილი Capcom-ისა და Sony Pictures Entertainment Japan-ის მიერ. ფილმის რეჟისორია მაკოტო კამია, პროდიუსერია ჰიროიუკი კობაიასი,[1] ხოლო სცენარი ეკუთვნის სოტარო სუგას. ეს არის ფილმის „ბოროტების სავანე: გადაგვარება“ პირდაპირი გაგრძელება და ვიდეო თამაშ „Resident Evil 6“-ის პრიკველი. ფილმის პრემიერა შედგა 2012 წლის 17 ოქტომბერს შინჯუკუში, ტოკიოში.

ფილმის სიუჟეტი მიმდინარეობს ლეონ კენედის გარშემო,[2] რომლის მიზანია იპოვოს ბიოლოგიური იარაღი.[3] 2012 წლის 15 სექტემბერს ფილმი ციფრული სახით გავრცელდა Xbox Live, Zune-სა და PlayStation Network-ის საშუალებით.[4] 2012 წლის 25 სექტემბერს გამოვიდა ფილმის DVD და Blu-ray ვერსია, რომელიც შეიცავს ბონუს კონტენტს.[5] აშშ-ში ფილმის DVD გაყიდვებმა 1,584,026 აშშ დოლარს მიაღწია, ხოლო Blu-ray გაყიდვებმა — 1,511,190, საერთო ჯამში — 3,095,216 აშშ დოლარი.[6]

„ბოროტების სავანე: წყევლამ“ მიიღო დადებითი შეფასებები კინოკრიტიკოსებისგან. საერთო განხილვების საიტ Rotten Tomatoes-ზე ფილმის მთლიანი რეიტინგი შეადგენს 100%.[7] 2013 წელს გადაეცა International 3D Society Japan Award-ის ჯილდო საუკეთესო ანიმაციისთვის.[8] 2017 წლის 23 მაისს გამოვიდა გაგრძელება „ბოროტების სავანე: ვენდეტა“.[9]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Resident Evil: Damnation is Coming. IGN.com. IGN Entertainment, Inc (September 14, 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 13, 2012. ციტირების თარიღი: 15 დეკემბერი, 2010.
  2. Capcom and Sony Pictures Entertainment Japan Announce the Coproduction of "Resident Evil: Damnation" in 3D. Sony Pictures Entertainment (Japan) Inc (September 14, 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 დეკემბერი, 2010. ციტირების თარიღი: 15 ნოემბერი, 2010.
  3. バイオハザード ダムネーション. Sony Pictures Entertainment (Japan) Inc. ციტირების თარიღი: 15 ნოემბერი, 2010.
  4. Bocanegra, Jorge. Oh, damn: Resident Evil: Damnation is now digitally available. Rely on Horror. ციტირების თარიღი: 2012-09-18.
  5. Sliwinski, Alexander. Resident Evil: Damnation infects DVD, Blu-ray this September. Joystiq.
  6. Resident Evil: Damnation The Numbers Listing. The Numbers. ციტირების თარიღი: 24 ნოემბერი, 2017.
  7. „Resident Evil: Damnation“. Rotten Tomatoes. ციტირების თარიღი: 9 აგვისტო, 2018.
  8. デジタル•フロンティア-Digital Frontier | Digital Frontier | Resident Evil: Damnation. Digital Frontier. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2015-02-18.
  9. Resident Evil: Vendetta CG Film Teased in Promotional Video. Anime News Network (18 სექტემბერი, 2016). ციტირების თარიღი: 20 სექტემბერი, 2016.