ბოროტების სავანე (ფილმების სერია)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„ბოროტების სავანე“
რეჟისორი
ეფუძნება Capcom„Resident Evil“
როლებში მილა იოვოვიჩი
მწარმოებელი კომპანია
დისტრიბუტორი Screen Gems
ბიუჯეტი 290 მილიონი აშშ დოლარი
შემოსავალი 1.235 მილიარდი აშშ დოლარი

ბოროტების სავანე (ინგლ. Resident Evil) — მოქმედებითი-საშინელებათა ფილმების სერია, რომელიც დაფუძნებულია იაპონური კომპანია Capcom-ის ვიდეო თამაშების ფრენჩაიზზე „Resident Evil“. 1997 წლის იანვარში, გერმანულმა კომპანია Constantin Film-მა მოიპოვა ფილმის წარმოების უფლება. პოტენციურ სცენარისტებად მოიაზრებოდნენ ალან ბ. მაკელროი და ჯორ რომერო. 2001 წელს ფილმის დისტრიბუტორი გახდა Sony Pictures Entertainment და ფილმის „ბოროტების სავანე“ (2002) სცენარისტად და რეჟისორად დაიქირავა პოლ ანდერსონი. ანდერსონი, აგრეთვე იყო მეორე და მესამე ნაწილების „ბოროტების სავანე: აპოკალიპსი“ (2004) და „ბოროტების სავანე: გადაშენება“ (2007) პროდიუსერი და სცენარისტი. ანდერსონი გახდა მომდევნო ფილმების „ბოროტების სავანე: სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ“ „ბოროტების სავანე: ანგარიშსწორება“ „ბოროტების სავანე: დასკვნითი ნაწილი“ რეჟისორი.

ფილმის ცენტრშია ფილმების სერიისთვის შექმნილი პერსონაჟი ელისი (მილა იოვოვიჩი), რომელიც იბრძვის ფარმაცევტული კომპანია Umbrella Corporation-ის წინააღმდეგ, რომლის ბიოლოგიურმა იარაღმა მსოფლიოს მოსახლეობის უმეტესი ნაწილი აქცია ზომბებად. სერიაში ჩნდებიან პერსონაჟები ვიდეო თამაშებიდან: ჯილ ვალენტაინი, კარლოს ოლივეირა, კლერ რედფილდი, ალბერტ უესკერი, კრის რედფილდი, ბერი ბარტონი, ლეონ კენედი, ადა ვონგი და ჯეიმზ მარკუსი.

მიუხედავად კინოკირიტიკოსების მხრიდან უარყოფითი შეფასებებისა, ფილმების სერია „ბოროტების სავანე“ არის ვიდეო თამაშებზე დაფუძნებული ყველაზე შემოსავლიანი ფილმების სერია, რომლის შემოსავალი შეადგენს 1.235 მილიარდ აშშ დოლარს.[1]

შექმნის ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1997 წელს კომპანია Constantin Film-მა Capcom-სგან მოიპოვა ფილმის გადაღების უფლება. ფილმის სცენარისტად მოიაზრებოდა ალან ბ. მაკლეროი. რეჟისორად დაიქირავეს ჯორჯ რომერო. სცენარი, რომელიც მან დაწერა უარყოფილი იქნა, რადგანაც მასში ფაქტობრივად გამეორებული იყო ვიდეო თამაშის სიუჟეტი. ხოლო მოგვიანებით რომერო ჩამოაშორეს კიდეც პროექტს. მის მაგივრად მოვიდა პოლ ანდერსონი. ანდერსონის სცენარი რომეროს სცენარისგან განსხვავდებოდა იმით, რომ ის წარმოადგენდა ორიგინალურ ისტორიას. საბოლოოდ დამტკიცდა ანდერსონის სცენარი, ხოლო მთავარი როლის შემსრულებლად აიყვანეს მსახიობი მილა იოვოვიჩი. ფილმის გადაღებები დაიწყო 2001 წლის მარტში, მომდევნო წელს კი ფილმი გამოვიდა კინოეკრანებზე.

პირველი ნაწილის კომერციულმა წარმატებამ განაპირობა მეორე ნაწილის გამოჩენა. ფილმის რეჟისორი გახდა ალექსანდერ უტი, რადგანაც ანდერსონი დაკავებული იყო სხვა პროექტით. გადაღებები დაიწყო 2003 წელს. ფილმში გამოჩნდნენ ახალი პერსონაჟები, მათ შორის „Resident Evil 3: Nemesis“-ის ერთ-ერთი მთავარი გმირი კარლოს ოლივეირა. ფილმი გამოვიდა 2004 წლის 10 სექტემბერს.

2005 წელს, მესამე ფილმის გადაღების უფლება მოიპოვა კომპანია Screen Gems-მა. რეჟისორად დაინიშნა რასელ მალკეჰი, ხოლო სცენარისტად და პრდოიუსერად — პოლ ანდერსონი. გადაღებები მიმდინარეობდა მექსიკაში. ფილმი გამოვიდა 2007 წლის სექტემბერში.

2009 წლის შუა პერიოდში დაანონსდა მეოთხე ფილმი სერიიდან. ანდერსონი კვლავ რეჟისორის ამპლუით დაბრუნდა. ფილმის გადაღებები მიმდინარეობდა ერთდროულად ორ კონტინენტზე 2009 წლის სექტემბრიდან დეკემბრამდე. ფილმში გამოყენებული იქნა ჯეიმზ კამერონისა და ვინსი პისის მიერ შექმნილი 3D-კამერა.

სერიის მეხუთე ნაწილი კინოეკრანებზე გამოვიდა 2012 წლის 14 სექტემბერს. გადაღებები მიმდინარეობდა 2011 წლის ოქტომბრიდან 23 დეკემბრამდე ონტარიოში. თავდაპირველად ანდერსონს გადაწყვეტილი ჰქონდა მეხუთე და მეექვსე ნაწილის ერთდროულად გადაღება, თუმცა მოგვიანებით გადაწყვიტა ორიენტაცია მოეხდინა მეხუთე ფილმზე.

2016 წლის 23 დეკემბერს გამოვიდა სერიის დასკვნითი ნაწილი. ფილმზე მუშაობა მიმდინარეობდა 2015 წლის სექტემბრიდან 9 დეკმებრამდე. იგი იქცა სერიის ყველაზე შემოსავლიან ფილმად, რომლის შემოსავალმა 312 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

შემოსავალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილმი გამოსვლის თარიღი შემოსავალი ბიუჯეტი სქოლიო
აშშ სხვა
ტერიტორიები
ჩრდილოეთი ამერიკა სხვა
ტერიტორიები
მსოფლიოში
„ბოროტების სავანე“ 15 მარტი, 2002 21 მარტი, 2002 40,119,709 აშშ დოლარი 62,865,153 აშშ დოლარი 102,984,862 აშშ დოლარი 35 მილიონი აშშ დოლარი [2]
„ბოროტების სავანე: აპოკალიპსი“ 10 სექტემბერი, 2004 11 სექტემბერი, 2004 51,201,453 აშშ დოლარი 78,141,316 აშშ დოლარი 129,342,769 აშშ დოლარი 45 აშშ დოლარი [3]
„ბოროტების სავანე: გადაშენება“ 21 სექტემბერი, 2007 19 სექტემბერი, 2007 50,648,679 აშშ დოლარი 97,763,386 აშშ დოლარი 148,412,065 აშშ დოლარი 45 მილიონი აშშ დოლარი [4]
„ბოროტების სავანე: სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ“ 10 სექტემბერი, 2010 9 სექტემბერი, 2010 60,128,566 აშშ დოლარი 240,099,518 აშშ დოლარი 300,228,084 აშშ დოლარი 60 მილიონი აშშ დოლარი [5]
„ბოროტების სავანე: ანგარიშსწორება“ 14 სექტემბერი, 2012 12 სექტემბერი, 2012 42,345,531 აშშ დოლარი 197,658,893 აშშ დოლარი 240,004,424 აშშ დოლარი 65 მილიონი აშშ დოლარი [6]
„ბოროტების სავანე: ბოლო თავი“ 27 იანვარი, 2017 23 დეკემბერი, 2016 26,844,962 აშშ დოლარი 285,412,558 აშშ დოლარი 312,257,250 აშშ დოლარი 40 მილიონი აშშ დოლარი [7]
ჯამში [8]
271,288,900 961,940,824 1,233,229,454 290 მილიონი აშშ დოლარი

კრიტიკოსების შეფასება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილმი Rotten Tomatoes Metacritic CinemaScore
„ბოროტების სავანე“ 34% (124 მიმოხილვა)[9] 33 (24 მიმოხილვა)[10] B[11]
„ბოროტების სავანე: აპოკალიპსი“ 21% (125 მიმოხილვა)[12] 35 (26 მიმოხილვა)[13] B[11]
„ბოროტების სავანე: გადაშენება“ 22% (94 მიმოხილვა)[14] 41 (12 მიმოხილვა)[15] B−[11]
„ბოროტების სავანე: სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ“ 23% (95 მიმოხილვა)[16] 37 (14 მიმოხილვა)[17] B−[11]
„ბოროტების სავანე: ანგარიშსწორება“ 31% (65 მიმოხილვა)[18] 39 (17 მიმოხილვა)[19] C+[11]
„ბოროტების სავანე: ბოლო თავი“ 36% (91 მიმოხილვა)[20] 49 (19 მიმოხილვა)[21] B[11]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Reeves, Ben. (30 დეკემბერი, 2011) Guinness World Records 2012 Gamer's Edition Preview. „Game Informer“. ციტირების თარიღი: 31 დეკემბერი, 2011.
  2. Resident Evil (2002). Box Office Mojo. ციტირების თარიღი: 12 ოქტომბერი, 2015.
  3. Resident Evil: Apocalypse (2004). Box Office Mojo. ციტირების თარიღი: 12 ოქტომბერი, 2015.
  4. Resident Evil: Extinction (2007). Box Office Mojo. ციტირების თარიღი: 12 ოქტომბერი, 2015.
  5. Resident Evil: Afterlife (2010). Box Office Mojo. ციტირების თარიღი: 12 ოქტომბერი, 2015.
  6. Resident Evil: Retribution (2012). Box Office Mojo. ციტირების თარიღი: 12 , 2015.
  7. Resident Evil: The Final Chapter (2017). Box Office Mojo. ციტირების თარიღი: 26 მარტი, 2017.
  8. Resident Evil Moviesat the Box Office. Box Office Mojo. ციტირების თარიღი: 26 მარტი, 2017.
  9. Resident Evil (2002). Rotten Tomatoes. ციტირების თარიღი: 7 თებერვალი, 2015.
  10. Resident Evil. Metacritic. ციტირების თარიღი: 19 ივნისი, 2014.
  11. 11.0 11.1 11.2 11.3 11.4 11.5 Cinemascore. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-12-20. ციტირების თარიღი: 27 იანვარი, 2017.
  12. Resident Evil: Apocalypse (2004). Rotten Tomatoes. ციტირების თარიღი: 7 თებერვალი, 2015.
  13. Resident Evil: Apocalypse. Metacritic. ციტირების თარიღი: 19 ივნისი, 2014.
  14. Resident Evil: Extinction (2007). Rotten Tomatoes. ციტირების თარიღი: 7 თებერვალი, 2015.
  15. Resident Evil: Extinction. Metacritic. ციტირების თარიღი: 19 ივნისი, 2014.
  16. Resident Evil: Afterlife. Rotten Tomatoes. ციტირების თარიღი: 7 თებერვალი, 2015.
  17. Resident Evil: Afterlife. Metacritic. ციტირების თარიღი: 19 ივნისი, 2014.
  18. Resident Evil: Retribution. Rotten Tomatoes. ციტირების თარიღი: 7 თებერვალი, 2015.
  19. Resident Evil: Retribution Metacritic rating. Metacritic. ციტირების თარიღი: 19 ივნისი, 2014.
  20. Resident Evil: The Final Chapter. Rotten Tomatoes. ციტირების თარიღი: 11 თებერვალი, 2017.
  21. Resident Evil: The Final Chapter Metacritic rating. Metacritic. ციტირების თარიღი: 27 იანვარი, 2017.