Resident Evil Outbreak

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„Resident Evil Outbreak“

ჩრდილოეთ ამერიკული გამოცემის გარეკანი
დეველოპერ(ებ)ი Capcom Production Studio 1
გამომცემელი Capcom
სერია Resident Evil
ძრავა Unspecified Capcom Proprietary Engine
პლატფორმ(ებ)ი PlayStation 2
გამოსვლის თარიღი იაპ 11 დეკემბერი, 2003
ჩრდ.ამ. 31 მარტი, 2004
PAL 17 სექტემბერი, 2004
ჟანრ(ებ)ი Survival horror
რეჟიმ(ებ)ი
რეჟისორ(ებ)ი ეიიტირო სასაკი
პროდიუსერ(ებ)ი
  • ნორიტაკა ფუნამიძუ
  • კაცუჰირო სუდო
  • ცუიოსი ტანაკა
მხატვარი
  • იუძი იმამურა
  • იოსინორი ონო
კომპოზიტორი
  • აკიჰიკო მაცუმოტო
  • ტეცუია სიბატა
  • ეცუკო იონედა[1]

Resident Evil Outbreak, იაპონურად ცნობილია, როგორც Biohazard Outbreak (იაპონ. バイオハザード アウトブレイク?) — survival horror-ის ჟანრის ვიდეო თამაში, რომელიც შექმნა კომპანია Capcom Production Studio 1-მა,[2] ხოლო გამოსცა Capcom-მა, 2003 წლის 11 დეკემბერს იაპონიაში,[3] ექსკლუზიურად PlayStation 2-ის პლატფორმისთვის. ეს არის „Resident Evil“-ის სერიის ნაწილი და პირველი თამაში სერიიდან, რომელსაც ჰქონდა კოოპერატიული გეიმპლეი და ონლაინ მრავალმოთამაშიანი რეჟიმის მხარდაჭერა.[2][4][5] თუმცა ონლაინის მხარდაჭერა არ გააჩნდა PAL რეგიონის ვერსიას.

გეიმპლეი და თამაშის მართვის სისტემა არის „Resident Evil რიმეიკის მსგავსი. სიუჟეტი დაყოფილია 5 ეპიზოდად. მოთამაშეს საშუალება აქვს აირჩიოს რვა მოთამაშე პერსონაჟიდან ერთ-ერთი და ასევე აირჩიოს სირთულის დონე, რომელიც განსაზღვრავს მოწინააღმდეგეებისა და ტყვია-წამლის რაოდენობას. მრავალმოთამაშიან რეჟიმში თამაში შესაძლებელია ქსელური ადაპტერის საშუალებით.

სიუჟეტი მიმდინარეობს „Resident Evil 2“-სა და „Resident Evil 3: Nemesis“-ის მოვლენების პარალელურად, გამოგონილ ქალაქ რაკუნ-სიტიში, სადაც ფარმაცევტული კომპანია „Umbrella“-ს წარუმატებელი ექსპერიმენტის შედეგად მოხდა T ტიპის ვირუსის გაჟონვა, რამაც მოსახლეობის უმეტესი ნაწილი აქცია ზომბებად. მთავარი გმირების მიზანია, რაც შეიძლება სწრაფად დატოვონ ქალაქი, სანამ მთავრობა ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, გასცემს ბირთვული ბომბის გამოყენების ბრაძნებას ქალაქის გასანადგურებლად.

თამაში შექმნის იდეა ჯერ კიდევ 1998 წელს დაიბადა, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო მისი განხორციელება ვერ მოხერხდა. თუმცა 2002 წელს Capcom-მა გადაწვიტა პროექტის გაცოცხლება. თამაშის შექმნა დაევალა კომპანია Capcom Production Studio 1-ს და დაანონსდა 2002 წლის თებერვალში, სონის პრესკონფერენციაზე, სახელწოდებით „Biohazard Online“. პირველი ტრეილერი აჩვენეს 2002 წლის E3-ის 2002 წლის ცერემონიაზე.[6] 2003 წელს თამაშს დაერქვა ამჟამინდელი სახელწოდება „Resident Evil Outbreak“ (იაპონიაში „Biohazard Outbreak“)[7] და მზის შუქი იხილა იმავე წლის დეკემბერში.

Outbreak“-მა მიიღო დადებითი შეფასებები ვიდეო თამაშების კრიტიკოსებისგან. საერთო განხილვების საიტებზე GameRankings და Metacritic თამაში ფლობს 69.99% (38 მიმოხილვაზე დაყრდნობით)[8] და 71% (40 მიმოხილვაზე დაყრდნობით).[9] დღეის მონაცემით გაიყიდა 1.5 მილიონი ეგზემპლარი. 2004 წლის 9 დეკემბერს გამოვიდა თამაშის დამოუკიდებელი დამატება, „Resident Evil Outbreak: File #2“. [10]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Biohazard Outbreak Original Soundtrack Japanese. King Records Co., Ltd. (2004).
  2. 2.0 2.1 Interview: Capcom chief lifts Resident Evil 0 lid. ComputerAndVideoGames.com. Future Publishing Limited (30 აგვისტო, 2002). დაარქივებულია ორიგინალიდან — მაისი 11, 2011. ციტირების თარიღი: 11 მაისი, 2011.
  3. Resident Evil Outbreak. GameFAQs. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-25. ციტირების თარიღი: 2011-04-01.
  4. Resident Evil Outbreak საიტზე AllGame
  5. Reeves, Ben. (December 30, 2011) Guinness World Records 2012 Gamer’s Edition Preview. Game Informer. ციტირების თარიღი: December 31, 2011.
  6. Lopez, Miguel (21 მაისი, 2002). „E3 2002: Resident Evil Online first look“. GameSpot. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-24. ციტირების თარიღი: 2012-07-15. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  7. Varanini, Giancarlo (2 მაისი, 2003). „Capcom's E3 lineup“. GameSpot. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-12-09. ციტირების თარიღი: 2012-07-15. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  8. Review: Resident Evil Outbreak. Game Rankings. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-12. ციტირების თარიღი: 2012-07-15.
  9. Review: Resident Evil Outbreak. Metacritic. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-02-11. ციტირების თარიღი: 2010-12-10.
  10. Resident Evil: Outbreak - File #2,Giant Bomb