ბოროტების სავანე: გადაგვარება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„ბოროტების სავანე: გადაგვარება“
რეჟისორი მაკოტო კამია
პროდიუსერი ჰიროიუკი კობაიასი
სცენარის ავტორი სოტარო სუგა
ეფუძნება Capcom-ის „Resident Evil
როლებში
  • პოლ მერსიე
  • ელისონ კურტი
  • ლაურა ბეილი
  • როჯერ კრეიგ სმითი
კომპოზიტორი ტეცუია ტაკაჰასი
მწარმოებელი კომპანია
დისტრიბუტორი
გამოსვლის თარიღი 18 ოქტომბერი, 2008
ხანგრძლივობა 96 წუთი
შემოსავალი 40 მილიონი ჩინური იუანი[1]

„ბოროტების სავანე: გადაგვარება“ (ინგლ. Resident Evil: Degeneration), იაპონიაში ცნობილია როგორც „Biohazard: Degeneration“ (バイオハザード:ディジェネレーション) — ბიოპანკური ანიმაციური საშინელებათა ფილმი, რომლის რეჟისორია მაკოტო კამია. ფილმი სრულად დაფუძნებულია იაპონური კომპანია Capcom-ის „Resident Evil“-ის ვიდეო თამაშების სერიაზე[2] და შეიქმნა Capcom Studios-ის მიერ Sony Pictures Entertainment-თან თანამშრომლობით. მისი პრემიერა შედგა იაპონიაში, Tokyo Game Show-ზე, 2008 წლის 11 ოქტომბერს,[3] ხოლო მსოფლიოს მასშტაბით გამოვიდა იმავე წლის 18 ოქტომბერს.

ფილმების სერიისგან განსხვავებით, მოქმედება მიმდინარეობს იმავე გარემოში, რაშიც ვიდეო თამაშების სერია,[4] ხოლო სიუჟეტი მიმდინარეობს 2005 წელს, „Resident Evil“, ის მოვლენებიდან 7 წლის შემდეგ. მთავარი გმირები არიან ლეონ სკოტ კენედი და კლერ რედფილდი (ისინი პირველად გამოჩნდნენ ვიდეო თამაშ „Resident Evil 2“-ში), რომელთა მიზანია ეკოლოგიური კატასტროფის თავიდან აცილების მიზნით ხელი შეუშალონ ტერორისტებს ახალი G ტიპის ვირუსის გავრცელებაში.

ფილმმა მიიღო შერეული შეფასებები კრიტიკოსებისგან. მიმოხილვების აგრეგატორ Rotten Tomatoes-ზე ფლობს 57%.[5] მსოფლიოს მასშტაბით გაიყიდა ფილმის 1.6 მილიონი DVD ვერსია.[6] 2008 წელს კომპნია Nokia-მ და Capcom-მა შექმნეს ფილმზე დაფუძნებული მობილური თამაში.[7] 2012 წელს გამოვიდა ფილმის გაგრძელება „ბოროტების სავანე: წყევლა“.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Press release
  2. Resident Evil: Degeneration - Production Blog. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-11-26. ციტირების თარიღი: 2017-10-15.
  3. Garnett Lee. Resident Evil: Degeneration makes World Wide Premier. 1up. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-16. ციტირების თარიღი: 2017-10-15.
  4. CAPCOM. დაარქივებულია ორიგინალიდან — October 30, 2007. ციტირების თარიღი: 2015-08-08.
  5. Biohazard: Degeneration (Resident Evil: Degeneration) Movie Reviews, Pictures - Rotten Tomatoes
  6. Resident Evil Damnation Hits Theaters in October. Andriasang (April 19, 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 22, 2012. ციტირების თარიღი: April 20, 2012.
  7. Resident Evil: Degeneration is here!. Nokia. დაარქივებულია ორიგინალიდან — იანვარი, 29, 2009. ციტირების თარიღი: 2008-12-19.