Resident Evil 3: Nemesis
| Resident Evil 3: Nemesis | |
|---|---|
|
PlayStation-ის ჩრდილო ამერიკული ვერსიის გარეკანის ფოტო | |
| დეველოპერ(ებ)ი | Capcom |
| გამომცემელი | Capcom |
| სერია | Resident Evil |
| პლატფორმ(ებ)ი | PlayStation, Microsoft Windows, Dreamcast, GameCube |
| გამოსვლის თარიღი |
22 სექტემბერი, 1999
|
| ჟანრ(ებ)ი | Survival horror |
| რეჟიმ(ებ)ი | ერთმოთამაშიანი |
| რეჟისორ(ებ)ი | კაძუჰირო აოიამა |
| პროდიუსერ(ებ)ი | სინძი მიკამი |
| მხატვარი | იასუჰისა კავამურა |
| კომპოზიტორი | მასამი უედა |
| საიტი | http://www.capcom.co.jp/bio_series/biohazard3.html |
Resident Evil 3: Nemesis — Survival horror-ის ჟანრის ვიდეო თამაში, შექმნილი და გამოცემული კომპანია Capcom-ის მიერ. თავდაპირველად შემუშავდა PlayStation პლატფორმისთვის 1999 წლის 22 სექტემბერს. გამოსვლიდან რამდენიმე ხნის შემდეგ Resident Evil 3 პორტირებული იქნა Dreamcast, Microsoft Windows-სა და GameCube-ზე. ეს არის რიგით მესამე ნაწილი Resident Evil-ის სერიიდან და მოქმედება მიმდინარეობს Resident Evil 2-ის მოვლენებამდე და მის შემდეგ. თამაშის მთავარი გმირი არის ჯილ ვალენტაინი (პირველი სერიის პროტაგონისტი), რომელიც ცდილობს ქალაქ რაკუნ-სიტიდან გაქცევას, სადაც ახალი ბიოლოგიური იარაღის შედეგად გავრცელებულია ინფექცია, შექმნილი პარმაცევტული კომპანია Umbrella-ს მიერ. თამაში იყენებს იმავე ძრავს, რასაც მისი წინამორბედი.[1]
წინა სერიებისგან განსახვავებით Resident Evil 3: Nemesis მოქმედებით გეიმპლეიზეა ორიენტირებული. ის არის მესამე პირის ხედვით. მოთამაშეს უწევს სხვადასხვა თავსატეხების გადალახვა. მასში წარმოდგენილია დიდი რაოდენობით მტერი, რომელთანაც მოთამაშეს უწევს შებრძოლება და ასევე ამავე სახელწოდების, საშინელი არსება ნემესისი, რომელიც პერიოდულად ხვდება გზად მთვარ გმირს თამაშის ბოლომდე და ებრძოლება მას.
Resident Evil 3: Nemesis-ს წილად ხვდა უმაღლსი შეფასებები კრიტიკოსებისაგან. იგი აგრეთვე კომერციულადაც წარმატებული აღმოჩნდა (სამი მილიონი გაყიდული ასლი მსოფლიოს მასშტაბით). კრიტიკოსებმა ძირითადად შეაქეს თამაშის დეტალიზირებული გრაფიკა და მთავარი მტერი ნემესისი. თუმცა ზოგიერთმა გააკრიტიკა ის სიუჟეტის მოკლე ხნიანობის გამო. საერთო განხილვების საიტ Metacritic-მა PS-ს ვერსიას დაუწერა 91/100,[2] Dreamcast-ის ვერსიას — 79/100,[3]GameCube-ის — 62/100,[4] PC-ის — 71/100,[5] ხოლო GameRankings-ზე შედეგები ამგვარად არის: ; Dreamcast — 81.11%,[6] GameCube — 63.71%,[7] PC — 74.15 %,[8] PS — 88.21%.[9]
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ „Keeping The Nightmare Alive“. Edge. Future plc (74): 38–42. August 1999.
- ↑ Resident Evil 3: Nemesis (PlayStation). ციტირების თარიღი: October 3, 2021
- ↑ Resident Evil 3: Nemesis (Dreamcast). Metacritic. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-11-25. ციტირების თარიღი: 2015-01-19.
- ↑ Resident Evil 3: Nemesis (GameCube). Metacritic. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-12-30. ციტირების თარიღი: 2015-01-19.
- ↑ Resident Evil 3: Nemesis (PC). Metacritic. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-01-13. ციტირების თარიღი: 2015-01-19.
- ↑ Resident Evil 3: Nemesis (Dreamcast). GameRankings. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-10-30. ციტირების თარიღი: 2015-01-19.
- ↑ Resident Evil 3: Nemesis (GameCube). GameRankings. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-10-15. ციტირების თარიღი: 2015-01-19.
- ↑ Resident Evil 3: Nemesis (PC). GameRankings. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-10-30. ციტირების თარიღი: 2015-01-19.
- ↑ Resident Evil 3: Nemesis (PlayStation). GameRankings. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-10-08. ციტირების თარიღი: 2015-01-19.
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
- 1999 წლის ვიდეო თამაშები
- Dreamcast-ის თამაშები
- GameCube-ის თამაშები
- PlayStation-ის თამაშები
- Resident Evil-ის თამაშები
- ერთმოთამაშიანი ვიდეო თამაშები
- ვიდეო თამაშების გაგრძელებები
- ვიდეო თამაშები შემუშავებული იაპონიაში
- 1998 წელს მიმდინარე ვიდეო თამაშები
- აშშ-ში მიმდინარე ვიდეო თამაშები
- Virgin Interactive-ის თამაშები
- Windows-ის თამაშები