Resident Evil 3 (2020 წლის ვიდეო თამაში)
Resident Evil 3 | |
---|---|
დეველოპერ(ებ)ი | Capcom |
გამომცემელი | Capcom |
სერია | „Resident Evil“ |
ძრავა | RE Engine |
გამოსვლის თარიღი | 3 აპრილი, 2020 |
ჟანრ(ებ)ი | Survival horror |
რეჟიმ(ებ)ი | ერთმოთამაშიანი |
რეჟისორ(ებ)ი | კიოჰიკო საკატა |
პროდიუსერ(ებ)ი | მასაჩიკა კავატა |
პროგრამისტ(ებ)ი | გო აზავა |
მხატვარი |
|
კომპოზიტორი |
|
Resident Evil 3 (იაპონურად ცნობილია როგორც Biohazard RE:3 (იაპონ. バイオハザード RE:3 ბაიოჰაზარდო არუ ი სური) — survival horror-ის ჟანრის ვიდეო თამაში, შემქნილი და გამოცემული იაპონური კომპანია Capcom-ის მიერ 2020 წელს Microsoft Windows, PlayStation 4 და Xbox One-ისთვის. იგი არის 1999 წელს გამოსული თამაშის „Resident Evil 3: Nemesis“-ის რიმეიკი. სიუჟეტის ცენტრში არიან ყოფილი ელიტური აგენტი ჯილ ვალენტაინი და დაქირავებული ჯარისკაცი კარლოს ოლივეირა, რომლებიც ცდილობენ ვაქცინის აღმოჩენას და ინფიცირებული ქალაქისაგან თავის დაღწევას. თამაშში ვირტუალური კამერა წარმოდგენილია მესამე პირის ხედვით. მოთამაშემ უნდა ამოხსნას თავსატეხები და დაამარცხოს სხვადასხვა სახის მონსტრები.
თამაშს წილად ჰხვდა დადებითი შეფასებები ვიდეო თამაშების კრიტიკოსებისაგან, რომლებმაც ძირითადად შეაქეს თხრობის სტილი, დაძაბული ატმოსფერო და გრაფიკა. თუმცა გააკრიტიკეს იგი მოკლე ხნიანობისა და ორიგინალი თამაშის თვისებების არ ქონის გამო. საერთო განხილვების საიტ Metacritic-ზე თამაშის PC ვერსია ფლობს 77/100,[1] PS4 ვერსია — 79/100,[2] XONE — 84/100.[3]
„Resident Evil 3“ ნომინირებული იყო Game Awards 2020-ზე. 2021 წლის იანვრის მონაცემებით თამაშის გაყიდვების საერთო რაოდენობა შეადგენს 3.6 მილიონ ეგზემპლარს.[4]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Resident Evil 3 for PC Reviews. დაარქივებულია ორიგინალიდან — November 1, 2020. ციტირების თარიღი: March 15, 2021.
- ↑ Resident Evil 3 for PlayStation 4 Reviews. დაარქივებულია ორიგინალიდან — December 19, 2020. ციტირების თარიღი: March 15, 2021.
- ↑ Resident Evil 3 for Xbox One Reviews. დაარქივებულია ორიგინალიდან — December 7, 2020. ციტირების თარიღი: March 15, 2021.
- ↑ Tolbert, Samuel. (January 28, 2021) Resident Evil 3 crosses 3.6 million copies sold, per Capcom Q3 2021 financial results. ციტირების თარიღი: March 18, 2020.
|