ელისი (ბოროტების სავანე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ელისი
ბოროტების სავანე - პერსონაჟი
Alice Resident Evil Apocalypse.jpg
ელისი ფილმში „ბოროტების სავანე 2: აპოკალიფსი“
პირველი გამოჩენა „ბოროტების სავანე“
ბოლო გამოჩენა „ბოროტების სავანე: უკანასკნელი თავი“
შემქმნელი პოლ ანდერსონი
მსახიობი მილა იოვოვიჩი
ინფორმაცია
ნამდვილი სახელი ალისია მარკუსი
სქესი მდედრობითი
საქმიანობა კორპორაცია „ამბრელას“ უსაფრთხოების ყოფილი სპეციალისტი, შემდეგში მისი დაუძინებელი მტერი

ელისი (ინგლ. Alice), ასევე ცნობილი კოდური სახელწოდებით პროექტი ელისი (ინგლ. Project Alice) — გამოგონილი პერსონაჟი მხატვრული ფილმების სერიიდან „ბოროტების სავანე“, შექმნილი პოლ ანდერსონის მიერ. პერსონაჟის პროტოტიპს წარმოადგენს „Resident Evil 2“-ის გმირი ადა ვონგი.[1]

ელისი არის ალისია მარკუსის კლონი — კორპორაცია „Umbrella“-ს დამაარსებლის და ხელმღვანელის, ჯეიმზ მარკუსის ქალიშვილი. ის პირველად გამოჩნდა სერიის პირველ ნაწილში „ბოროტების სავანე“. მიუხედავად იმისა, რომ ელისი, როგორც პერსონაჟი არ ფიგურირებს თამაშის სერიაში, იგი ურთიერთობას ამყარებს ვიდოე თამაშების გმირებთან, როგორებიცაა: ჯილ ვალენტაინი, კლერ რედფილდი, კარლოს ოლივეირა, კრის რედფილდი, ლეონ სკოტ კენედი, ბარი ბერტონი, ადა ვონგი, ალბერტ ვესკერი და ნემესისი. ელისს განასახიერებს ცნობილი მსახიობი მილა იოვოვიჩი, რომელსაც აკისრია პრინციპული როლი სერიის ყველა ნაწილში და მთელი სიუჟეტი მოიცავს ბრძოლას მასსა და კორპორაციას შორის. ელისი წამოჩენილია შემდეგ ფილმებში: „ბოროტების სავანე“, „ბოროტების სავანე 2: აპოკალიფსი“, „ბოროტების სავანე 3“, „ბოროტების სავანე 4: სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ“, „ბოროტების სავანე: ანგარიშსწორება, „ბოროტების სავანე: დასკვნითი ნაწილი“.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]