შინაარსზე გადასვლა

Resident Evil 7: Biohazard

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Resident Evil 7: Biohazard
დეველოპერ(ებ)ი Capcom
გამომცემელი Capcom
სერია Resident Evil
ძრავა RE Engine
პლატფორმ(ებ)ი
გამოსვლის თარიღი WW 24 იანვარი, 2017
იაპ 26 იანვარი, 2017[1]
ჟანრ(ებ)ი Survival horror
რეჟიმ(ებ)ი ერთმოთამაშიანი
რეჟისორ(ებ)ი კოსი ნაკანისი
პროდიუსერ(ებ)ი
  • მასატიკა კავატა
  • ტსუიოსი კანდა
დიზაინერ(ებ)ი
  • ჰაძიმე ჰიროიუტი
  • კეისუკე იამაკავა
პროგრამისტ(ებ)ი
  • იოსუკე ნორო
  • ტომოფუმი ისიდა
მხატვარი
  • ტომონორი ტაკანო
  • ტოსიჰიკო ტსუდა
  • ჰიროიუკი სი
სცენარისტი რიჩარდ პირსი[2]
კომპოზიტორი
  • აკიიუკი მორიმოტო
  • მივაკო სინონე
  • სატოსი ჰორი
  • კრის ვალასკო[3]
  • ბრაიან დ'ოლივეირა

Resident Evil 7: Biohazard, იაპონიაში ცნობილია, როგორც Biohazard 7: Resident Evil (იაპონ. バイオハザード7 レジデント イービル?) — survival horror-ის ჟანრის ვიდეო თამაში, რომელიც შექმნა და გამოსცა იაპონურმა კომპანია Capcom-მა, 2017 წლის 24 იანვარს Microsoft Windows-ის, PlayStation 4-სა და Xbox One-ის პლატფორმებისთვის. PlayStation 4-ის ვერსიას გააჩნია PlayStation VR-ის მხარდაჭერა, ხოლო [4] (2018 წლიდან Microsoft Windows-ის და Xbox One-ის ვერსიებსაც ექნებათ ვირტუალური რეალობის მხარდაჭერა).[5] ეს არის რიგით მეთერთმეტე ძირითადი თამაში Resident Evil-ის სერიიდან და პირველი ძირითადი თამაში სერიიდან პირველი პირის ხედვით.

სიუჟეტი მიმდინარეობს ეთანი ვინტერის გარშემო, გამოგონილ ქალაქ დალვიში (ინგლ. Dulvey), ლუიზიანას შტატი, რომელიც მიემართება დაკარგული მეუღლის საპოვნელად. მოგზაურობისას გადააწყდება სახლს, სადაც ცხოვრობს ბიკერების ოჯახი, რომელთა წინააღმდეგაც უწევს პროტაგონისტს ბრძოლა.

გეიმპლეი მოიცავს ტერიტორიების გამოკვლევას, თავსატეხების გადალახვას, მონსტრებთან ბრძოლას. თამაში არის პირველი პირის ხედვით.[6] მასში ხელმისაწვდომია სხვადასხვა სახის იარაღები, მათ შორის: პისტოლეტი, თოფი, ცეცხლმფრქვევი, ასაფეთქებელი ნივთიერებები, ბენზო ხერხი და სხვა.[7] თამაშში ძირითადი აქცენტი გამახვილებულია შიშის ატმოსფეროსა და კლაუსტროფობიაზე, რასაც ხელს უწყობს რიგი შეზღუდვები, როგორიც არის შეზღუდული ინვენტარი და ზოგიერთი მოწინააღმდეგის უკვდავება. ასე რომ მოთამაშეს უწევს აირჩიოს — ებრძოლოს მტერს თუ განერიდოს მას.[8][9]

Resident Evil 7“-ზე მუშაობა ჯერ კიდევ 2015 წელს დაიწყო.[10] შემქმნელთა ჯგუფს ხელმძღვანელობდა კოსი ნაკანისი. პროექტის ფარგლებში მუშაობდა დაახლოებით 120 თანამშრომელი.[11][12] დაანონსდა E3 2016-ის სონის კონფერენციაზე და ამავე დღეს დემო-ტიზერი სახელწოდებით Resident Evil 7 Teaser: Beginning Hour გამოვიდა PlayStation Store-ზე,[4] რათა მოთამაშეებისთვის ეჩვენებინათ საერთო ატმოსფერო.

თამაშმა მიიღო დადებითი შეფასებები სათამაშო პრესისგან. ჟურნალმა „GamesRadar“ „ სიაში „20 საუკეთესო საშინელებათა თამაში“ მას მეხუთე ადგილი მიუჩინა.[13] მიმოხილველებმა ძირითადად შეაქეს გეიმპლეი, გრაფიკა, დიზაინი და სიუჟეტი. თუმცა მათ უარყოფითად დაახასიათეს ბოსებთან ბრძოლის სცენები და თამაშის ბოლო თავი. საერთო განხილვების საიტ GameRankings-ზე PC ვერსია ფლობს 80 %-ს,[14]PS4 — 86.59%,[15] XONE — 88.09%,[16] ხოლო Metacritic-ზე შედეგები ამგვარად გადანაწილდა: PC — 83/100,[17] PS4 — 86/100,[18] XONE — 86/100.[19]

ის ასევე წარმატებული აღმოჩნდა კომერციულადაც, გამოსვლიდან დღემდე მსოფლიოს მასშტაბით გაიყიდა 3.5 მილიონი ეგზემპლარი.[20] Capcom-ში ვარაუდობენ, რომ თამაშის გაყიდვები 10 მილიონამდე გაიზრდება.[21]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Romano, Sal. (13 ოქტომბერი, 2016) Capcom begins 'The World of Resident Evil 7' short video series. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 ოქტომბერი, 2016.
  2. Arif, Shabana. (17 ივნისი, 2016) Resident Evil 7 written by a westerner, a first for the series. Videogaming247 Ltd. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 ივნისი, 2016.
  3. Greening, Chris. (11 იანვარი, 2017) Composer, music and soundtrack details revealed for Resident Evil 7: biohazard. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 იანვარი, 2017.
  4. 4.0 4.1 Turi, Tim. (13 ივნისი, 2016) Resident Evil 7 biohazard Ushers in a New Era of Fear. Capcom. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 ივნისი, 2016.
  5. Chalk, Andy. (3 ოქტომბერი, 2016) Resident Evil 7 VR is 'exclusive to PlayStation VR' for a year. Future plc. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 ოქტომბერი, 2016.
  6. Jones, Gary. (27 აგვისტო, 2016) Resident Evil 7 Ethan story revealed as talk turns to classic character drought. Northern & Shell.
  7. Frank, Allegra. (26 აგვისტო, 2016) Resident Evil 7 plot, combat details outed by ESRB (update). Vox Media. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 აგვისტო, 2016.
  8. Osborn, Alex. (15 ივნისი, 2016) E3 2016: Resident Evil 7 Teaser Demo Not Part of the Main Game. Ziff Davis. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 ივნისი, 2016.
  9. Sykes, Tom. (28 ივნისი, 2016) Resident Evil 7 won't feature quick-time events. Future plc. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 ივნისი, 2016.
  10. Famitsu Interview Reveals Resident Evil 7 is About 65 Percent Complete! (16 ივნისი, 2016). ციტირების თარიღი: 16 ივნისი, 2016.
  11. Capcom on Resident Evil - "It’s challenging to stick to survival horror, the more games you make in a series.". pcgamesn.com. ციტირების თარიღი: 15 ივნისი, 2016.
  12. McWhertor, Michael. (15 ივნისი, 2016) Resident Evil 7's demo content won't be in the main game, but a new hero will. polygon.com. ციტირების თარიღი: 15 ივნისი, 2016.
  13. GamesRadar Staff. (27 მარტი, 2017) The 20 best horror games of all time. Future plc.
  14. Resident Evil 7: biohazard for PC. GameRankings. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-01-26. ციტირების თარიღი: 2017-01-30.
  15. Resident Evil 7: biohazard for PlayStation 4. GameRankings. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-01-24. ციტირების თარიღი: 2017-01-30.
  16. Resident Evil 7: biohazard for Xbox One. GameRankings. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-01-25. ციტირების თარიღი: 2017-01-30.
  17. Resident Evil 7: biohazard for PC Reviews. Metacritic. ციტირების თარიღი: 24 იანვარი, 2017.
  18. Resident Evil 7: biohazard for PlayStation 4 Reviews. Metacritic. ციტირების თარიღი: 23 იანვარი, 2017.
  19. Resident Evil 7: biohazard for Xbox One Reviews. Metacritic. ციტირების თარიღი: 23 იანვარი, 2017.
  20. Phillips, Tom. (27 აპრილი, 2017) Resident Evil 7 sales top 3.5m worldwide. Gamer Network. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 აპრილი, 2017.
  21. Makuch, Eddie. (16 მაისი, 2017) Resident Evil 7 Expected To Ship 10 Million Units, Still Has A Lot Of Work To Do. CBS Interactive.