Resident Evil: Revelations 2

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Resident Evil: Revelations 2
Resident Evil Revelations 2-ის გარეკანი.jpg
დეველოპერ(ებ)ი Capcom
გამომცემელი Capcom
სერია Resident Evil
ძრავა MT Framework
პლატფორმ(ებ)ი Microsoft Windows, PlayStation 3, PlayStation 4, PlayStation Vita, Xbox 360, Xbox One
გამოსვლის თარიღი
ჟანრ(ებ)ი Survival horror
რეჟიმ(ებ)ი ერთმოთამაშიანი, მრავალთმოთამაშიანი
რეჟისორ(ებ)ი იასუჰირო ანპო
დიზაინერ(ებ)ი კაძუნორი კადოი
სცენარისტი დაი სატო

Resident Evil: Revelations 2, იაპონიაში ცნობილია, როგორც Biohazard Revelations 2 (იაპონ. バイオハザード リベレーションズ 2?) — ეპიზოდური ვიდეო თამაში survival horror-ის ჟანრში, რომელიც შექმნა და გამოსცა კომპანია Capcom-მა შემდეგი პლატფორმებისთვის: Microsoft Windows, PlayStation 3, PlayStation 4, PlayStation Vita, Xbox 360, Xbox One. პირველი ოფიციალური ტრეილერი ნაჩვენები იქნა 2014 წლის დეკემბერში.[4] ის არის „Resident Evil“-ის სერიის რიგით მეათე ძირითადი თამაში. პირველი ეპიზოდი გამოვიდა 2015 წლის 24 თებერვალს, მეორე 2015 წლის 3 მარტს, მესამე 2015 წლის 10 მარტს, ხოლო მეოთხე 2015 წლის 17 მარტს.

Revelations 2“ არის survival horror-ის ჟანრის თამაში და აქვს კოოპერატიული რეჟიმის მხარდაჭერა კონსოლებზე.[5][6] თამაშის გეიმპლეი ორიენტირებულია პერსონჟებს შორის აქტიურ ურთიერთქმედებაზე. თითოეულ პერსონაჟს გააჩნია მისთვის დამახასიათებელი უნიკალური უნარები. იმისათვის, რომ მოთამაშემ გადალახოს უმეტესი დაბრკოლება, მას მოუწევს გამოიყენოს ყველა პერსონაჟის შესაძლებლობები.

სიუჟეტი ვითარდება მეხუთე და მეექვსე ნაწილს შორის, 2011 წელს. [7] თამაშში ფიგურირებს ოთხი მოთმაშე პერსონაჟი, კლერ რედფილდი, ბარი ბერტონი, ბარის ქალიშვილი მოირა და ნატალია კორდა, რომელსაც აქვს ზებუნებრივი შესაძლებლობები.

თამაშმა მიიღო დამაკმაყოფილებელი შეფასებები მიმოხილველებისგან. საერთო განხილვების საიტ GameRankings-ზე ეპიზოდი 1-ის PC ვერსია ფლობს 77.75%,[8] PS4 — 73.62%, XONE — 70.94. ეპიზოდი 2: PC — 78.67%,[9] PS4 — 77.00%, XONE — 73.64%. ეპიზოდი 3: PC — 79.67%[10], PS4 — 74.29%, XONE — 72.73, ეპიოდი 4: PC — 74.75%,[11] PS4 — 76.14%, XONE — 73.67, ხოლო, Metacritic-ზე შედეგები ასეთია: ეპიზოდი 1: PC — 73/100,[12] PS4 — 75/100, XONE — 73. ეპიზოდი 2: PC — 76, [13] PS4 — 75/100, XONE — 74/100. ეპიზოდი 3: PC — 78/100,[14] PS4 77/100. XONE — 73/100. ეპიზოდი 4: PC — 73/100,[15] PS4 — 75/100, XONE — 74/100.

2015 წლის 18 ნოემბერს Capcom-მა განაცხადა, რომ მსოფლიოს მასშტაბით გაიყიდა „Resident Evil Revelations 2“-ის 1.6 მილიონი ეგზემპლარი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Chris Scullion. (2 დეკემბერი, 2014) Resident Evil Revelations 2 release dates, price, boxed version detailed. Computer and Video Games. წაკითხვის თარიღი: 2 დეკემბერი, 2014.
  2. 2.0 2.1 Resident Evil Revelations 2 PS Vita release date set (23 ივლისი, 2015).
  3. PS Vita版「バイオハザード リベレーションズ2」は9月17日発売へ。死地からの脱出と救出,2つの物語を描くサバイバルホラー ja (24 ივლისი, 2015).
  4. Yin-Poole, Wesley. (2014-02-12) Resident Evil Revelations 2 trailer confirms Barry Burton's return. Eurogamer. წაკითხვის თარიღი: 2015-01-13.
  5. CAPCOM. (2015-02-26) Update on local split-screen coop. Steam (პროგრამა). წაკითხვის თარიღი: 2015-02-27.
  6. Mitch Dyer. (2014-10-02) Resident Evil Revelations 2: Solving the Fear Problems. IGN. წაკითხვის თარიღი: 2014-11-03.
  7. Zorine Te. (2014-09-07) Resident Evil Revelations 2 Will Star, Claire Redfield and Barry's Daughter. GameSpot. წაკითხვის თარიღი: 2014-11-03.
  8. Resident Evil: Revelations 2 - Episode 1: Penal Colony Reviews. GameRankings. წაკითხვის თარიღი: 21 მარტი, 2015.
  9. Resident Evil: Revelations 2 - Episode 2: Contemplation Reviews. GameRankings. წაკითხვის თარიღი: 21 მარტი, 2015.
  10. Resident Evil: Revelations 2 - Episode 3: Judgment Reviews. GameRankings. წაკითხვის თარიღი: 21 მარტი, 2015.
  11. Resident Evil: Revelations 2 - Episode 4: Metamorphosis Reviews. GameRankings. წაკითხვის თარიღი: 21 მარტი, 2015.
  12. Resident Evil: Revelations 2 - Episode 1: Penal Colony Reviews. Metacritic. წაკითხვის თარიღი: 21 მარტი, 2015.
  13. Resident Evil: Revelations 2 - Episode 2: Contemplation Reviews. Metacritic. წაკითხვის თარიღი: 21 მარტი, 2015.
  14. Resident Evil: Revelations 2 - Episode 3: Judgment Reviews. Metacritic. წაკითხვის თარიღი: 21 მარტი, 2015.
  15. Resident Evil: Revelations 2 - Episode 4: Metamorphosis Reviews. Metacritic. წაკითხვის თარიღი: 21 მარტი, 2015.