შინაარსზე გადასვლა

სინძი მიკამი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სინძი მიკამი

სინძი მიკამი 2013 წელს
დაბადების თარიღი 11 აგვისტო, 1965 (1965-08-11) (60 წლის)
ივაკუნი, იამაგუტის პრეფექტურა
ეროვნება იაპონია
საქმიანობა ვიდეო თამაშების დიზაინერი, პროდიუსერი, თამაშების რეჟისორი
აქტიური 1990-დღემდე
წოდება Tango Gameworks-ის დამფუძნებელი
საიტი tangogameworks.com

სინძი მიკამი (იაპონ. 三上 真司 მიკამი სინძი?, დ. 11 აგვისტო, 1965) — იაპონელი ვიდეო თამაშების დიზაინერი, რეჟისორი და პროდიუსერი.

კარიერა დაიწყო 1990 წელს, კომპანია Capcom-ში და მონაწილეობა მიიღო ბევრი ცნობილი თამაშის შექმნაში. ის არის „Resident Evil“-ის და „Dino Crisis“-ის რეჟისორი, მასვე ეკუთვნის 2002 წელს გამოსული „Resident Evil (რიმეიკი)“ და 2005 წლის მესამე პირის შუტერიResident Evil 4“. მიკამის მიერ Capcom-ში შემუშავებული უკანასკნელი თამაში იყო „God Hand“. Capcom-დან წასვლის შემდეგ მუშაობდა Platinum Games-ში. 2010 წელს ჩამოაყალიბა საკუთარი ვიდეო თამაშების კომპანია Tango Gameworks, რომლის აღმასრულებელი დირექტორი თავად იყო. აქ მან შექმნა პირველი პირის საშინელებათა თამაში „The Evil Within“. 2010 წლის 28 ოქტომბერს Tango Gameworks შეიძინა კომპანია ZeniMax Media-მ.

სინძი მიკამი დაიბადა 1965 წლის 11 აგვისტოს, იამაგუტის პრეფექტურაში, იაპონია. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო დოსისიას უნივერსიტეტში, სადაც სწავლობდა მერჩანდაიზინგს.[1]

1990 წელს მუშაობა დაიწყო Capcom-ში[1] და შედუგა მის პირველ თამაშზე „Capcom Quiz: Hatena? no Daibōken“ მუშაობას. 1991-1993 წლებში შექმნა დისნეის მულტფილმების მოტივებზე დაფუძნებული სამი თამაში: „Who Framed Roger Rabbit“ (Game Boy), „Goof Troop“ და „Disney’s Aladdin“, (Super Nintendo),[1] ხოლო ეს უკანასკნელი ფინანსურად წარმატებული აღმოჩნდა (1.75 მილიონი გაყიდული ასლით).[2]

Goof Trop“-ის გამოსვლიდან, მალე სინძი მიკამის დაევალა სამგანზომილებიანი თამაშის შექმნა PlayStation-სა Sega Saturn-ისთვის. 1996 წელს გამოვიდა ცნობილი თამაში „Resident Evil“ (იაპონიაში ცნობილი, როგორც „Biohazard“), რომლის შთგონების წყაროდ იქცა მხატვრული ფილმი „ზომბი 2“ და ვიდეო თამაში „Sweet Home“. „Resident Evil“-ის წარმატებამ განაპირობა Survival horror-ის ჟანრის პოპულარობა. ამის წყალობით შეიქმნა თამაშის უამრავი გაგრძელება, ფილმები, კომიქსები და სათამაშოები.

1997 წელს მიკამი გახდა Capcom-ის რამდენიმე პროექტის პროდიუსერი, მათ შორის „Resident Evil 2“-სა და „Dino Crisis“-ის. ორი წლის შემდეგ დიზაინერი დანიშნეს კომპანიის ერთ-ერთი განყოფილების უფროსად. მისი ხელმძღვანელობით გამოიცა „Devil May Cry“, „Resident Evil Code: Veronica“ და „Dino Crisis 2“, რომლის გაყიდვებაც 1.2 მილიონი ეგზემპლარი შეადგინა. 2001 წლიდან 2006 წლამდე სტუდია თამაშებს უშვებდა მხოლოდ Nintendo GameCube-ისთვის, რომელთაგანაც ყველაზე განთქმულია „Resident Evil 4“, „P.N.03“, „Viewtiful Joe“, „killer7“ და „Dead Phoenix“. სინძი მიკამი გახდა პროექტ „Resident Evil 4“-ის რეჟისორი, რომელმაც მიიღო მაღალი შეფასებები მიმოხილველებისგან და კომერციული წარმატებაც ჰხვდა წილად.

აღნიშნული თამაშის გამოსვლის შემდეგ, მუშაობა დაიწყო სტუდია Glover-ში. 2007 წელს სტუდია დაიშალა და მიკამი გადავიდა Platinum Games-ში. აქ მან შეიმუშავა „Vanquish“, რომელიც იქცა ისეთ პროექტების შთაგონების წყაროდ, როგორებიც არის „Bulletstorm“,[3][4]Crysis 2“,[3]Killzone 3“,[5]Binary Domain“.[6]

2010 წელს მან დააარსა კომპანია Tango Gameworks, სადაც შექმნა Survivol horror-ის ჟანრის თამაში „The Evil Within“, გამოცემული Bethesda Softworks-ის მიერ, Xbox 360, PS3, PC, PS4-სა და Xbox One-ის პლატფორმებისთივს.[7][8]

წელი თამაში როლი
1990 „Capcom Quiz: Hatena? no Daibōken“ დამგეგმავი
1991 „Who Framed Roger Rabbit“ დიზაინერი
1993 „Goof Troop“
„Disney's Aladdin“ დამგეგმავი
1996 „Resident Evil“ რეჟისორი
1998 „Resident Evil 2“ პროდიუსერი
1999 „Dino Crisis“ რეჟისორი, პროდიუსერი
„Resident Evil 3: Nemesis“ პროდიუსერი
2000 „Resident Evil – Code: Veronica“
„Dino Crisis 2“ აღმასრულებელი პროდიუსერი
2001 „Onimusha: Warlords“ მრჩეველი
„Resident Evil Survivor 2 – Code: Veronica“ სუპერვაიზერი
„Devil May Cry“ აღმასრულებელი პროდიუსერი
„Phoenix Wright: Ace Attorney“
„Resident Evil Gaiden“ მრჩეველი
2002 „Resident Evil“ რეჟისორი
„Steel Battalion“ გენერალური პროდიუსერი
„Phoenix Wright: Ace Attorney − Justice for All“ აღმასრულებელი პროდიუსერი
„Resident Evil Zero“ აღმასრულებელი მრჩეველი
2003 „P.N.03“ რეჟისორი
„Dino Crisis 3“ აღმასრულებელი პროდიუსერი
„Viewtiful Joe“
2004 „Phoenix Wright: Ace Attorney − Trials and Tribulations“
„Steel Battalion: Line of Contact“ გენერალური პროდიუსერი
2005 „Resident Evil 4“ რეჟისორი, სცენარისტი
„Killer7“ აღმასრულებელი პროდიუსერი, სცენარისტი
2006 „God Hand“ რეჟისორი
2010 „Vanquish“
2011 „Shadows of the Damned“ კრეატიული პროდიუსერი
2014 „The Evil Within“ რეჟისორი
2015 „Fallout 4“ ტაკაჰაშის ხმა
2017 „The Evil Within 2“ აღმასრულებელი პროდიუსერი
2022 „Ghostwire: Tokyo“
2023 „Hi-Fi Rush“

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. 1.0 1.1 1.2 An Interview With Shinji Mikami, Image Comics, Inc., სექტემბერი, 1998.
  2. Company Profile. Capcom (მაისი, 2002). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-09-22. ციტირების თარიღი: 2012-05-25.
  3. 3.0 3.1 Games Inbox: Assassin’s Creed III hints, ninjas vs. samurai, and hydrophilia. Metro (7 იანვარი, 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-24. ციტირების თარიღი: 2012-05-25.
  4. VanOrd, Kevin.. (22 თებეერვალი, 2011) Bulletstorm Review for PlayStation 3. GameSpot. ციტირების თარიღი: 2012-05-25.[მკვდარი ბმული]
  5. Killzone 3 Review. Computer and Video Games (3 თებერვალი, 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-24. ციტირების თარიღი: 2012-05-25.
  6. Tuffcub.. (28 აპრილი, 2011) Trailer: Binary Age. The Sixth Axis. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-24. ციტირების თარიღი: 2012-05-25.
  7. Drake, Audrey. (26 აპრილი, 2012) Resident Evil Creator Returns to Survival Horror. IGN. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-29. ციტირების თარიღი: 16 მაისი, 2012.
  8. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-12-26. ციტირების თარიღი: 2017-05-10.