Resident Evil 2 (2019 წლის ვიდეო თამაში)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Resident Evil 2
Resident Evil 2 Remake.jpg
დეველოპერ(ებ)ი Capcom
გამომცემელი Capcom
სერია „Resident Evil“
პლატფორმ(ებ)ი
გამოსვლის თარიღი 25 იანვარი, 2019
ჟანრ(ებ)ი Survival horror
რეჟიმ(ებ)ი ერთმოთამაშიანი
რეჟისორ(ებ)ი
  • კაძუნორი კადოი
  • იასუჰირო ანპო
პროდიუსერ(ებ)ი
  • იოშიაკი ჰირაბაიაში
  • ცუიოში კანდა
დიზაინერ(ებ)ი ჰიდეჰირო გოდა
პროგრამისტ(ებ)ი მასატოში ფუკაზავა
კომპოზიტორი
  • შუსაკუ უჩიამა
  • ზენლან კანგი

Resident Evil 2 (იაპონ. Biohazard RE:2) — Survival horror-ის ჟანრის ვიდეო თამაში, რომელიც შექმნა და გამოსცა იაპონურმა კომპანია Capcom-მა. ის არის 1998 წელს გამოსული ვიდეო თამაშ „Resident Evil 2“-ის რიმეიკი. სიუჟეტი მიმდინარეობს პოლიციელის, ლეონ სკოტ კენედისა და კლერ რედფილდის გარშემო, რომლებიც ცდილობენ ზომბებით მოცული ქალაქ რაკუნ-სიტიდან გაღწევას. თამაში გამოვიდა 2019 წლის 25 იანვარს PlayStation 4-ზე, Windows-სა და Xbox One-ზე.[1]

„Resident Evil 2“-ისგან განსხვავებით და „Resident Evil 4“-ის მსგავასდ, მასში ვირტუალური კამერა წარმოდგენილია მესამე პირის ხედვით.[2]

მეორე ნაწილის რიმეიკის შექმნის იდეა Capcom-ს ჯერ კიდევ პირველი ნაწილის რიმეიკის „Resident Evil“-ის შემდეგ მოუვიდა. მაგრამ იმ დროისთვის სერიის შემქმნელი სინძი მიკამი დაკავებული იყო Resident Evil 4-ზე მუშაობით, შესაბამისად პროექტზე მუშაობა დროებით შეწყდა.[3] 2015 წელს Capcom-მა განაცხადა, რომ მიმდინარეობდა მეორე ნაწილის რიმეიკზე მუშაობა.[4] 2018 წელს E3-ის ცერემონიალზე ნაჩვენები იქნა თამაშის პირველი ტრეილერი[5]

„Resident Evil 2“-ს წილად ხვდა უმაღლესი შეფასებები კრიტიკოსებისაგან. თამაშმა ასევე გაიმარჯვა რამდენიმე პრესტიჟულ დაჯილდოებაზე, მათ შორის — Golden Joystick Awards, NAVGTR Awards, D.I.C.E. Awards და სხვა. 2018 წლის E3-ის ცერემონიალის დამთავრების შემდეგ, Game Critics Awards-ის დაჯილდოებაზე დასახელდა „შოუს საუკეთესო მოვლენად“.[6] საერთო განხილვების საიტ Metacritic-ზე თამაშის PC ვერსია ფლობს 89/100,[7] PS4-ის ვერსია — 91/100,[8] ხოლო XONE-ის ვერსია – 93/100.[9]

თამაში წარმატებული აღმოჩნდა კომერციულადაც, 2019 წლის მონაცემებით მსოფლიოს მასშტაბით თამაშის გაყიდვების რაოდენობა ხუთ მილიონ ეგზემპლარს აღემატება.[10]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Osborn, Alex. (June 11, 2018) E3 2018: Resident Evil 2 Remake Release Date Announced en-US. ციტირების თარიღი: June 13, 2018.
  2. Espineli, Matt. (12 ივნისი, 2018) E3 2018: Resident Evil 2 Remake Is Familiar But Terrifying In New Ways en-US. ციტირების თარიღი: 13 ივნისი, 2018.
  3. (Japanese)ハイパーカプコンスペシャル (Sony Magazines Inc.). June 11, 2002.
  4. Senior, Tom. Resident Evil 2 Remake is in development. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 იანვარი, 2018. ციტირების თარიღი: 25 იანვარი, 2018.
  5. McWhertor, Michael. Resident Evil 2 remake revealed, coming January 2019. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 ივნისი, 2018. ციტირების თარიღი: 12 ივნისი, 2018.
  6. Fogel, Stefanie. Game Critics Awards 2018 Names ‘Resident Evil 2’ Remake Best of Show. ციტირების თარიღი: 12 ივლისი, 2018.
  7. Resident Evil 2 for PC Reviews. Metacritic. დაარქივებულია ორიგინალიდან — 31 მაისი, 2019. ციტირების თარიღი: 22 იანვარი, 2019.
  8. Resident Evil 2 for PlayStation 4 Reviews. Metacritic. დაარქივებულია ორიგინალიდან — 31 მაისი, 2019. ციტირების თარიღი: 25 მარტი, 2019.
  9. Resident Evil 2 for Xbox One Reviews. Metacritic. დაარქივებულია ორიგინალიდან — 31 მაისი, 2019. ციტირების თარიღი: 22 იანვარი, 2019.
  10. Kerr, Chris. Resident Evil 2 remake has passed 5 million sales. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 დეკემბერი, 2019. ციტირების თარიღი: 11 December 2019.