Resident Evil Zero

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Resident Evil Zero
Resident Evil Zero-ს გარეკანის ფოტო.jpg
დეველოპერ(ებ)ი Capcom
გამომცემელი Capcom
სერია Resident Evil
პლატფორმ(ებ)ი GameCube, Wii, Microsoft Windows, PlayStation 3, PlayStation 4, Xbox 360, Xbox One
გამოსვლის თარიღი
ჟანრ(ებ)ი Survival horror
რეჟიმ(ებ)ი ერთმოთამაშიანი
რეჟისორ(ებ)ი კოძი ოდა
პროგრამისტ(ებ)ი იოსიფუმი ჰირაო
სცენარისტი
კომპოზიტორი სეიკო კობუცი

Resident Evil Zero, იაპონიაში ცნობილია, როგორც Biohazard Zero (იაპონ. : バイオハザード) — survival horror -ის ჟანრის ვიდეო თამაში, შექმნილი და გამოცემული იაპონური კომპანია Capcom-ის მიერ Nintendo GameCube-ის პლატფორმისთვის 2002 წელს. ის არის რიგით მეხუთე ძირითადი თამაში „Resident Evil“-ის სერიიდან და ითვლება „Resident Evil (2002)"-ის პრიკველად.

სიუჟეტი მიმდინარეობს ორი გმირის, ოფიცერ რებეკა ჩემბერზის და დამნაშავე ბილი კოენის გარშემო, რომლებიც იკვლევენ ფარმაცევტული კორპორაცია Umbrella Corporation-ის მიტოვებულ სასწავლო ცენტრს. თამაში ინარჩუნებს „Resident Evil “-ის სერიის გეიმპლეის ელემენტებს,[3] თუმცა დამატებულია ახალი მახასიათებლები. მასში ვირტუალური კამერა წარმოდგენილი არის მესამე პირის ხედვით. მოთამაშეს შესაძლებლობა აქვს აკონტროლოს ორივე პერსონაჟი და ნებისმიერ დროს გადაერთოს ერთიდან მეორეზე, რაც ხელს უწყობს სხვადასხვა დაბრკოლებებისა და თავსატეხების მარტივად გადალახვას.[4] ორივე პერსონაჟს გააჩნია უნიკალური შესაძლებლობები, მაგალითად, რებეკა არის მედიკოსი და მოპოვებული მცენარეებით შეუძლია მოამზადოს სამკურნალო საშუალებები და შეაღწიოს რთულად მისადგომ ადგილებში, თუმცა ფიზიკურად სუსტია, ხოლო რაც შეეხება ბილს, ის ფიზიკურად ძლიერია, შეუძლია მძიმე საგნების გადატანა, ფლობს სანთებელას და აქვს სიცოცხლის მაღალი მაჩვენებელი.[5][6]

თამაშზე მუშაობა დაიწყო 1998 წელს, ხოლო ოფიციალურად დაანონსდა 2000 წლის იანვარში და დემო თამაში ნაჩვენები იქნა Tokyo Game Show-ზე.[7] თავდაპირველად განკუთვნილი იყო Nintendo 64-ისთვის.[8] თუმცა მოგვიანებით ნათელი გახდა, რომ თამაშის მოცულობა აღემატებოდა Nintendo 64-ის სათამაშო კარტრიჯისას,[9] რომელიც მხოლოდ 64 მბ-ს შეადგენდა. ამიტომაც მისი გამოცემა გადაწყდა Nintendo GameCub-ზე, რომელსაც გააჩნდა MiniDVD ფორმატი, რომელიც კარტრიჯთან შედარებით გაცილებით მეტ ინფორმაციას იტევდა. თამაშის სცენარი და გარემო უცვლელი დარჩა, თუმცა კომპანიას მოუწია მასში გარკვეული ცვლილებების შეტანა.[9] Capcom-მა პლატფორმის ცვლილებასთან დაკავშირებით განცხადება 2000 წლის სექტემბერში გააკეთა.[10]

თამაშმა მზის შუქი იხილა 2002 წლის 10 ნოემბერს ჩრდილოეთ ამერიკაში, 2002 წლის 21 ნომბერს იაპონიაში და 2003 წლის 7 მარტს ევროპაში.[11] 2008 წლის დეკემბერში თამაში „Resident Evil“-თან (2002) ერთად პორტირებული იქნა Nintendo Wii-ზე სახელწოდებით „Resident Evil Archives: Resident Evil Zero“. 2016 წლის 19 მარტს Microsoft Windows, PlayStation 3, PlayStation 4, Xbox 360 და Xbox One-პლატფორმებზე გამოვიდა გადაკეთებული ვერსია „Resident Evil Zero HD Remaster“,[12] რომელიც მოიცავს გაუმჯობესებულ ხმის ეფექტებს და გრაფიკას.

GameCube-ის ვერსიას დადებითი შეფასებები ჰხვდა წილად ვიდეო თამაშების მიმომხილველებისგან.[13] კრიტიკოსებმა შეაქეს გრაფიკა და ხმის ატმოსფერო,[3][14][15] ხოლო გადაკეთებულმა ვერსიამ მიიღო შერეული შეფასებები. საერთო განხილვების საიტ Metacritic-ზე GameCube-ის ვერსია ფლობს 83/100.[13]Resident Evil Zero-ს გაყიდვების რაოდენობა GameCube-ზე შეადგენს 1.25 მილიონ ეგზემპლარს, ხოლო რემასტერინგული ვერსიის გაყიდვები 2016 წლის მონაცემით 1.3 მილიონს,[16] ჯამმში — 2.5 მილიონი ასლი. 2004 წლის 24 ოქტომბერს გამოიცა თამაშზე დაფუძნებული სტეფანი დანელე პერის რომანი „Resident Evil: Zero Hour“.[17]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Osborn, Alex. (8 დეკემბერი, 2015) Resident Evil 0 Remaster Release Date Announced. IGN. დაარქივებულია ორიგინალიდან - 9 დკემბერი, 2015. წაკითხვის თარიღი: 8 დეკემბერი, 2015.
  2. Hussain, Tamoor. (8 დეკემბერი, 2015) Resident Evil 0 HD Remaster Screenshots Show Billy Going Commando. GameSpot. დაარქივებულია ორიგინალიდან - 11 დეკემბერი, 2015. წაკითხვის თარიღი: 8 დეკემბერი, 2015.
  3. 3.0 3.1 Casamassina, Matt. Review: Resident Evil Zero (GameCube). IGN. დაარქივებულია ორიგინალიდან - 13 აპრილი, 2016. წაკითხვის თარიღი: 6 თებერვალი, 2009.
  4. (2002) Resident Evil Zero, NTSC, GameCube, Capcom. 
  5. Resident Evil Zero. In-game "Player's Manual 2"
  6. Martin, Liam. What did we think of Resident Evil HD Remaster? en (19 იანვარი, 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან - 8 ივნისი, 2016. წაკითხვის თარიღი: 30 მარტი, 2017.
  7. MacDonald, Mark. Resident Evil Zero Preview. GameSpot (13 იანვარი, 2000). დაარქივებულია ორიგინალიდან - 4 თებერვალი, 2017. წაკითხვის თარიღი: 17 ივლისი, 2012.
  8. Interview: Capcom chief lifts Resident Evil 0 lid. დაარქივებულია ორიგინალიდან - 11 მაისი, 2011. წაკითხვის თარიღი: 28 დეკემბერი, 2015.
  9. 9.0 9.1 Steven Rodriguez. (7 მაისი, 2002) Quick Resident Evil 0 Interview. Nintendo World Report. დაარქივებულია ორიგინალიდან - 31 დეკემბერი, 2015. წაკითხვის თარიღი: 8 იანვარი, 2012.
  10. N64: 0 -- Cube: RE0. IGN (7 სექტემბერი, 2000). დაარქივებულია ორიგინალიდან - 29 დეკემბერი, 2013. წაკითხვის თარიღი: 4 თებერვალი, 2017.
  11. Resident Evil Zero - GameCube - GameSpy. დაარქივებულია ორიგინალიდან - 5 სექტემბერი, 2015. წაკითხვის თარიღი: 4 თებერვალი, 2017.
  12. Osborn, Alex. (8 დეკემბერი, 2015) Resident Evil 0 Remaster Release Date Announced en-US. დაარქივებულია ორიგინალიდან - 26 აპრილი, 2016. წაკითხვის თარიღი: 4 თებერვალი, 2017
  13. 13.0 13.1 Resident Evil 0 for GameCube Reviews, Ratings, Credits, and More. Metacritic. დაარქივებულია ორიგინალიდან - 30 დეკემბერი, 2010. წაკითხვის თარიღი: 6 თებერვალი, 2009.
  14. MacDonald, Mark. Reviews: Resident Evil Zero. 1UP.com. დაარქივებულია ორიგინალიდან - 16 ივლისი, 2012. წაკითხვის თარიღი: 8 თებერვალი, 2009.
  15. Varanini, Giancarlo. (12 ნოემბერი, 2002) Review: Resident Evil Zero (GameCube). GameSpot. დაარქივებულია ორიგინალიდან - 11 სექტემბერი, 2014. წაკითხვის თარიღი: 6 თებერვალი, 2009.
  16. CAPCOM Platinum Titles. დაარქივებულია ორიგინალიდან - 1 დეკემბერი, 2016. წაკითხვის თარიღი: 4 თებერვალი, 2017.
  17. Zero Hour (Resident Evil, #0). დაარქივებულია ორიგინალიდან - 6 თებერვალი, 2017. წაკითხვის თარიღი: February 5, 2017.