Resident Evil: Revelations

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Resident Evil: Revelations

Nintendo 3DS-ის ვერსიის გარეკანი
დეველოპერ(ებ)ი Capcom
გამომცემელი
სერია Resident Evil
ძრავა MT Framework
პლატფორმ(ებ)ი Nintendo 3DS, Microsoft Windows, PlayStation 3, Wii U, Xbox 360, PlayStation 4, Xbox One
გამოსვლის თარიღი
26 იანვარი, 2012
ჟანრ(ებ)ი Survival horror
რეჟიმ(ებ)ი ერთმოთამაშიანი
მრავალმოთამაშიანი
რეჟისორ(ებ)ი კოუსი ნაკანისი
პროდიუსერ(ებ)ი
  • მასატიკა კავატა
  • ცუკასა ტაკენაკა
  • ტაკაიუკი ჰამა
მხატვარი
  • იოსიძუმი ჰორი
  • სატოსი ტაკამაცუ
სცენარისტი დაი სატო
კომპოზიტორი
  • კოტა სუძუკი
  • იტირო კოჰმოტო
  • ტაკესი მიურა

Resident Evil: Revelations, იაპონურად ცნობილი, როგორც Biohazard Revelations (იაპონ. バイオハザード リベレーションズ?) — survival horror-ის ჟანრის ვიდეო თამაში, შექმნილი და გამოცემული კომპანია Capcom-ის მიერ. ეს არის „Resident Evil“-ის სერიის რიგით მერვე ძირითადი ნაწილი, რომელიც თავდაპირველად გამოვიდა პორატატიულ კონსოლ Nintendo 3DS-ზე 2012 წელს, ხოლო იმავე წელს HD ვერსია — Microsoft Windows, PlayStation 3-სა და Wii U-ის პლატფორმებისთვის, გაუმჯობესებული გრაფიკით და სიძნელის ახალი რეჟიმით.[2] 2017 წლის ბოლოს დაგეგმილია თამაშის ახალი თაობის კონსოლებზე, PlayStation 4-ზე და Xbox One-ზე გამოცემა.[3]

თამაშის სიუჟეტი მიმდინარეობს ჯილ ვალენტაინისა და კრის რედფილდის გარშემო („Resident Evil 4“-ის და „Resident Evil 5“-ის მოვლენებს შორის),[4] რომელთა მიზანია ბიოტერორისტული ორგანიზაცია „Il Veltro“-ს შეჩერება და ოკეანეების ვირუსით დაინფიცირების თავიდან აცილება.

Revelations“ არის მესამე პირის ხედვით და ინარჩუნებს survival horror-ის ჟანრის ელემენტებს, სადაც აქცენტი გაკეთებულია გადარჩენაზე, ტერიტორიების გამოკვლევაზე, ტავსატეხების გადალახვაზე, ზომბებთან და სხვადასხვა სახის მონსტრებთან ბრძოლაზე. მასში არის შეზღუდული რაოდენობით ტყვია-წამალი და მოხმარებადი საგნები. სხვა შესაძლებლობებთან ერთად, მოთამაშეს შეუძლია ჩაყვინთოს წყალში გარკვეული დროის განმავლობაში. აქ წარმოდგენილია იარაღების ფართო არჩევანი: ხელყუმბარა, დანა, პისტოლეტი, შაშხანა, პისტოლეტი-ტყვიამფრქვევი და თოფი.[5] როდესაც მოთამაშე უმიზნებს შაშხანის მაგვარი იარაღიდან, ვირტუალური კამერა გადადის პირველი პირის ხედვის რეჟიმში.[6] ასევე დამიზნება და მოძრაობა შესაძლებელია ერთდროულად.[7]

თამაშის რეჟისორი იყო კოსი ნაკანისი, რომელიც წარსულში მუშაობდა „Resident Evil 5“-ზე, დიზაინერის რანგში.[8] თამაში დაანონსდა Electronic Entertainment Expo-ს 2010 წლის ცერემონიაზე.[9] 2011 წელს გამოვიდა დემო ვერსიაThe Mercenaries 3D“-სთან ერთად.[10] ასევე 2012 წელს გამოვიდა მეორე დემო ვერსია Nintendo eShop-დან გამოტვირთვის საშუალებით.[11] საბოლოოდ თამაშმა მზის შუქი იხილა 2012 წლის 26 იანვარს.

Revelations“-მა მიიღო მაღალი შეფასებები ვიდეო თამაშების მიმოხილველებისგან და გახდა კომერციულად წარმატებული სერიიდან. კრიტიკოსებმა ძირითადად შეაქეს გრაფიკა, ხმის ეფექტები და შიშის ატმოსფერო. საიტმა IGN ის დაასახელა 2012 წლის საუკეთესო 3D გრაფიკის მქონე ვიდეო თამაშად,[12] Pocket Gamer-მა — 2013 წლის საუკეთესო მოქმედებით/არკადა თამაშად[13] და ასევე 3DS/DS-ის წლის თამაშად. საერთო განხილვების საიტებზე GameRankings და Metacritic ფლობს 83.50%[14] და 82/100.[15]

2015 წლის 24 თებერვალს გამოვიდა 4 ეპიზოდად დაყოფილი თამაშის გაგრძელება სახელწოდებით Resident Evil: Revelations 2.[16]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Game Details. IGN. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 იანვარი, 2012. ციტირების თარიღი: 6 ნოემბერი, 2014.
  2. 3.0 3.1 Makuch, Eddie. (13 მარტი, 2017) Resident Evil: Revelations Coming To PS4/Xbox One. GameSpot. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 მარტი, 2017. ციტირების თარიღი: 13 მარტი, 2017.
  3. 4.0 4.1 Capcom-Unity: E3 2011 — Resident Evil Revelations. Capcom Co., Ltd (8 ივნისი, 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-06-08. ციტირების თარიღი: 8 ივნისი, 2011.
  4. 5.0 5.1 Denick, Thom (21 მაისი, 2013). Resident Evil: Revelations Official Strategy Guide. BradyGames, გვ. 8–17. ISBN 978-0-7440-1492-1. 
  5. 6.0 6.1 Turi, Tim. (26 იანვარი, 2012) Resident Evil: Revelations. Game Informer. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 იანვარი, 2012. ციტირების თარიღი: 8 ნოემბერი, 2014.
  6. 7.0 7.1 Jenkins, David. (26 იანვარი, 2012) Resident Evil: Revelations interview – returning to horror. Metro. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 მარტი, 2013. ციტირების თარიღი: 5 ნოემბერი, 2014.
  7. 8.0 8.1 Koushi Nakanishi. Metacritic. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 ნოემბერი, 2014. ციტირების თარიღი: 6 ნოემბერი, 2014.
  8. 9.0 9.1 Thomas, Lucas M.. (15 ივნისი, 2010) E3 2010: Resident Evil Revelations Announced. IGN. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-11-05. ციტირების თარიღი: 5 ნოემბერი, 2014.
  9. 10.0 10.1 Resident Evil Revelations Demo Bundled with Mercenaries 3D. IGN (28 მარტი, 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-11-05. ციტირების თარიღი: 5 ნოემბერი, 2014.
  10. 11.0 11.1 George, Richard. (18 იანვარი, 2012) Nintendo 3DS Demos On The Way. IGN. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-11-05. ციტირების თარიღი: 5 ნოემბერი, 2014.
  11. 12.0 12.1 Best 3DS/DS Graphics. IGN (21 დეკემბერი, 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 ნოემბერი, 2014. ციტირების თარიღი: 30 ნოემბერი, 2014.
  12. 13.0 13.1 Pocket Gamer Awards 2013. Pocket Gamer (18 მარტი, 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 სექტემბერი, 2014. ციტირების თარიღი: 14 ნოემბერი, 2014.
  13. 14.0 14.1 Resident Evil Revelations (3DS). GameRankings. დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 ოქტომბერი, 2014. ციტირების თარიღი: 11 ნოემბერი, 2014.
  14. 15.0 15.1 Resident Evil Revelations (3DS). Metacritic. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 აგვისტო, 2014. ციტირების თარიღი: 11 ნოემბერი, 2014.
  15. 16.0 16.1 Makuch, Eddie. (15 იანვარი, 2015) Resident Evil Revelations 2 Gets New Release Date. GameSpot. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-02-27. ციტირების თარიღი: 27 იანვარი, 2015.