აკიჰიტო
იმპერატორი აკიჰიტო | |
---|---|
明仁 | |
იმპერატორი 2014 წელს | |
იაპონიის 125-ე იმპერატორი | |
მმართ. დასაწყისი: | 7 იანვარი 1989 |
მმართ. დასასრული: | 30 აპრილი 2019 |
პრემიერ-მინისტრი: | |
წინამორბედი: | ჰიროჰიტო |
მემკვიდრე: | ნარუჰიტო |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 23 დეკემბერი, 1933 |
დაბ. ადგილი: | ტოკიო, იაპონიის იმპერია |
მეუღლე: | მიჩიკო |
შვილები: |
ნარუჰიტო აკისინო საიაკო |
მამა: | ჰიროჰიტო |
დედა: | კიოძუნი |
რელიგია: | სინტოიზმი |
იმპერატორი აკიჰიტო (იაპონ. 明仁; დ. 23 დეკემბერი, 1933) — იაპონიის იმპერატორი 1989-2019 წლებში, მემკვიდრეობის ტრადიციული ათვლით 125-ე იმპერატორად ითვლება.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აკიჰიტო იმპერატორ სიოვას (ჰიროჰიტო) და მისი მეუღლის, კიოძუნის (ნაგაკო) უფროსი ვაჟი და მეხუთე შვილი იყო. ბავშვობაში წოდებული პრინცი ცუგუ თავდაპირველად განათლებას კერძო მასწავლებლისგან იღებდა, თუმცა მოგვიანებით 1950 წლიდან 1952 წლმადე, პიერის დაწყებით და საშუალო სკოლაში დადიოდა.[1] მისი წინაპრებისგან განსხვავებით მას არ მიუღია არმიის ოფიცრის წოდება, რომელიც მამამისის, ჰიროჰიტოს მოთხოვნა იყო.
1945 წლის მარტში, ამერიკული ბომბდამშენებით თავდასხმების დროს, აკიჰიტო და მისი უმცროსი ძმა, პრინცი მასაჰიტო ქალაქიდან ევაკუირებულნი იყვნენ. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ამერიკის მიერ იაპონიის ოკუპირების დროს, პრინც აკიჰიტოს ინგლისურ ენას და დასავლურ მანერებს ასწავლიდა ელიზაბეთ გრეი ვინინგი. ის მცირე ხნით სწავლობდა გაკუსიუნის უნივრსიტეტში, პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტზე, თუმცა მან დიპლომი ვერასოდეს მიიღო.
პრინცი აკიჰიტო დაბადებიდან ჰრიზანტემოვის ტახტის მემკვიდრე იყო. მან კრონპრინცი ტიტული 1952 წლის 10 ნოემბერს მიიღო. 1953 წლის ივნისში, ლონდონში დედოფალი ელიზაბეთ II-ის კორონაციის დროს, კრონპრინცი აკიჰიტო იაპონიას წარმოადგენდა.[1]
შემდგომში კრონპრინცმა აკიჰიტომ და კრონპრინცესა მიჩიკომ 37 ქვეყანაში ოფიციალური ვიზიტი განახორციელეს. როგორც იმპერიულმა პრინცმა, აკიჰიტომ იაპონიის სამეფო ძალაუფლება რობოტის მოქმედებას შეადარა და ის იმედოვნებდა, რომ საიმპერატორი ოჯახი ახლოს იქნებოდა იაპონიის მოსახლეობასთან.[2]
1989 წლის 7 იანვარს, იმპერატორ ჰიროჰიტოს გარდაცვალების შემდეგ, კრონპრინცი იმპერატორი გახდა.[3] იმპერატორი აკიჰიტო ფორმალურად ტახტზე 1990 წლის 12 ნოემბერს ავიდა.[1] 1998 წელს, გაერთიანებულ სამეფოში სახელმწიფო ვიზიტის დროს, მამ მიიღო გარტერის სახელობის ორდენი.
2001 წლის 23 დეკემბერს, მისი დაბადებისდღის ყოველწლიური შეხვედრებისას რეპორტიორებთან, იმპერატორმა რეპორტიორის შეკითხვაზე კორეასთან დაძაბული ურთიერთობის შესახებ განაცხადა, რომ მას ნათესაური კავშირი ჰქონდა კორეელებთან და ახსნა, რომ სოკუ ნიჰონგის მიხედვით, იმპერატორ კამუს დედა კორეის მეფის, მურეიონგის ნათესავი იყო.[4]
2003 წლის 14 იანვარს იმპერატრ აკიჰიტოს ჩაუტარდა პროსტატის კიბოს ოპერაცია.[5] ტახტზე ასვლიდან მოყოლებული, იმპერატორ აკიჰიტოს ძალისხმევა არ დაუშურია დაეახლოვებიდან საიმპერატორო ოჯახი იაპონიის მოსახლეობასთან. იაპონიის იმპერატორმა და მისმა მეუღლემ 18 ქვეყანაში და იაპონიის 47 პრეფექტურაში განახორციელეს ოფიციალური ვიზიტი.[1]
2011 წლის ტოჰოკუს მიწისძვრისა და ცუნამის და ფუკუსიმას ბირთვული კატასტროფის საპასუხოდ, იმპერატორმა ისტორიული სატელევიზიო გამოსვლა გააკეთა, სადაც მოსახლეობას მოუწოდა არ დაეკარგათ იმედი და დახმარებოდნენ ერთამანეთს.[6] 2011 წლი 30 მარტს იმპერატორი და მისი მეუღლე კატასტროფის შედეგად დროებით თავშესაფარში მცხოვრებ ლტოლვილებს ესტუმრნენ, იმ მიზეზით, რომ სასოწარკვეთილი ხალხისთვის იმედი დაებრუნებინათ. ამ სახის შეხვედრებმა ხაზი გასუვა საიმპერატორო ოჯახის და იაპონიის ხალხის სიახლოვეს. მოგვიანებით, იმავე წელს პნევმონიით დაავადებული იმპერატორი ჰოსპიტალში დააწვინეს.[7] 2012 წლის თებერვალში დაანონსდა, რომ აკიჰიტოს ჩაუტარდებოდა კორონაციული შემოწმება. 18 თებერვალს მას წარმატებით ჩაუტარდა გულის ოპერაცია.[8]
ქორწინება და შვილები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1959 წლის 10 აპრილს აკიჰიტო დაქორწინდა მიჩიკო სიოდაზე, რომელიც ნისინ სეიფუნის კომპანიის პრეზიდენტის და მოგვიანებით თავჯდომარის, ჰიდესაბურო სიოდას ქალიშვილი იყო. ახალი კრონ პრინცესა საიმპერატორო ოჯახში პრიველი მდაბიო წარმოშობის ადამიანი იყო. აკიჰიტოს და მიჩიკოს 3 შვილი შეეძინათ:
- იაპონიის იმპერატორი ნარუჰიტო (დ. 23 თებერვალი 1960, ადრე პრინცი ჰირო)
- პრინცი აკისინო (დ. 30 ნოემბერი 1965, ადრე პრინცი აია)
- ქალბატონი საიაკო კუროდა (დ. 18 აპრილი 1969, ადრე პრინცესა ნორი)[1]
ოფიციალური ფუნქციები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მიუხედავად იმისა, რომ იმპერატორის უფლებები კონსტიტუციურად შეზღუდულია, მან გამოსცა რამდენიმე განცხადება, რომელიც გმობდა იაპონიის მხრიდან აზიის ქვეყნების ოკუპაციას. 1989 წლის აპრილში, მამამისის იმპერატორ სიოვას გარდაცვალებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, მან ჩინეთს მოუბოდიშა ოკუპაციის გამო.
2005 წლის ივნისში, იმპერატორი ესტუმრა აშშ-ს საიპანის ტერიტორიაზე, სადაც მეორე მსოფლიო ომის დროს 1944 წლის 15 ივნისიდან 9 ივლისამდე მოყოლებული მიმდინარეობდა საიპანის ბრძოლა. აკიჰიტომ მიჩიკოსთან ერთად, აღავლინა ლოცვები არა მარტო იაპონელების, არამედ ამერიკელი ჯარისკაცების, კორეელი მუშების და ადგილობრივი მოსახლეობის მემორიალებთან. ეს იყო პირველი მოგზაურობა, რომელიც იაპონიის მონარქმა განახორციელა იაპონიის ფარგლებს გარეთ მეორე მსოფლიო ომის ბრძოლის ველზე. საიპანის მოგზაურობამ დიდი შექება დაიმსაუხრა იაპონელი მოსახლეობის მხრიდან, როგორც იმპერატორის 1995 წლის ვიზიტმა ომის მემორიალებთან ტოკიოში, ჰიროსიმასა და ოკინავაში.
მემკვიდრეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2006 წლის 6 სექტემბერს, იმპერატორმა მისი პირველი მემკვიდრე შვილიშვილის დაბადების დღე აღნიშნა, რომელიც აკიჰიტოს მეორე ვაჟის შვილია. პრინცი ჰიროჰიტო პირველი მემკვიდრე ვაჟია იაპონიის საიმპერატორო ოჯახში 41 წლის შემდეგ (მამამისის პრინცი აკისინოს დაბადებიდან მოყოლებული) და შეიძლება ჩაითვალოს მომავალ იმპერატორად, რადგან ამჟამინდელ კრონპრინცი მხოლოდ ერთი შვილი ჰყავს და ისიც ქალიშვილი პრინცესა აიკო. იაპონიის საიმპერატორო მემკვიდრეობის ამჟამი კანონით, პრინცესა აიკოს არ ეკუთვნის გახდეს იმპერატორი. 2006 წლის თებერვლიდან მოყოლებული, როდესაც პრინცესა კიკოს ორსულობის შესახებ გახდა ცნობილი, პრინცესა აიკომ ტახტზე ასვლის შანსი დაკარგა.
წოდებები და თარიღები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 23 დეკემბერი 1933 – 10 ნოემბერი 1952: მისი საიმპერიო უმაღლესობა პრინცი ცუგუ
- 10 ნოემბერი 1952 – 7 იანვარი 1989 მისი საიმპერიო უმაღლესობა კრონპრინცი
- 7 იანვარი 1989 – დღემდე მისი საიმპერიო უდიდებულესობა იმპერატორი
შთამომავლობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სახელი | დაბადება | ქორწინება | შვილები | |
---|---|---|---|---|
კრონპრინცი ნარუჰიტო | 23 თებერვალი 1960 | 9 ივნისი 1993 | მასაკო ოვადა | აიკო, პრინცესა ტოსი |
პრინცი აკისინო | 30 ნოემბერი 1965 | 29 ივნისი 1990 | კიკო კავასიმა | პრინცესა მაკო პრინცესა კაკო პრინცი ჰისაჰიტო |
საიაკო კუროდა | 18 აპრილი 1969 | 15 ნოემბერი 2005 | იოსიკი კუროდა |
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Kunaicho | Their Majesties the Emperor and Empress
- Press Conference on the occasion of His Majesty's Birthday (2013)
- Complete transcript and audio mp3 and video of 'Do Not Lose Hope' Address to the Nation at AmericanRhetoric.com
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 Their Majesties the Emperor and Empress. Imperial Household Agency (2002). დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 დეკემბერი 2007. ციტირების თარიღი: 28 December 2007.
- ↑ "Those Apprentice Kings and Queens Who May – One Day – Ascend a Throne," New York Times. 14 November 1971.
- ↑ Varley, H. Paul. (1980). Jinnō Shōtōki, p. 44.
- ↑ Press Conference on the Occasion of His Majesty's Birthday. Imperial Household Agency. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 მაისი 2008. ციტირების თარიღი: 7 July 2008.
- ↑ „Akihito has successful cancer operation“. BBC News. BBC. 18 January 2003. ციტირების თარიღი: 28 December 2007.
- ↑ „Six days later, Japanese still confronting magnitude of quake crisis“. CNN. 29 April 2011. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 აპრილი 2019. ციტირების თარიღი: 15 იანვარი 2015.
- ↑ „Japan's Emperor Akihito leaves Tokyo hospital“. BBC News. 24 November 2011. ციტირების თარიღი: 24 January 2012.
- ↑ „Report: Japan's emperor undergoes successful cardiac bypass“. CNN. 18 February 2012.
|