ტენძი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იმპერატორი ტენძი
天智天皇
იაპონიის 38-ე იმპერატორი
მმართ. დასაწყისი: 668
მმართ. დასასრული: 672
წინამორბედი: საიმეი
მემკვიდრე: კობუნი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 626
გარდ. თარიღი: 7 იანვარი 672
მამა: ძიომეი
დედა: კოგიოკუ

იმპერატორი ტენძი ასევე ცნობილია, როგორც იმპერატორი ტენტი (იაპონ. 天智天皇; დ. 626 — გ. 7 იანვარი 672) — იაპონიის 38-ე იმპერატორი. [1] მემკვიდრეობის ტრადიციული წესის მიხედვით. [2] ტენძი ქვეყანას 10 წელი მართავდა. [3]

ტრადიციული ამბები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტენძი იმპერატორ ძიომეის შვილი იყო, მაგრამ მან ტახტი მემკვიდრებით დედამისისგან, იმპერატორ საიმეისგან მიიღო. ტახტზე ასვლამდე მისი სახელი პრინცი ნაკა ნო ოე იყო.

პრინცობის დროს, ნაკა ნო ოემ გადამწყვეტი როლი ითამაშა სოგას კლანის საიმპერატორო ოჯახზე კონტროლის დასრულებაზე. 644 წელს კლანის ძალაუფლების გაძლიერებას, მოჰყვა ის, რომ პრინცმა ნაკატომი ნო კანატარის და სოგა ნო კურაიამადა ნო ისიკავა ნო მაროსთან ერთად მოკლა სოგა ნო ირუკა, რომელიც ისის ინციდნეტით არის ცნობილი. თუმცა მკვლელობა ისე არ წავიდა, როგორც იყო დაგეგმილი: ირუკა მოკლეს, ხოლო მამამისმა და მისმა მემკვიდრემ მალევე თავი მოიკლეს. ისის ინციდენტს მოყჰვა ირუკას ერთგული მოხელეების გაფანტვა. ამის შემდეგ ნაკა ნო ოე ერთადერთ მემკვიდრედ გამოცხადდა. ის აგრეთვე დაქორწინდა თავის მოკავშირეზე, სოგა ნო კურაიამადაზე, რაც იმას გულისხმობს, რომ სოგას კლანის წევრების უმრავლესობა იმპერატორის მხარეს იყო.

672 წელს იმპერატორ ტენძის გარდაცვალებას მოჰყვა დავა მის 14 ვაჟს შორის (ზოგიერთი მათგანი ერთმანეთის ღვიძლი ძმა არ ყოფილა). საბოლოოდ ტახტზე პრინცი ოტომო ავიდა, შემდეგ კი ტენძის ძმა პრინცი ოამა. ტენძის გარდაცვალებიდან 100 წლის შემდეგ, ტახტი მისმა შვილიშვილმა იმპერატორმა კონინმა დაიკავა.

მეუღლეები და შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1. იმპერატორის მეუღლე იამატო, პრინცი ფურუჰიტო ნო ოეს ქალიშვილი (იმპერატორ ძიომეის შვილი)

2. სოგა ნო ოტი-ნო-ირაცუმე

  • პრინცესა ოტა
  • პრინცესა უნა ნო სარარა
  • პრინცი ტაკერუ

3. სოგა ნო მეი-ნო-ირაცუმე

  • პრინცესა მინაბე
  • პრინცესა აბე (აჰე)

4. სოგა ნო ჰიტატი-ნო-ირაცუმე

  • პრინცესა იამაბე

5. აბე ნო ტატიბანა-ნო-ირაცუმე

  • პრინცესა ასუკა
  • პრინცესა ნიტაბე

6. სამეფო კარის ქალბატონი ოსინუმი ნო სიკიბუიკო-ნო-ირაცუმე

  • პრინცი კავასიმა

7. სამეფო კარის ქალბატონი კოსი ნო მიტი ნო ირაცუმე

  • პრინცესა ოე
  • პრინცი სიკი
  • პრინცესა იძუმი

8. სამეფო კარის ქალბატონი კურიკუმა ნო კუროჰიმე-ნო-ირაცუმე

  • პრინცესა მინუსიმი

9. სამეფო კარის ქალბატონი იაკაკო-ნო-ირაცუმე

  • პრინცი ოტომო

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Kunaichō: 斉明天皇 (34)
  2. Titsingh, Isaac. (1834). Annales des empereurs du japon, p. 4; Brown, Delmer M. (1979). Gukanshō, p. 251; Varley, H. Paul. (1980). Jinnō Shōtōki, p. 89; Nussbaum, Louis-Frédéric. (2002). "Traditional order of Tennō" in Japan encyclopedia, pp. 962-963.
  3. Brown, Delmer et al. (1979). Gukanshō, p.263; Titsingh, Isaac. (1834). Annales des empereurs du Japon, pp. 37–38. Google წიგნებში