შინაარსზე გადასვლა

ძიომეი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იმპერატორი სუსიუნი
舒明天皇
იაპონიის 34-ე იმპერატორი
მმართ. დასაწყისი: 629
მმართ. დასასრული: 641
წინამორბედი: სუიკო
მემკვიდრე: კოგიოკუ
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 593
გარდ. თარიღი: 641
მეუღლე: კოგიოკუ (პრინცესა ტაკარა)
მამა: პრინცი ოსისაკა-ნო-ჰიკოჰიტო-ნო-ოე
დედა: პრინცესა ნუკატე-ჰიმე

იმპერატორი ძიომეი (იაპონ. 舒明天皇) (დ. 593 — გ. 641) — იაპონიის 34-ე იმპერატორი [1] მემკვიდრეობის ტრადიციული წესის მიხედვით. [2] ძიომეი ქვეყანას 12 წელი მართავდა. [3]

ძიომეის ტახტზე ასვლამდე მას ტამურად ან პრინც ტამურად მოიხსენიებდნენ, ხოლო იმპერატორად გახდმოს შემდეგ — ოკინაგატარასი ჰირონუკა ნო მიკოტოდ.[4]

ძიომეი იმპერატორ ბიდაცუს შვილიშვილი იყო, როგორც მამის, ისე დედის მხრიდან. მამამისი პრინცი ოსისაკა-ნო-ჰიკოჰიტო-ნო-ოე იყო, ხოლო დედა პრინცესა ნუკატე-ჰიმე, რომელიც ძიომეის მამის უმცროსი და იყო. [5]

პრინცი ტამურამ ტახტზე ბებიის, სუიკოს გარდაცვალების შემდეგ ავიდა. სუიკოს არ დაუსახელებია მემკვიდრე. სანამ გარდაიცვლებოდა თავისთან ტამურა და პრინცი სიოტოკუს შვილი პრინცი იამასირო-ნო-ოე იხმო და მათ რჩევები მისცა. მისი გარდაცვალების შემდეგ, სოგას კლანი ტამურას გვერდით დადგა და პრინცი იამასირო მოაკლეს.

ძიომეის მმართველობის დროს, სოგას კლანის ლიდერმა, სოგა ნო ემისიმ რამდენიმე პოლიტიკური რეფორმა გაატარა. იმპერატორის გარდაცვალების შემდეგ ტახტზე მისი მეუღლე და ძმიშვილიები ავიდნენ. ძიომეი 49 წლის ასაკში გარდაიცვალა. [6]

  1. Imperial Household Agency (Kunaichō), 安寧天皇 (3); retrieved 2011-10-19.
  2. Titsingh, Isaac. (1834). Annales des empereurs du japon, p. 4; Brown, Delmer M. (1979). Gukanshō, p. 251; Varley, H. Paul. (1980). Jinnō Shōtōki, p. 89; Nussbaum, Louis-Frédéric. (2002). "Traditional order of Tennō" in Japan encyclopedia, pp. 962-963.
  3. Brown, Delmer et al. (1979). Gukanshō, p.263; Titsingh, Isaac. (1834). Annales des empereurs du Japon, pp. 37–38. Google წიგნებში
  4. Ponsonby-Fane, p. 8.
  5. Varley, p. 129.
  6. Varley, p. 130.