სუსიუნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იმპერატორი სუსიუნი
崇峻天皇
იაპონიის 32-ე იმპერატორი
მმართ. დასაწყისი: 588
მმართ. დასასრული: 593[1]
წინამორბედი: იომეი
მემკვიდრე: სუიკო
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 520/521
გარდ. თარიღი: 593 (72 წლის)

იმპერატორი სუსიუნი (იაპონ. 崇峻天皇) (დ. 520/521 — გ. 593) — იაპონიის 32-ე იმპერატორი [2] მემკვიდრეობის ტრადიციული წესის მიხედვით. [3] სუსიუნი ქვეყანას 5 წელი მართავდა. [4]

ტრადიციული ამბები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სუსიუნის ტახტზე ასვლამდე მისი სახელი ჰაცუსებე იყო[5], ხოლო მისი დაბადების სახელი ჰიცუსებე ნო მიკო.[6] ის იმპერატორ კიმეის მე-12 ვაჟი იყო. დედამისი საგას კალანის ლიდერის, სოგა ნო ინამეს ქალიშვილი, ოანე-ნო-კიმი იყო[7]. ის ტახტზე 587 წელს, მისი ნახევარ ძმის, იმპერატორ იომეის გარდაცვალების შემდეგ ავიდა და იამატოს პროვინციაში მდებარე კურაჰასის სასახლეში ცხოვრობდა.[8]

ის ტახტზე სოგას კლანის და სუიკოს მხარდაჭერით ავიდა, რომელიც მისი ნახევარ და და იმპერატორ ბიდაცუს ქვრივი იყო. თავდაპირველად მონონობეს კლანი, რომელიც სოგას კლანის მეტოქე იყო, კიმეის სხვა შვილთან, პრინც ანაჰობესთან გაერთიანდა და მისი ტახტზე აყვანას შეეცადა. სოგა ნო უმაკომ, რომელიც მამისი ოომის მემკვიდრე იყო, მონონობეს კლანის ლიდერი და აჯანყების მოთავე, მონონბე ნო მორია სიგისანის ბრძოლაში მოკლა. სწორედ ამის შემდეგ გამოცხადდა სუსუინი იმპერატორად.

მოგვიანებით იმპერატორი აღშფოთებული იყო უმაკოს გადამეტებული ძალაუფლებით და მისი თავიდან მოშორება სურდა. ერთხელაც მან დაინახა ტახი და განაცხადა, რომ ისევე სურდა ამ ტახის მოკვლა, როგორც სოგანო სუმაკოსი. ამ ფაქტმა იმდენად განარისხა უმაკო, რომ მან იამატო ნო აია ნო ატაიკომას გამოყენებით იმპერატორი მოკლა.

იმპერატორის ქვეყანას 5 წელი მართავდა და 72 წლის ასაკში გარდაიცვალა. [7]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. "Genealogy of the Emperors of Japan" at Kunaicho.go.jp; retrieved 2013-8-28.
  2. Imperial Household Agency (Kunaichō), 安寧天皇 (3); retrieved 2011-10-19.
  3. Titsingh, Isaac. (1834). Annales des empereurs du japon, p. 4; Brown, Delmer M. (1979). Gukanshō, p. 251; Varley, H. Paul. (1980). Jinnō Shōtōki, p. 89; Nussbaum, Louis-Frédéric. (2002). "Traditional order of Tennō" in Japan encyclopedia, pp. 962-963.
  4. Brown, Delmer et al. (1979). Gukanshō, p.263; Titsingh, Isaac. (1834). Annales des empereurs du Japon, pp. 37–38. Google წიგნებში
  5. Brown, pp. 264; n.b., Up until the time of Emperor Jomei, the personal names of the emperors (their imina) were very long and people did not generally use them. The number of characters in each name diminished after Jomei's reign.
  6. Aston, William. (2005). Nihongi, p. 112.
  7. 7.0 7.1 Varley, p. 126.
  8. Brown, p. 263; Varley, p. 126.