სუიკო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
იმპერატორი ქალი სუიკო
推古天皇
Empress Suiko.jpg
იაპონიის 33-ე იმპერატორი ქალი
მმართ. დასაწყისი: 8 დეკემბერი 592
მმართ. დასასრული: 7 მარტი 628
წინამორბედი: სუსიუნი
მემკვიდრე: ძიომეი
იაპონიის იმპერატორის მეუღლე
მმართ. დასაწყისი: 576
მმართ. დასასრული: 585
რეგენტი: პრინცი სიტოკუ
სოგა ნო უმაკო
სოგა ნო ემისი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 554
გარდ. თარიღი: 15 აპრილი, 628 (74 წლის)
მეუღლე: იმპერატორი ბიდაცუ
მამა: იმპერატორი კიმეი

იმპერატორი ქალი სუიკო (იაპონ. 推古天皇) — იაპონიის 33-ე იმპერატორი [1] მემკვიდრეობის ტრადიციული წესის მიხედვით.[2] სუიკო ქვეყანას 36 წელი მართავდა.[3]

სუიკო იაპონიის ისტორიაში 8 იმპერატორი ქალიდან პირველი იყო.

ტრადიციული ამბები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტახტზე ასვლამდე სუიკოს სახელი მიკეკასია-ჰიმე-ნო-მიკოტო იყო[4], თუმცა მას ასევე ტოიომიკე კასიკია ჰიმე ნო მიკოტოს სახელითაც მოიხსენიებდნენ.[5] ამასთან ერთად სუიკოს ისეთი სახელებიც ჰქონდა, როგორიც იყო პრინცესა ნუკატაბე და ტოიომიკე კასიკია. სუიკო იმპერატორ კიმეის და სოგა ნო ინამეს ქალიშვილის, სოგა ნო კიტასიჰიმეს შვილი იყო. აგრეთვე სუიკო იმპერატორ იომეის უფროსი და იყო.

სუიკო მისი ნახევარძმის, იმპერატორ ბიდაცუს მეუღლე იყო, თუმცა მას შემდეგ, რაც იმპერატორის პირველი ცოლი გარდაიცვალა, ის მისი ოფიციალური მეუღლე გახდა და ოკისაკის წოდება მიიღო (იმპერატორის ოფიციალური მეუღლე). მათ 7 ვაჟი შეეძინათ.

ბიდაცუს გარდაცვალების შემდეგ, ხელისუფლებაში სუიკოს ძმა იმპერატორი იომეი მოვიდა, რომელიც 2 წელიწადში ავადმყოფობით გარდაიცვალა. იომეის გარდაცვალებას სოგას და მონონობეს კლანებს შორის ძალაუფლებისათვის ბრძოლა მოჰყვა. ბრძოლაში სოგას კლანმა გაიმარჯვა და პრინცი ჰაცუსებე იმპერატრ სუსიუნად აიყვანა ტახტზე. თუმცა მალე კლანის ლიდერს, სოგა ნო უმაკოსა და იმპერატორს შორის დაპირისპირებამ იჩინა თავი, სადაც უმაკომ იმპერატორი მოაკვლევინა. იაპონიის ისტორიაში სუიკო პირველი ქალი იყო, რომელიც იმპერატორების ტრადიციული წესის მიხედვით აირჩიეს.

სუიკოს ტახტზე ასვლიდან ერთ წელიწადში ქვეყნის რეგენტად იმპერატორის ძმიშვილი, პრინცი სიოტოკუ დაინიშნა, თუმცა მანამდეც ქვეყნის ძალაუფლება მის და სოგა ნო უმაკოს ხელში იყო, რადგან სუიკო სახელმწიფო საქმეებში არ იყო გარკვეული. მოგვიანებით, მისი მმართველობა მისმა პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების უნარმა გადაარჩინა. იმპერატორი ქალი სუიკო ქვეყანას 35 წელი მართავდა და 74 წლის ასაკში გარდაიცვალა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Imperial Household Agency (Kunaichō), 安寧天皇 (3); retrieved 2011-10-19.
  2. Titsingh, Isaac. (1834). Annales des empereurs du japon, p. 4; Brown, Delmer M. (1979). Gukanshō, p. 251; Varley, H. Paul. (1980). Jinnō Shōtōki, p. 89; Nussbaum, Louis-Frédéric. (2002). "Traditional order of Tennō" in Japan encyclopedia, pp. 962-963.
  3. Brown, Delmer et al. (1979). Gukanshō, p.263; Titsingh, Isaac. (1834).
  4. Varley, p. 126.
  5. Ashton, William. (2005). Nihongi, p. 95 n.2.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=სუიკო&oldid=3372192“-დან