შინძო აბე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აბე.
შინძო აბე
შინძო აბე
იაპონიის პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
26 დეკემბერი, 2012 – 16 სექტემბერი, 2020
მონარქი  აკიჰიტო
წინამორბედიიოშიჰიკო ნოდა
მემკვიდრეიოშიჰიდე სუგა

თანამდებობაზე ყოფნის დრო
26 სექტემბერი, 2006 – 26 სექტემბერი, 2007
მონარქი  აკიჰიტო
წინამორბედიძიუნიტირო კოიძუმი
მემკვიდრეიასუო ფუკუდა

დაბადებული21 სექტემბერი, 1954
ნაგატი იამაგუტის პრეფექტურა, იაპონია
გარდაცვლილი8 ივლისი, 2022 (67 წლის)
კაშიჰარა, ნარა, იაპონია
პოლიტიკური პარტიალიბერალურ-დემოკრატიული პარტია (იაპონია)
მამასინტარო აბე
დედაიოკო კისი
მეუღლეაკიე აბე
რელიგიაშინტოიზმი

შინძო აბე (იაპ. 安倍 晋三); დ. 21 სექტემბერი, 1954 — გ. 8 ივლისი, 2022) — იაპონიის 57-ე და 63-ე პრემიერ-მინისტრი 2006-2007 და 2012-2020 წლებში. არჩეული იყო იაპონიის ეროვნული დიეტის სპეციალურ სხდომაზე 2006 წლის 26 სექტემბერს. ის იაპონიის ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და ასევე მათ შორის პირველი, რომელიც ომის შემდეგ დაიბადა. თანამდებობიდან გადადგა 2007 წლის 12 სექტემბერს (ოფიციალურად პოსტი ეკავა 19 სექტემბრამდე). 2012 წლის დეკემბერში მეორე ვადით აირჩიეს პრემიერ-მინისტრად.

მკვლელობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2022 წლის 8 ივლისს, ადგილობრივი დროით 11:30 საათზე, შინძო აბეს ორჯერ ესროლეს ნარაში საარჩევნო კამპანიისათვის სიტყვით გამოსვლისას.[1][2][3][4][5] მსროლელმა გამოიყენა ხელნაკეთი მუშკეტის ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც ორ ტყვიას ისროდა, პირველი აბეს კისერში მოხვდა, ხოლო მეორე — გულში, რაც სასიკვდილო აღმოჩნდა.[6] 41 წლის კაცი, სახელად ტეცუია იამაგამი (იაპონიის საზღვაო თავდაცვის ყოფილი წევრი 2002-2005 წლებში) დააკავეს სროლის შემდეგ, მან დანაშაული აღიარა ადგილობრივ პოლიციაში.[7][8] იამაგამიმ განაცხადა, რომ „მას ჰქონდა შუღლი კონკრეტულ რელიგიურ ჯგუფთან“ და ესროლა აბეს, რადგან სჯეროდა, რომ „რელიგიური ჯგუფი და აბე დაკავშირებულნი იყვნენ“.[9][10][11] იამაგამიმ ასევე თქვა, რომ მას სძულდა ეს რელიგიური ჯგუფი, რადგან მათ „ტვინი გამოურეცხეს“ დედამისი, რის გამოც გაკოტრდა, მას ასევე თქვა, რომ აბე მოკლა, რადგან ის იყო ადამიანი, ვინც რელიგიას ავრცელებდა იაპონიაში.[12] იამაგამის განცხადებით, იგი არ ეწინააღმდეგებოდა აბეს პოლიტიკურ ხედვებს.[9]

აბე სასწრაფოდ გადაიყვანეს ნარას სამედიცინო უნივერსიტეტის საავადმყოფოში, კაშიჰარაში, სადაც იაპონიის სტანდარტული დროის 17:03 საათზე გარდაცვლილად გამოაცხადეს.[4][13][14] საავადმყოფოში მისვლამდეც აბეს აღარ ჰქონდა სასიცოცხლო ნიშნები. 100 ერთეული სისხლის გადასხმის მიუხედავად, სისხლდენა ზედმეტად დიდი იყო და აბეს გადარჩენა ვერ მოხერხდა.[15][16] ის 67 წლის იყო.

სროლისა და გარდაცვალების შემდეგ არაერთმა ამჟამინდელმა და ყოფილმა მსოფლიო ლიდერმა გამოხატა სიმპათიები და მხარდაჭერა აბეს მიმართ.[17][18]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. იაპონიის ყოფილ პრემიერ-მინისტრ შინძო აბეს ერთ-ერთ ღონისძიებაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს
  2. „Former Japanese PM Shinzo Abe 'showing no vital signs' after attack“. South China Morning Post.
  3. „安倍晋三元首相死亡 奈良県で演説中に銃で撃たれる“. NHK (Japanese). Tokyo, Japan. 8 July 2022. ციტირების თარიღი: 8 July 2022.
  4. 4.0 4.1 Takahara, Kanako; Otake, Tomoko; Martin, Alex K. T. (8 July 2022). „Former Prime Minister Shinzo Abe dies after being shot in Nara“. The Japan Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 ივლისი 2022. ციტირების თარიღი: 8 July 2022.
  5. Shinzo Abe, Japan's Longest-Serving Prime Minister, Dies at 67. The New York Times (8 July 2022). ციტირების თარიღი: 8 July 2022
  6. McDougall, Jake Adelstein,AJ (8 July 2022). „Japan's Shinzo Abe Fatally Shot in the Heart With 'Homemade Gun'. The Daily Beast (ინგლისური). ციტირების თარიღი: 8 July 2022.
  7. Former Japanese PM Shinzo Abe shot in Nara, man in his 40s arrested. NHK Broadcasting. ციტირების თარიღი: 8 July 2022
  8. „Abe shooting suspect's motive related to 'specific organization,' police say“. Nikkei Asia. ციტირების თარიღი: 8 July 2022.
  9. 9.0 9.1 FNNプライムオンライン. (2022-07-08) 安倍元首相銃撃で山上容疑者「ある特定の宗教団体に恨み」 | FNNプライムオンライン ja-JP. ციტირების თარიღი: 2022-07-08
  10. 共同通信. (2022-07-08) 「特定の団体に恨みがあり犯行に及んだ」 | 共同通信 ja-JP. ციტირების თარიღი: 2022-07-08
  11. 銃撃の容疑者「安倍氏、特定団体につながりと思い込み」 ja (2022-07-08). ციტირების თარიღი: 2022-07-08
  12. 銃撃容疑者「母親が宗教にのめり込み破産」 安倍氏に一方的恨みか ja. Mainichi shimbun (9 July 2022). ციტირების თარიღი: 9 July 2022
  13. იაპონური მედიის ინფორმაციით, ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი შინძო აბე თავდასხმის შედეგად მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა
  14. Dutton, Jack; Giella, Lauren; Roos, Meghan. Shinzo Abe Assassination Live Updates: Rio Olympics appearance remembered en (2022-07-08). ციტირების თარიღი: 2022-07-08
  15. Shinzo Abe: Gunman admits shooting dead former Japanese prime minister, police say en. Sky News. ციტირების თარიღი: 2022-07-08
  16. „Shinzo Abe Dies After Being Shot: Latest Updates“. Time (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2022-07-08.
  17. Watsom, Kathryn (8 July 2022). „World leaders mourn assassination of "friend" Shinzo Abe“. CBS News. ციტირების თარიღი: 8 July 2022.
  18. De Guzman, Chad (8 July 2022). „How the World Is Reacting to Shinzo Abe's Death“. Time (ინგლისური). ციტირების თარიღი: 8 July 2022.