კორეი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
იმპერატორი კორეი
孝霊天皇
Tennō Kōrei thumb.jpg
იაპონიის მე-7 იმპერატორი
მმართ. დასაწყისი: ძვ. წ. 290
მმართ. დასასრული: ძვ. წ. 215
წინამორბედი: კოანი
მემკვიდრე: კოგენი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: ძვ. წ. 341
გარდ. თარიღი: ძვ. წ. 214
მამა: იმპერატორი კოანი

იმპერატორი კორეი (იაპონ. 孝霊天皇; დ. ძვ. წ. 426 — გ. ძვ. წ. 290) — იაპონიის მე-7 იმპერატორი [1] მემკვიდრეობის ტრადიციული წესის მიხედვით. [2] ისტორიკოსები იმპერატორ კორეის მოიხსენიებენ, როგორც ლეგენდალურ პიროვნებად.

იმპერატორის ცხოვრების და მმართველობის წელი უცნობია.[3] ადრეული ხანის იმპერატორების პირობითი სახელები არ იყო მიღებული „ტრადიციული წესით“ იმპერატორ კამუს მმართველობამდე, რომელიც იამატოს დინასტიის 50-ე მონარქი იყო.[4]

გუკანშო წერდა, რომ კორეი მართავდა კუროდას იჰოტო ნო მიას სასახლიდან, რომელიც დღეს იამატოს პროვინციის სახელით არის ცნობილი.

ისტორიკოსების აზრით კორეი უდაოდ ლეგენდის ნაწილია. კოძიკი მის შესახებ მარტო სახელს და გენეოლოგიას წერს. ნიჰონშოკი კორეის იხსენიებს, როგორც მეექვსე იმპერატორს „რვა არადარეგისტრირებული მონარქიდან“ (იაპონ. 欠史八代).[5] გუკანშო წერს, რომ კორეი იმპერატორ კოანის მეორე შვილი იყო.[3] იმპერატორის დედა იოსოტარაში-ნო-ჰიმე იყო, რომელიც ოკიცუიოსოს ქალიშვილი იყო.[6]

მეუღლეები და შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იმპერატორ კორეის 4 მეუღლე ჰყავდა:

  • აგატანუში ოომეს ქალიშვილი კუვაშიჰიმე, რომელიც იმპერატორ კოგენის დედა იყო.
  • კასუგა ნო ჩიჩიჰაიამავაკაჰიმე, რომელიც პრინცესა ჩიჩიჰაიაიმეს დედა იყო.
  • ვაჩიცუმის ქალიშვილი იამატო ნო კუნიკაჰიმე, რომელიც იმპერატორის 3 შვილის დედა იყო: პრინცესა იამატოტოტოჰიმომოსოჰიმეს, პრინც კიბიცუჰიკო ნო მიკოტოს და პრინცესა იამატოტოტოვაკაიაჰიმე.
  • იამატო ნო კუნიკაჰიმეს უმცროსი და ჰაეირიდო, რომელიც პრინც ჰიკოსაშიმა და პრინც ვაკატაკეჰიკო.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Imperial Household Agency (Kunaichō), 安寧天皇 (3); retrieved 2011-10-19.
  2. Titsingh, Isaac. (1834). Annales des empereurs du japon, p. 4; Brown, Delmer M. (1979). Gukanshō, p. 251; Varley, H. Paul. (1980). Jinnō Shōtōki, p. 89; Nussbaum, Louis-Frédéric. (2002). "Traditional order of Tennō" in Japan encyclopedia, pp. 962-963.
  3. 3.0 3.1 Ponsonby-Fane, Richard. (1959). The Imperial House of Japan, p. 29.
  4. Aston, William George. (1896). Nihongi, pp. 109.
  5. Aston, pp. 138-141.
  6. Varley, p. 90.