სუიძეი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
იმპერატორი სუიძეი
绥靖天皇
Suizei thumb 1.jpg
იაპონიის მე-2 იმპერატორი
მმართ. დასაწყისი: ძვ. წ. 581
მმართ. დასასრული: ძვ. წ. 549
წინამორბედი: ძიმუ
მემკვიდრე: ანეი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: ძვ. წ. 669
გარდ. თარიღი: ძვ. წ. 548
შვილები: იმპერატორი ანეი

იმპერატორი სუიძეი (იაპონ. 绥靖天皇; დ. ძვ. წ. 669 — გ. ძვ. წ. 548) — იაპონიის მეორე ლეგენდარული იმპერატორი ძვ. წ. 581ძვ. წ. 549 წლებში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სანდო ინფორმაცია მისი დაბადების, გარდაცვალების და მმართველობის შესახებ არ მოიპოვება. ამის გამო ისტორიკოსების მიერ სუიძეი მოიხსენიება, როგორც „ლეგენდარული იმპერატორი“, რაც სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ის არ არსებობდა. მეცნიერები სინანულს გამოთქვამენ, რომ დღეისათვის არ არსებობს საკმარისი მონაცემები მის შესახებ კვლევა-ძიების ჩასატარებლად.

კოძიკიში და ნიჰონ შოკიში ნახსენებია მისი სახელი და გენიოლოგია. იაპონელები აღიარებენ სუიძეის არსებობის ფაქტს და უვლიან იმპერატორის საფლავს. მიჩნეულია, რომ იგი იყო რვა იმპერატორიდან ერთ-ერთი, რომლზეც არ დაწერილა რაიმე ლეგენდა. ეს იმპერატორები ასევე ცნობილები არიან, როგორც „რვა არადარეგისტრირებული მონარქი“ (იაპონ. 欠史八代).

ძიენი წერდა, რომ სუიძეი იყო იმპერატორ ძიმუს ვაჟი და ის მართავდა „ტაკაოკა ნო მიას“ სასახლიდან კაცურაგის, რომელსაც მოგვიანებით მოიხსენიებენ, როგორც იამატოს პროვინციას.

იმპერატორის გარდაცვალების შემდგომი სახელი სიტყვა-სიტყვით ნიშნავს „ბედნიერ ჯანმრთელ სამყაროს“. საკამათო არ არის, რომ ფორმით ეს სახელი ჩინურია, ხოლო მნიშვნელობით ბუდისტური, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ სახელი მოფიქრებულია იმპერატორის გარდაცვალებიდან ასი წლის შემდეგ. შესაძლებელია ეს მოხდა იმ დროს, როცა ლეგენდა იამატოს დინასტიის წარმოშობის შესახებ შეგროვილ იქნა და დაიწერა კოძიკიში.

დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ სუიძეის მმართველობა თარიღDება ძვ. წ. IV საუკუნის დასაწყისით.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]