გო-სირაკავა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იმპერატორი გო-სირაკავა
გო-სირაკავას საფლავი კიოტოში

იმპერატორი გო-სირაკავა (იაპონ. 後白河天皇 გო-სირაკავა ტენო?) (დ. 18 ოქტომბერი, 1127 — გ. 26 აპრილი , 1192 ) — იაპონიის 77-ე იმპერატორი, ოფიციალურად მეფობდა 1155 წლის 23 აგვისტოდან 1158 წლის 5 სექტემბრამდე. [1]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იმპერატორ გო-სირაგავას მამა ოყო იმპერატორი ტობა. თვის მხრივ, გო-სირალავა იყო იმპერატორ ნიძიოსა და ტაკაკურას მამა. იმპერატორები როკუიო, ანტოკუ და გო-ტობა იყვნენ გო-სირაკავას შვილიშვილები. იმპერატორის საკუთარი სახელი იყო მასაჰიტო (雅仁), სახელი გო-სირაკავა-ინ (後白河院) მან მიიღო მეფობის დასრულების შემდეგ.[1]

გო-სირაკავას მამამ, იმპერატორმა ტობამ შემოიღო სისტემა ინსეი. ამ სისტემის მეშვეობით ტობა მართავდა ქვეყანას ოფიციალური გადადგომისა და მონასტერში გადახვეწის შემდეგაც. ამის გამო გო-სირაკავამ შეძლო ქვეყნის სრული მართვა მხოლოდ მამის გარდაცველების შემდეგ. ჰოგენის აჯანყების შემდეგ გო-სირაკავა გახდა იძულებული ეძია ტაირას კლანის მხარდაჭერა. გო-სირაკავამ გააგრძელა მამის გზა, სიცოცხლეშივე უარი განაცხადა ტახტზე გა გადაიხვეწა მონასტერში, თუმცა ქვეყანას მართავდა თავის გარდაცვალებამდე 1192 წლამდე. [1]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 გო-სირაკავა - iaponeli.wordpress.com-ზე