კეიტაი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
იმპერატორი კეიტაი
継体天皇
Statue of Emperor Keitai.jpg
იაპონიის 26-ე იმპერატორი
მმართ. დასაწყისი: 507
მმართ. დასასრული: 531[1]
წინამორბედი: ბურეცუ
მემკვიდრე: ანკანი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 450
გარდ. თარიღი: 531 (81 წლის)

იმპერატორი კეიტაი (იაპონ. 継体天皇; დ. 450 — გ. 531) — იაპონიის 26-ე იმპერატორი [2] მემკვიდრეობის ტრადიციული წესის მიხედვით. [3] იმპერატორი ქვეყანას 24 წელი მართავდა.

ლეგენდარული ამბები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იმპერატორი ბურეცუ ქვეყანას VI საუკუნის დასაწყისში მართავდა. მის შესახებ განსხვავებულად წერენ კოძიკი და ნიჰონ სოკი.

კოძიკი წერს, რომ კაიტაის დაბადების თარიღი 485 იყო, ხოლო მისიც გარდაცვალების თარიღი 527 წლის 9 აპრილი.[4] მის ჩანაწერებში იმპერატორი მოიხსენიება, როგორც ოდო ნო მიკოტო.

ნიჰონ სოკი კი კაიტაის დაბადების თარიღად 450 წელს ასახელებს, ხოლო გარდაცვალების თარიღად 531 ან 534 წლის 7 თებერვალს.[4] ისტორიულ წყაროებში იგი მოიხსენება როგორც ოდო ნო კიმი, ჰიკოფუტო ნო მიკოტო და ვო ოფუ ანო ონ ჰიკო ფუდო ნო მიკოტო.

კეიტაი არ ყოფილა მისი წინამორბედის მონარქის მემკვიდრე. კოძიკის და ნიჰონ სოკის თქმით, როცა იმპერატორი ბურეცუ მემკვიდრის გარეშე გარდაიცვალა, იმპერატორ ოძინის მეხუთე თაობის შვილიშვილი მივიდა სასახლის კარზე და მისი ადგილი დაიკავა.

მეუღლეები და შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იმპერატორის მეუღლე ტასირაკა ნო ჰიმემიკო, რომელიც იმპერატორ ნინკენის ქალიშვილი იყო. იმპერატორს მასთან მომავალი იმპერატორი, კიმეი შეეძინა.

მენოკოჰიმე, რომელიც ოვარი ნო მურაძი კუსაკას ქალიშვილი იყო.

ვაკაკოჰიმე, რომელიც მიო ნო ცუნოორი ნო კიმის უმცროსი და იყო.

  • პრინცი ოირაცუკო
  • პრინცესა იძუმო

ჰიროჰიმე, რომელიც საკატა ნო ომატას ქალიშვილი იყო.

  • პრინცესა კამუსაკი
  • პრინიცესა მანტა
  • პრინცესა უმაგუტა

ომინოირაცუმე

  • პრინცესა სასაგე

სეკიჰიმე, რომელიც მანდა ნო მურაძი ომოტის ქალიშვილი იყო.

  • პრინცესა მანდა ნო ოირაცუმე
  • პრინცესა სირაკა ნო იკუჰიმე
  • პრინცესა ონო ნო ვაკაირაცუმე

იამატოჰიმე, რომელიც მიო ნო კიმი კატასის ქალიშვილი იყო

  • პრინცესა ოირაცუმე
  • პრინცი მაროკო
  • პრინცი მიმი
  • პრინცესა აკიჰიმე

ჰაეჰიმე

  • პრინცესა ვაკაიაჰიმე
  • პრინცესა ტუბირა ნო ირაცუკო
  • პრინცი აცუ

ჰიროჰიმე, რომელიც ნეს ქალიშვილი იყო.

  • პრინცი უსაგი
  • პრინცი ნაკაცუ

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. "Genealogy of the Emperors of Japan" at Kunaicho.go.jp; retrieved 2013-8-28.
  2. Imperial Household Agency (Kunaichō), 安寧天皇 (3); retrieved 2011-10-19.
  3. Titsingh, Isaac. (1834). Annales des empereurs du japon, p. 4; Brown, Delmer M. (1979). Gukanshō, p. 251; Varley, H. Paul. (1980). Jinnō Shōtōki, p. 89; Nussbaum, Louis-Frédéric. (2002). "Traditional order of Tennō" in Japan encyclopedia, pp. 962-963.
  4. 4.0 4.1 Japanese dates correspond to the traditional lunisolar calendar used in Japan until 1873.