ტოჰოკუს მიწისძვრა და ცუნამი (2011)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მიწისძვრა წყნარ ოკეანეში ტოჰოკუს რეგიონთან
東北地方・太平洋沖地震
რუკაზე ნაჩვენებია მიწისძვრის ეპიცენტრი და მისი გავრცელების არეალი
12 მარტი, სენდაის ხედი ვერტმფრენიდან.
თარიღი 11 მარტი, 2011
დრო 05:46:23 (UTC+9)
(14:46 JST)
ხანგრძლივობა 5 წუთი[1]
მაგნიტუდა 8,9 Mw
სიღრმე 24,4 კმ.
ეპიცენტრის მდებარეობა 38°19′19″N 142°22′08″E / 38.322° ჩ. გ. 142.369° ა. გ. / 38.322; 142.369
დაზარალებული ტერიტორია იაპონიის დროშა იაპონია
ცუნამი კი
მეწყერი კი
განმეორებითი ბიძგები მინიმუმ 813 (55 – 6,0 Mwზე მეტი)
მსხვერპლი 4314-ზე მეტი დაღუპული, 8606 დაკარგული[2][3]

ტოჰოკუს მიწისძვრა და ცუნამი (იაპონ. 東北地方太平洋沖地震) — 8,9–9,0 მაგნიტუდის მიწისძვრა, რომელიც 2011 წლის 11 მარტის 14:46 საათზე მოხდა.[4][5] მიწისძვრის ეპიცენტრი მდებარეობდა ტოჰოკუს რეგიონში არსებული ოშიკას ნახევრკუნძულიდან 130 კილომეტრში, მისი ჰიპოცენტრი კი დედამიწის ქერქში 24,4 კილომეტრის სიღრმეზე არსებულა.[6][7]

მიწისძვრამ გამოიწვია ცუნამის საშიშროება იაპონიის წყნაროკეანურ სანაპიროზე და სულ მცირე 20 ქვეყანაში, მათ შორის ჩრდილოეთი და სამხრეთი ამერიკის წყნაროკეანურ სანაპიროებზე.[8][9][10] ცუნამის 10 მეტრიანმა ტალღებმა იაპონიას დაარტყეს [5] იაპონიაში ტალღები ხმელეთში 10 კილომეტრის მანძილზე შეიჭრა.[11]

იაპონიის პოლიციის ეროვნულმა სააგენტომ ოფიციალურად დაადასტურა 14 063[2] ადამიანის გარდაცვალება, 4916[2] ადამიანის დაშავება და 14 175[2] ადამიანის უგზო-უკვლოდ გაქრობა იაპონიის 16 პრეფექტურაში, თუმცა გარდაცვლილთა და დაშავებულთა რიცხვი გაცილებით დიდია.[12] მიწისძვრამ მიაყენა უმძიმესი ზარალი იაპონიას, მათ შორის მძიმედ დაზიანდა რკინიგზა და საავტომობილო გზები, დაინგრა რამდენიმე დამბა. 4.4 მილიონი საცხოვრებელი სახლი ჩრდილო-აღმოსავლეთ იაპონიაში დარჩა ელექტროენერგიისგან და 1.4 მილიონი წყლის გარეშე.[13] ენერგიის მრავალი გენერატორი გაითიშა, მათ შორის დადნა ორი ატომური სადგურის რეაქტორის აქტიური ზონა,[14][15] რის გამოც მიახლოებული ტერიტორიებიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა[16] და გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა. მიწისძვრის შედეგად, 24 საათში, აფეთქდა ფუკუშიმის ატომური სადგური; მიუხედავად გარე შენობის დანგრევისა, რეაქტორის დამცველი სარკოფაგი არ დაზიანებულა.[13][17][18] ფუკუშიმას I და ფუკუშიმას II სადგურების 20 და 10 კილომეტრის რადიუსზე მოსახლეობის ევაკუაცია მოხდა. ამ დროისთვის არ არსებობს ზარალის ზუსტი შეფასება, "AIR Worldwide" ზარალს $14.5 - $34.6 მილიარდად აფასებდა,[19] ხოლო "CNN"-მა ზარალის შეფასება 100 მილიარდამდე გაზარდა.[20]

სენდაის მიწისძვრის მაგნიტუდისა და შემდგომი მოვლენების გამო 2011 წლის მიწისძვრა ითვლება უძლიერესად იაპონიის ისტორიაში და შედის მსოფლიოს ხუთი უძლიერესი მიწისძვრის სიაში.[21][22][23] იაპონიის პრემიერ-მინსიტრმა ნაოტო კანმა შეაფასა მიწისძვრა როგორც "მეორე მსოფლიო ომის დასრულების 65 წლის შემდეგ, ეს არის ურთულესი და უმძიმესი კრიზისი, რომლის წინაშეც იაპონია დამდგარა."[24]

იხილეთ აგრეთვე

სქოლიო

  1. NBC Nightly News (11 მარტი, 2011)
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 „Damage Situation and Police Countermeasures associated with 2011Tohoku district – off the Pacific Ocean Earthquake“ (PDF). Japanese National Police Agency. 15 March 2011, 00:00 JST. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 8 თებერვალი 2012. ციტირების თარიღი: 14 March 2011. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  3. „平成23年(2011年)東北地方太平洋沖地震の被害状況と警察措置“ (PDF). Japanese National Police Agency. 15 March 2011, 00:00 JST. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 6 იანვარი 2017. ციტირების თარიღი: 14 March 2011. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  4. Reilly, Michael (11 March 2011<!- – 17:22 GMT -->). „Japan's quake updated to magnitude 9.0“. New Scientist (Short Sharp Science ed.). დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 მარტი 2011. ციტირების თარიღი: 11 March 2011. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  5. 5.0 5.1 Tsunami warning center raises magnitude of Japan quake to 9.1. Honolulu Star-Advertiser. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 ივლისი 2015. ციტირების თარიღი: 11 March 2011.
  6. „Séisme et tsunami dévastateurs: plus de 1000 morts et disparus au Japon“ [Devastating quake and tsunami: more than 1,000 deaths and many more missing in Japan]. Le Parisien (French). 11 March 2011. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 მარტი 2011. ციტირების თარიღი: 12 March 2011.
  7. „Tsunami hits north-eastern Japan after massive quake“. BBC News. UK. 11 March 2011. ციტირების თარიღი: 11 March 2011.
  8. Tsunami bulletin number 3. Pacific Tsunami Warning Center/NOAA/NWS (11 March 2011). ციტირების თარიღი: 11 March 2011.
  9. Wire Staff. (11 March 2011) Tsunami warnings issued for at least 20 countries after quake. CNN. ციტირების თარიღი: 11 March 2011.
  10. PTWC warnings complete list. ციტირების თარიღი: 11 March 2011.
  11. Roland Buerk. Japan earthquake: Tsunami hits north-east. News. BBC. ციტირების თარიღი: 12 March 2011.
  12. Hiyama, Hiroshi. Blast at Japan nuke plant; quake leaves 10 000 missing. AFP. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 მარტი 2011. ციტირების თარიღი: 12 March 2011.
  13. 13.0 13.1 World English. NHK (12 March 2011). ციტირების თარიღი: 12 March 2011.
  14. 2011/03/13 01:04 – Meltdown Caused Nuke Plant Explosion: Safety Body. E.nikkei.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-20. ციტირების თარიღი: 2011-03-13.
  15. Report: 2nd Japan nuclear meltdown likely under way - World news - Asia-Pacific - msnbc.com. MSNBC. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-03-14. ციტირების თარიღი: 2011-03-13.
  16. „Official: 2 Japanese plants struggling to cool radioactive material“. CNN. 11 March 2001. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 ნოემბერი 2012. ციტირების თარიღი: 12 March 2011.
  17. Wire Staff. Report: Explosion at Japanese nuclear plant. World. CNN. ციტირების თარიღი: 12 March 2011.
  18. „Huge blast at Japan nuclear power plant (with video of explosion)“. BBC News. 12 March 2011. ციტირების თარიღი: 12 March 2011.
  19. Molly Hennessy-Fiske. (13 March 2011) Japan earthquake: Insurance cost for quake alone pegged at $35 billion, AIR says. Los Angeles Times. ციტირების თარიღი: 13 March 2011.
  20. Chris Isidore. (13 March 2011) Japanese earthquake could be most expensive ever. CNN. ციტირების თარიღი: 13 March 2011.
  21. Magnitude 8.9 – NEAR THE EAST COAST OF HONSHU, JAPAN 2011 March 11 05:46:23 UTC. United States Geological Survey (USGS). დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 მარტი 2011. ციტირების თარიღი: 11 March 2011.
  22. 8.9 Earthquake in Japan, Tsunami Warning to Russia, Taiwan and South East Asia (11 March 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 მარტი 2011. ციტირების თარიღი: 11 March 2011.
  23. Japan quake – 7th largest in recorded history (11 March 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 აპრილი 2014. ციტირების თარიღი: 11 March 2011.
  24. Japanese PM: 'Toughest' crisis since World War II publisher=CNN. World. ციტირების თარიღი: 13 March 2011.