ჰანძეი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იმპერატორი ჰანძეი
反正天皇
იაპონიის მე-18 იმპერატორი
მმართ. დასაწყისი: 406
მმართ. დასასრული: 410[1]
წინამორბედი: რიტიუ
მემკვიდრე: ინგიო
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 336
გარდ. თარიღი: 410

იმპერატორი ჰანძეი (იაპონ. 反正天皇; დ. 336 — გ. 410) — იაპონიის მე-18 იმპერატორი [2] მემკვიდრეობის ტრადიციული წესის მიხედვით. [3]

იმპერატორის ცხოვრების და მმართველობის წლები უცნობია.[4] ადრეული ხანის იმპერატორების პირობითი სახელები არ იყო მიღებული „ტრადიციული წესით“ იმპერატორ კამუს მმართველობამდე, რომელიც იამატოს დინასტიის 50-ე მონარქი იყო.[5]

კოძიკი და ნიჰონ შოკი წერდნენ, რომ ჰანძეი ნინტოკუს და ივანოჰიმეს შვილი იყო. მისი ძმის, რიტიუს გარდაცვლაების შემდეგ, ჰანძეი ქვეყანას 4 წელი მართავდა. ნიშონგი წერს, რომ მისი მმართველობის დროს ქვეყანაში მშვიდობა იყო.

იმპერატორს მის მეუღლესთან, ცუნოჰიმეს 2 ქალიშვილი კაიჰიმე და ცუბურაჰიმე ჰყავდა, ხოლო ხარჭა ოტოჰიმესთან პრინცესა ტაკარაჰიმე და პრინცი ტაკაბე.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. "Genealogy of the Emperors of Japan" at Kunaicho.go.jp; retrieved 2013-8-28.
  2. Imperial Household Agency (Kunaichō), 安寧天皇 (3); retrieved 2011-10-19.
  3. Titsingh, Isaac. (1834). Annales des empereurs du japon, p. 4; Brown, Delmer M. (1979). Gukanshō, p. 251; Varley, H. Paul. (1980). Jinnō Shōtōki, p. 89; Nussbaum, Louis-Frédéric. (2002). "Traditional order of Tennō" in Japan encyclopedia, pp. 962-963.
  4. Ponsonby-Fane, Richard. (1959). The Imperial House of Japan, p. 29.
  5. Aston, William George. (1896). Nihongi, pp. 109.