ნინკენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
იმპერატორი ნინკენი
仁賢天皇
იაპონიის 24-ე იმპერატორი
მმართ. დასაწყისი: 488
მმართ. დასასრული: 498[1]
წინამორბედი: კენძო
მემკვიდრე: ბურეცუ
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 449
გარდ. თარიღი: 498 (49 წლის)

იმპერატორი ნინკენი (იაპონ. 仁賢天皇; დ. 449 — გ. 498) — იაპონიის 24-ე იმპერატორი [2] მემკვიდრეობის ტრადიციული წესის მიხედვით.[3] იმპერატორი ქვეყანას 10 წელი მართავდა.

ლეგენდარული ამბები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნინკენის დაბადების სახელი პრინცი ოიოკე იყო. მას შემდეგ, რაც იმპერატორი სეინეი გარდაიცვალა, მის უმცრო ძმასთან, პრინც ვოკესთან ერთად ტახტის მემკვიდრედ გამოცხადდა, რადგან ისინი იმპერატორ რიტიუს შვილიშვილები იყვნენ.

ოიკოსე უმცროსი ძმა, რომელიც მოგვიანებით იმპერატორი კენძოს სახელით არის ცნობილი, ტახტზე მასზე ადრე ავიდა. ეს არატრადიციული თანმიმვდევორბა მათ შეთანხმების შედეგი იყო.[4]

ნინკენის მმართველობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როდესაც იმპერატორი კენძო გარდაიცვალა, იგი პრინცმა ოიკომ იმპერატორი ნინკენის სახელით ჩაანაცვლა.

ნინკენი მის მეორე ბიძაშვილზე და იმპერატორ იურიაკუს ქალიშვილზე, კასუგა ნო ოირაცუმე ნო ჰიმემიკოზე დაქორწინდა. მათი ქალიშვილი პრინცესა ტასირაკა მოგვიანებით მემკვიდრე კეიტაიზე დაქორწინდა და გახდა მომავალი იმპერატორის და შემდგომი იმპერატორების შთამომავლობითი წინაპარის, კიმეის დედა. მათ ასევე ჰყავდათ ქალიშვილი პრინცესა ტატიბანა, რომელიც იმპერატორ სენკას მეუღლე გახდა. ტატიბანას ქალიშვილი პრინცესა ივაჰიმე გახდა იმპერატორ კიმეის მეუღლე და იმპერატორ ბიდაცუს დედა, რომელიც იაპონიის ამჟამინდელი მონარქის შთამომავლობითი წინაპარია.

ნინკენის გარდაცვალების შემდეგ, ტახტზე მისი შვილი იმპერატორი ბურეცუ ავიდა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. "Genealogy of the Emperors of Japan" at Kunaicho.go.jp; retrieved 2013-8-28.
  2. Imperial Household Agency (Kunaichō), 安寧天皇 (3); retrieved 2011-10-19.
  3. Titsingh, Isaac. (1834). Annales des empereurs du japon, p. 4; Brown, Delmer M. (1979). Gukanshō, p. 251; Varley, H. Paul. (1980). Jinnō Shōtōki, p. 89; Nussbaum, Louis-Frédéric. (2002). "Traditional order of Tennō" in Japan encyclopedia, pp. 962-963.
  4. Titsingh, pp. 29-30.