ძიტო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ძიტო
Empress Jitō.jpg
იაპონიის იმპერატორი ქალი
მმართ. დასაწყისი: 686
მმართ. დასასრული: 697
წინამორბედი: ტენმუ
მემკვიდრე: მომუ
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 645
გარდ. თარიღი: 703 (57-58 წლის)
მეუღლე: იმპერატორი ტენმუ
შვილები: პრინცი კუსაკაბე
დინასტია: იამატო
მამა: იმპერატორი ტენძი
დედა: სოგა ნო ოჩი-ნო-ირაცუმე

იმპერატორი ძიტო (იაპონ. 持統天皇; დ. 645 — გ. 703) — იაპონიის რიგით 41-ე იმპერატორი 686-697 წლებში. იმპერატორ ტენძის ქალიშვილი და იმპერატორ ტენმუს მეუღლე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძიტო დაიბადა 645 წელს. იგი იყო იაპონიის იმპერატორ ტენძის ქალიშვილი. დედამისი იყო მინისტრ იო-ომ სოგა ნო იამადას ასული სოგა ნო ოჩი-ნო ირაცუმე. 673 წელს, ტახტზე ასვლისას ძიტო თავის ბიძაზე, იმპერატორ ტენმუზე დააქორწინეს.

როგორც ცნობილია, ქორწინების პერიოდში ძიტოს უნონოსარარა, ან უნონოსასარა, ან უნო ერქვა.

მასა და ტენმუს მხოლოდ ერთი ვაჟი, კუსაკაბე შეეძინათ, რომელმაც მართალია ტახტზე ასვლა ვერ მოახერხა, თუმცაღა ორი იმპერატორის მამა გახდა.

686 წელს, იმპერატორ ტენმუს გარდაცვალების შემდეგ ტახტი ძიტომ დაიკავა, რომელსაც თავიდან მხოლოდ სასამართლო და ადმინისტრაციული მოვალეობები უნდა შეესრულებინა. 687 წელს იგი ოფიციალურად გახდა იაპონიის იმპერატორი, რათა თავისი ვაჟის უფლებები დაეცვა. თავისი ხანმოკლე მონარქობისას, ძიტო ქვეყანას ფუძივარას სასახლიდან მართავდა. 689 წელს მან აკრძალა სამაგიდო თამაშ სუგოროკუს თამაში. 690 წელს ბრძანება გააუქმა და სოგოროკუს თამაში კვლავ ნებადართული გახდა. რამდენადაც ცნობილია, ძიტოს ეს ნაბიჯი მისმა მინისტრმა, მივა-ნო-ასონო-ტაკეშიმარომ უკარნახა.

პრინცი კუსაკაბე ძიტოს მემკვიდრედ ითვლებოდა და კრონპრინცის წოდებასაც ატარებდა, თუმცაღა იგი სრულიად მოულოდნელად, 689 წელს გარდაიცვალა 27 წლის ასაკში. ამის გამო, ძიტომ თავის მემკვიდრედ კუსაკაბეს უფროსი ვაჟი, პრინცი მომუ გამოაცხადა, რომელმაც მამისაგან განსხვავებით მოახერხა საიმპერატორო ტახტის დაკავება.

ძიტოს მმართველობა იაპონიაში სულ 11 წელს გაგრძელდა. იგი იაპონიის ისტორიაში 7 ქალი მმართველიდან ერთ-ერთია, რის გამოც დღეისათვის ფემინისტური ორგანიზაციები აქტიურად იბრძვიან იმპერატორ აკიჰიტოს ქალიშვილის მემკვიდრეობისათვის.

697 წელს იმპერატორი ძიტო ტახტიდან თავისი ნებით გადადგა საკუთარი შვილიშვილის, მომუს სასარგებლოდ. როგორც იმპერატორ ტენმუს ქვრივი, ძიტო დარჩენილი ცხოვრების განმავლობაში ატარებდა იმპერატორის ქვრივის წოდებას.

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ 707 წელს, იმპერატორ მომუს გარდაცვალების შემდეგ ტახტი არა მისმა ვაჟმა, არამედ დედამისმა, ძიტოს ვაჟის ქვრივმა, იმპერატორმა გემეიმ დაიკავა, რომელიც ქვეყანას რვა წელი მართავდა, რის შემდეგაც თავისმა ქალიშვილმა, იმპერატორმა გენშომ დაიკავა. თავად გენშო, იაპონიის ტახტზე 1724 წლამდე იჯდა.

გადადგომის მიუხედავად, ძიტო აქტიურად ერეოდა პოლიტიკაში და ქვეყანაში კვლავ დიდი ძალაუფლებით სარგებლობდა. იგი 703 წელს, 57-58 წლის ასაკში გარდაიცვალა ფუძივარა-კიოში, თუმცა მისი დაკრძალვის ადგილი დღემდე უცნობია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Aston, William George. (1896). Nihongi: Chronicles of Japan from the Earliest Times to A.D. 697. London: Kegan Paul, Trench, Trubner.
  • Brown, Delmer M. and Ichirō Ishida, eds. (1979). Gukanshō: The Future and the Past. Berkeley: University of California Press. ISBN 978-0-520-03460-0
  • MacCauley, Clay. (1900). "Hyakunin-Isshu: Single Songs of a Hundred Poets" in Transactions of the Asia Society of Japan. Tokyo: Asia Society of Japan.
  • (1901). Kokka taikan. Tokyo: Teikoku Toshokan, Meiji 30–34 [1897–1901]. [reprinted Shinten kokka taikan (新編国歌大観), 10 vols. + 10 index vols., Kadokawa Shoten, Tokyo, 1983–1992. ISBN 978-4-04-020142-9
  • Nippon Gakujutsu Shinkōkai. (1940). Man'yōshū. Tokyo: Iwanami shoten. [reprinted by Columbia University Press, New York, 1965. ISBN 0-231-08620-2. Rprinted by Dover Publications, New York, 2005. ISBN 978-0-486-43959-4
  • Ponsonby-Fane, Richard Arthur Brabazon. (1959). The Imperial House of Japan. Kyoto: Ponsonby Memorial Society.
  • Titsingh, Isaac. (1834). Nihon Ōdai Ichiran; ou, Annales des empereurs du Japon. Paris: Royal Asiatic Society, Oriental Translation Fund of Great Britain and Ireland.
  • Varley, H. Paul. (1980). Jinnō Shōtōki: A Chronicle of Gods and Sovereigns. New York: Columbia University Press. ISBN 978-0-231-04940-5
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ძიტო&oldid=3765362“-დან