შინაარსზე გადასვლა

ნინტოკუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იმპერატორი ნინტოკუ
仁徳天皇
იაპონიის მე-16 იმპერატორი
მმართ. დასაწყისი: 313
მმართ. დასასრული: 399[1]
წინამორბედი: ოძინი
მემკვიდრე: რიტიუ
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 257
გარდ. თარიღი: 399 (142 წლის)
გარდ. ადგილი: უმი
მეუღლე: პრინცესა ივა
ჰიმუკა ნო კამინაგაჰიმე
იატანოჰიმემიკო
კუროჰიმე
მამა: იმპერატორი ოძინი
დედა: ნაკაცუჰიმე ნო მიკოტო

იმპერატორი ნინტოკუ (იაპონ. 仁徳天皇; დ. 257 — გ. 399) — იაპონიის მე-16 იმპერატორი [2] მემკვიდრეობის ტრადიციული წესის მიხედვით. [3] ნინტოკუ ქვეყანას 86 წელი მართავდა.

ლეგენდარული ამბები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იმპერატორის ცხოვრების და მმართველობის წელი უცნობია.[4] ადრეული ხანის იმპერატორების პირობითი სახელები არ იყო მიღებული „ტრადიციული წესით“ იმპერატორ კამუს მმართველობამდე, რომელიც იამატოს დინასტიის 50-ე მონარქი იყო.[5]

ნიჰონ შოკის წერდა, რომ იმპერატორი ნინტოკუ იმპერატორ ოძინის და იმპერატორ კეიკოს შვილთაშვილის, ნაკაცუჰიმე ნო მიკოტოს მეოთხე შვილი იყო. აგრეთვე, ნინტოკუ იმპერატორების რიტიუს, ჰანძეის და ინგიოს მამა იყო.

ისტორიკოსების აზრით, ნინტოკუ იმპერატორ ტენმუს და იმპერატორ ძიტოს მმართველობის დროს გახდა ცნობილი. იმ დროს ის „იამატოს დიდი მეფის“ სახელით იყო ცნობილი.

მეუღლეები და შვილები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იმპერატორ ნინტოკუს 2 მეუღლე და 3 ხარჭა ჰყავდა.

  • იმპერატორის პირველი მეუღლე პრინცესა ივა, რომელიც იმპერატორ რიტიუს, იმპერატორ ჰანძეის და იმპერატორ ინგიოს დედა იყო;
  • იმპერატორის მეორე მეუღლე იატანოჰიმემიკო;
  • ჰიმუკა ნო კამინაგაჰიმე, რომელიც პრინც ოკუსაკას და პრინცესა კუსაკას დედა იყო;
  • უძი ნო ვაკირაცუმე;
  • კუროჰიმე.
ნინტოკუს სამარხი

ნინტოკუს სამარხი დიდი პირამიდებისა და ტერაკოტის მეომრების შემდეგ უდიდესია. იგი მდებარეობს იაპონიის ქალაქ ოსაკაში. სამარხი, რომელიც, როგორც ფიქრობენ, იმპერატორს ნინტოკუს ეკუთვნის, სიგრძეში 486 მეტრს, ხოლო სიმაღლეში 35 მეტრს აღწევს და გიგანტური კლიტის ჭუჭრუტანის ფორმის მიწაყრილისა და მის გარშემო მდებარე სამი თხრილისაგან შედგება. იმპერატორი, სავარაუდოდ, მიწაყრილის ცენტრში დაკრძალეს, ხოლო მასთან მისასვლელი ვიწრო გვირაბი ამოქოლეს. XIX საუკუნეში არქეოლოგებმა მიწაყრილი გათხარეს და სარკოფაგში (ქვის კუბოში) უამრავი განძეული აღმოაჩინეს, მათ შორის, მოოქროული იარაღი, მუზარადი და ხმალი.

  1. "Genealogy of the Emperors of Japan" at Kunaicho.go.jp; retrieved 2013-8-28.
  2. Imperial Household Agency (Kunaichō), 安寧天皇 (3); retrieved 2011-10-19.
  3. Titsingh, Isaac. (1834). Annales des empereurs du japon, p. 4; Brown, Delmer M. (1979). Gukanshō, p. 251; Varley, H. Paul. (1980). Jinnō Shōtōki, p. 89; Nussbaum, Louis-Frédéric. (2002). "Traditional order of Tennō" in Japan encyclopedia, pp. 962-963.
  4. Ponsonby-Fane, Richard. (1959). The Imperial House of Japan, p. 29.
  5. Aston, William George. (1896). Nihongi, pp. 109.