ნარუჰიტო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ნარუჰიტო
徳仁
Crown Prince Naruhito (2018).jpg
ნარუჰიტო 2018 წელს
იაპონიის 126-ე იმპერატორი
მმართ. დასაწყისი: 1 მაისი 2019
მმართ. დასასრული: დღემდე
წინამორბედი: აკიჰიტო
მემკვიდრე: ფუმიჰიტო
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 23 თებერვალი 1960
დაბ. ადგილი: ტორუს სასახლე, ტოკიო, იაპონია
მეუღლე: მასაკო
შვილები: პრინცესა აიკო
მამა: აკიჰიტო
დედა: მიჩიკო
რელიგია: შინტოიზმი

ნარუჰიტო (იაპონ. 皇太子徳仁親王 კო:ტაისუ ნარუჰიტო სინო; დ. 23 თებერვალი 1960, ტოკიო) — იაპონიის იმპერატორ აკიჰიტოს უფროსი ვაჟი და იაპონიის 126-ე იმპერატორი.

ბავშვობა და განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნარუჰიტო დაიბადა 1960 წლის 23 თებერვალს ტოკიოში. ბავშვობაში ატარებდა პრინც ჰიროს ტიტულს.

ბაბუის, იმპერატორ ჰიროჰიტოს გარდაცვალების შემდეგ 1989 წლის 7 იანვრიდან 2019 წლის 1 მაისამდე გახდა ტახტის მემკვიდრე. დაკავებულია საქველმოქმედო საქმიანობით.

1983—85 წლებში სწავლობდა ინგლისში, ოქსფორდის მიორტონის კოლეჯში. აქვს ისტორიულ მეცნიერებათა მაგისტრის სამეცნიერო ხარისხი, რომელიც მიიღო გაკუსიუნის უნივერსიტეტში, 1988 წელს. თავისუფალ დროს პრინცი უკრავს ალტზე, უყვარს სირბილი სპორტულ ფორმაში, უყვარს ლაშქრობა და ასევე დაკავებულია ალპინიზმით. მან დაწერა რამდენიმე სტატია და მოგონება ოქსფორდის გატარებულ დღეებზე: „ტემზა და მე: ოქსფორდში გატარებული ორი წელი“.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]