ოხერა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ოხერა — უბანი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში.[1] ისტორიულად ცალკე სოფელი იყო, რომელშიც, თავის მხრივ, გამოიყოფოდა ორი სოფელი: დიდი ოხერა და პატარა ოხერა.[1] „ოხერა“ იმიტომ დარქმევია, რომ აქ მოიპოვებდნენ საღებავ მიწას (ოხრას).[2] მნიშვნელოვნად დაზიანდა 1920 წლის გორის მიწისძვრისას, რა დროსაც დაიღუპა სოფლის 13 მცხოვრები,[3] განადგურდა ძველი ეკლესიები.[2] საბჭოთა პერიოდის პირველ ნახევარში ისევ იხსენიებოდა ორი ოხერა. დიდში მოქმედებდა ლ. ბერიას სახელობის კოლმეურნეობა, პატარაში — ი. სტალინის სახელობისა.[4] 1940 წლის სოფლების სიაში შეტანილი იყო სოფელი ხიდისთავი, დიდი ოხერა და პატარა ოხერა. ამ წლის მონაცემებით, დიდ ოხერაში 228 კომლი ირიცხებოდა.[1] 1947 წელს ორივე ოხერას ზემო ხიდისთავი უწოდეს.[5] მოგვიანებით (1951) ხიდისთავს შეუერთეს.[4]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 სოფლები გორის რაიონში, რომლებიც კომუნისტებმა „გააერთიანეს“. qartli.ge (15 აგვისტო, 2018). ციტირების თარიღი: 13 ივნისი, 2020.
  2. 2.0 2.1 ატენის ხეობა. karibche.ambebi.ge (28 ივნისი, 2007). ციტირების თარიღი: 13 ივნისი, 2020.
  3. ოხერა და უფლის ციხე — 1920 წლის 20 თებერვლის მიწისძვრის ეპიცენტრში. qartli.ge (20 თებერვალი, 2019). ციტირების თარიღი: 13 ივნისი, 2020.
  4. 4.0 4.1 პირველი კოლმეურნეობები და მათი სახელები გორის რაიონში. qartli.ge (21 სექტემბერი, 2019). ციტირების თარიღი: 13 ივნისი, 2020.
  5. (1949) რედ. ვ. ქუჩუკაშვილი: საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფა : 1949 წლის 1 სექტემბრისათვის. თბილისი: სახელგამი, გვ. 268.