ძველი ტაძარი ნუენენში
ძველი ტაძარი ნუენენში — ნიდერლანდელი პოსტიმპრესიონისტი მხატვრის, ვინსენტ ვან გოგის რამდენიმე ნახატის საერთო სახელი, შესრულებული 1884-1885 წლებში. ნახატებში ვინსენტმა ასახა XII საუკუნის ტაძრის საუკეთესო პერიოდი, როცა ტაძრის საძირკველი ურყევი, კედლები და გუმბათი კი ხელუხლებელი იყო. 1792 წელს ჩამოინგრა ტაძრის გუმბათი, შენობამ ნელ-ნელა შლა დაიწყო და არც თუ დიდი ხნის შემდეგ, რაც ვან გოგმა ხახატები დაასრულა საბოლოოდ განადგურდა.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ძველი ტაძარი XII საუკუნის რომანულ არქიტექტურის ძეგლია, ის აგებულია პრიოდში, როდესაც იმ ტერიტორიაზე ქისტიანობა გავრცელდა. ტაძრის ირგვლივ ძველი სასაფლაოა ხის უბრალო ჯვრებით. შენობამას მანამდე განადგურდა, სანამ ვან გოგი ტაძრის აკვარელში შესრულებული ნახატებს ზეთის საღებავებში დახატვასაც მოასწრებდა, ხატვის პროცესში ტაძარი უკვე ინგრეოდა და დაინგრა მას შემდეგ, რაც ბოლო ნახატი ზეთის საღებავებში შეასრულა.[1]
ტაძრის სხვა ნახატები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვან გოგმა ნუენენის ძველი ტაძრის თერთმეტი ნახატი შექმნა, მათგან რამდენიმე დაკარგულია.[2]
-
ძველი ტაძარი ნუენენში, 1884, პირადი კოლექცია (F184)
-
ძველი ტაძარი ნუენენში შებინდებისას, 1884, პირადი კოლექცია, (F40)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Hempton, D (2008). Evangelical Disenchantment: Nine Portraits of Faith and Doubt. Grand Rapids: With the assistance of the Louis Stern Memorial Fund, გვ. 132–133. ISBN 978-0-300-14067-5.
- ↑ Lubin, A [1972] (1996). Stranger on the Earth: A Psychological Biography of Vincent van Gogh.. New York: De Capo Press, გვ. 91. ISBN 0-306-80726-2. [მკვდარი ბმული]