ნატურმორტი ჩალის ქუდით

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნატურმორტი ჩალის ქუდით
ავტორი ვინსენტ ვან გოგი
წელი 1881-1885
კატალოგი F62 და JH922
ტიპი ზეთი, ქაღალდი
სიმაღლე 36.8
სიგანე 53.3
ქალაქი ოტერლო, ნიდერლანდები
მუზეუმი კროლერ-მიულერის მუზეუმი

ნატურმორტი ჩალის ქუდით (ნიდერლ. Stillleben mit gelbem Strohhut) — ნიდერლანდელი პოსტიმპრესიონისტი მხატვრის, ვინსენტ ვან გოგის ნახატი, ასევე ცნობილი სახელით „ნატურმორტი ყვითელი ჩალის ქუდით“ ან „ნატურმორტი ქუდით და ჩიბუხით“, შესრულებული 1881 ან 1885 წლის ნოემბრის ბოლოსა და დეკემბრის დასაწყისში,[1] იმ პერიოდში, როდესაც ვინსენტი ქალაქ ნუენენში ცხოვრობდა.[2]

ვან გოგი ნუენენში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1884 წლის ნოემბერში ვინსენტი ახალი ტილოების, ნატურმორტების შექმნას იწყებს, ხატავს ბოთლებს, თასებს, ქოთნებსა და სხვა ნივთებს.[3] ნატურმორტი ჩალის ქუდით სწორედ მაშინ, ნუენენში შექმნა. ის წერდა, რომ ნამუშევრების გაყიდვა ძალიან რთული იქნებუდა, მაგრამ სჯეროდა, რომ იმ ზამთარს შექმნილი ნატურმორტები ძვირად ფასობდნენ.[2]

ნახატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნატურმორტი ჩალის ქუდით და სხვა მსგავსი ნახატები კრიტიკოსებში დიდ მოწონებას იმსახურებენ ნახატის შესრულების ტექნიკის გამო. ამ ნახატებს ახასიათებთ სუფთა, დაწვრილმანებული ფერწერა და სუსტი ფერები.[4] იმ ორი წლის განმავლობაში, როცა ვან გოგი ნუენენში იმყოფებოდა, მრავალი აკვარელის და 200-მდე ზეთის საღებავებით შესრულებული ნამუშევარი შექმნა. ამასთან გაამრავალფეროვნა პალიტრა, ნახატებში გამოიყენა ახალი, განსხვავებული ფერები, მათ შორის ოხრა, მიწისფერი, ძალიან მუქი მწვანე, რამაც მის ნამუშევრებს ახალი იერი შესძინა. როცა თეოს, ვინსენტის ახალი ნახატების პარიზში გაყიდვა გაუჭირდა, მისწერა მას, რომ ნახატები ძალიან მუქი და იმ დროინდელი იმპრესიონისტების ნამუშევრებისგან რადიკალურად განსხვავებული იყო.[5]

ნამუშევარი ერთ-ერთია კროლერ-მიულერის მუზეუმის კოლექციიდან ოტერლოში, ნიდერლანდებში.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Still Life with Straw Hat. Kröller-Müller Museum. დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 9, 2012. ციტირების თარიღი: March 20, 2011.
  2. 2.0 2.1 Barr, A [1935] (1966). Vincent van Gogh. New York: The Museum of Modern Art, გვ. 58. ISBN 0-7146-2039-4. 
  3. Nordenfalk, C (1953). The Life and Work of Van Gogh. New York: Philosophical Library, გვ. 83–84. 
  4. Hulsker, J (1980). The Complete Van Gogh. Oxford: Phaidon, გვ. 196–205. ISBN 0-7148-2028-8. 
  5. Tralbaut, M [1969] (1981). Vincent van Gogh, le mal aimé. Edita, Lausanne (French) & Macmillan, London 1969 (English); reissued by Macmillan, 1974 and Alpine Fine Art Collections, 1981, გვ. 123–160. ISBN 0-933516-31-2.