ასაწევი ხიდი ნიუ-ამსტერდამში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ასაწევი ხიდი ნიუ ამსტერდამში
ავტორი ვინსენტ ვან გოგი
წელი 1883
კატალოგი F1098 და JH425
ტიპი აკვარელი
ქალაქი გრონინგენი, ნიდერლანდები[1][2]
მუზეუმი გრონინგერის მუზეუმი

ასაწევი ხიდი ნიუ-ამსტერდამშინიდერლანდელი პოსტიმპრესიონისტი მხატვრის, ვინსენტ ვან გოგის ნახატი, შესრულებული დრენთეში 1883 წელს, აკვარელის საღებავებით.[3]

აკვარელის მხატვრობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვან გოგმა მისწერა თავის ძმას, თეო ვან გოგს იმ ხედის შესახებ, რომელიც დრენთეში, ნიუ-ამსტერდამში მისი ფანჯრიდან იშლებოდა: „ახლა მე საკმარისად დიდი ოთახი მაქვს, სადაც ღუმელია მოთავსებული, და ხდება ისეც, რომ აქვს აივანი, საიდანაც შემიძლია ვუყურო ფართო ველს ქოხებით, და მასთან ერთად, დიდი ცნობისმოყვარეობით, ასაწევ ხიდს.“ წერილთან ერთად ვინსენტმა ძმას აკვარელით შესრულებული ხიდის ჩანახატიც გაუგზავნა, ასაწევი ხიდი ნიუ-ამსტერდამში.[4]

ნახატი ერთ ერთია ვან გოგის მიერ აკვარელის საღებავებით შესრულებული 148 ნახატიდან, რომლებზე მუშაობაც ვინსენტმა 1881 წელს დაიწყო.

ვიკიციტატა
„როგორი მდიდრულია აკვარელი ატმოსფეროსა და სივრის გადმოსაცემად, როცა ფიგურა გარშემორტყმულია ჰაერით, და შეუძლია მასში სუნთქვა.[5]

ამ ნამუშევრის შექმნიდან ხუთი წლის შემდეგ ვან გოგმა დახატა „ხიდი არლში“, და შემდგომში ამავე ნახატის რამდენიმე ეგზემპლარი შექმნა[6]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Drawbridge in Nieuw-Amsterdam. Van Gogh Museum. Retrieved September 29, 2012.
  2. George McDonald. Frommer's Belgium, Holland and Luxembourg. John Wiley & Sons; 26 April 2011. ISBN 978-0-470-88766-0. p. 414.
  3. Drawbridge in Nieuw-Amsterdam. The Vincent van Gogh Gallery. Retrieved September 29, 2012.
  4. To Theo van Gogh. Nieuw-Amsterdam, Friday, 12 or Saturday, 13 October 1883. Van Gogh Letters. Retrieved September 29, 2012.
  5. The Watercolours. The Vincent van Gogh Gallery. Retrieved September 29, 2012.
  6. Fred Orton; Griselda Pollock. Avant-Gardes and Partisans Reviewed. Manchester University Press ND; 15 February 1997. ISBN 978-0-7190-4399-4. p. 361.