შინაარსზე გადასვლა

მდელო მთებში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მდელო მთებში
A Meadow in the Mountains: Le Mas de Saint-Paul / Wheat fields in a mountainous landscape და Champs de blé dans un paysage montagneux
ავტორი ვინსენტ ვან გოგი
წელი 1889
კატალოგი F721 და JH1864
ტიპი ზეთი, ტილო
სიმაღლე 73
სიგანე 91,5
ქალაქი ოტერლო
მუზეუმი კროლერ-მიულერის მუზეუმი

მდელო მთებშინიდერლანდელი პოსტიმპრესიონისტი მხატვრის, ვინსენტ ვან გოგის ნახატი, შესრულებული 1889 წელს, ზეთის საღებავებით ტილოზე.

1889 წლის მაისში ვინსენტ ვან გოგი ნებაყოფლობით ირიცხება სენ-რემი-დე-პროვანსში[1] არსებულ სენ პოლის[2] თავშესაფარში.[3] იქ ვან გოგს შესაძლებლობა მიეცა მეზობელი კამერა საკუთარ სახელოსნოდ გამოეყენებინა. საწყის ეტაბზე ვან მხატვრის შთაგონების წყაროს თავშესაფრის მიმდებარე ტერიტორია და მისი პალატიდან დანახული ხედი წარმოადგენდა (მაგრამ თავდაპირველად მისი ფანჯარა დალუქული იყო). ხშირად ის ხატავდ ხეებსა და ბაღის ყვავილებს, განსაკუთრებით იასამანს.[3][4] მას შემდეგ რაც ვინსენტის პალატის დალუქული ფანჯარა გახსნეს მას წინ ახალი სამყარო გადაეშალა, ეს იყო პურის ყანები, რომლებსაც სენ-რემის თავშესაფარში ყოფნის განმავლობაში უამრავი ნამუშევარი მიუძღვნა.[5] ის ამასთან ახერხებდა შენობის კედლებს გარეთ გამოსვლას და პურის ყანების, კვიპაროსების, ზეთისხილის ხეებისა და ქალაქგარე სოფლების დახატვას.[4] სწორედ სენ-რემიშია შექმნილი მხატვრის შემოქმედებაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნამუშევარი ვარსკვლავებიანი ღამე. თავშესაფარში ყოფნისას მან 150 ზეთის ნამუშევარი შექმნა.[3]

  1. Olive Trees, 1889, Van Gogh. Collection. The Metropolitan Museum of Art (2000–2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 March 2011. ციტირების თარიღი: March 25, 2011.
  2. Olive Trees, 1889, van Gogh. Collection. Minneapolis Institute of Arts. დაარქივებულია ორიგინალიდან — სექტემბერი 8, 2012. ციტირების თარიღი: March 25, 2011.
  3. 3.0 3.1 3.2 Heilbrunn Timeline of Art History. Thematic Essay, Vincent van Gogh. The Metropolitan Museum of Art (2000–2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 April 2011. ციტირების თარიღი: March 25, 2011.
  4. 4.0 4.1 The Therapy of Painting. Van Gogh Museum. დაარქივებულია ორიგინალიდან — იანვარი 7, 2011. ციტირების თარიღი: March 25, 2011.
  5. Van Gogh, V [1996] (1997). რედ. van Crimpen, H: The Letters of Vincent van Gogh. London and other locations: Penguin Books, გვ. F604.